ამბავი მენესტრელთა და ბასკერთა, ანუ ქუჩა, როგორც სცენა ისტორიული პერსპექტივიდან

 ავტორი: ირინა დუმბაძე, კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი

სამაგისტრო პროგრამა „მუსიკის ისტორია“, I კურსი
ხელმძღვანელი - პროფესორი მარინა ქავთარაძე



თუ მიგიქცევიათ ყურადღება, საღამო ხანს  ქალაქიდან ოდნავ შემაღლებულ ადგილას თბილისის სხვადასხვა კუთხიდან როგორ მოაქვს ნიავს მუსიკის ჰანგები? ზაფხულის ერთ საღამოს, როდესაც ასეთ ვითარებაში აღმოვჩნდი, ჩემდა უნებურად დავფიქრდი ქუჩის მუსიკაზე, როგორც კონტრკულტურის ერთ-ერთ განშტოებაზე - რა ფენომენია ეს, რა დატვირთვა აქვს, რა ადგილი უჭირავს სოციუმში, მხოლოდ თანამედროვე მოვლენაა თუ წარსულშიც მოიპოვება მისი ანალოგებისად უდგას ფესვი?... ამ ტიპის მსჯელობებმა მიბიძგა, რომ უბრალო დაინტერესება პროფესიული განხილვის საგნად მექცია და გამეზიარებინა თქვენთვის  სტატია თემაზე -  „ამბავი მენესტრელთა და ბასკერთა  , ანუ ქუჩა, როგორც სცენა, ისტორიული პერსპექტივიდან“.

თბილისისქუჩების სცენაძირითადად იმ მუსიკოსებს მასპინძლობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ინსტრუმენტად საკუთარ ხმას და გიტარას იყენებს. თუმცა მსოფლიოში ამ მოვლენის სპექტრი გაცილებით უფრო მრავალფეროვანია - შეიძლება შევხვდეთ ნებისმიერ ინსტრუმენტსინსტრუმენტების ანსამბლსვოკალურ ანსამბლს, ბენდს, სოლო შემსრულებლებს, რომლებიც  შეიძლება უკრავდნენ და მღეროდნენ ნებისმიერი ჟანრის მუსიკას. გარდა ამისა, ქუჩები ხშირად არამუსიკალური ან მუსიკის თანხლებით სხვა წარმოდგენებისთვისაც ქმნიან სცენას. თუ გადავხედავთ მსოფლიო მუსიკალური კულტურის ისტორიას, მსგავს მოველენებს ჯერ კიდევ უძველეს სამყაროში გადავაწყდებით.

შეიძლება ითქვას, რომ ქუჩა სცენის ფუნქციას იმდენ ხანს ასრულებს, რამდენ ხანსაც თავად არსებობსმკვლევარი პოლ ოლივერი, მაგალითად ჯერ კიდევ ბიბლიურ ისტორიას იხსენებს, როდესაც მოსე, მარიამი და ისრაელიანები ეგვიპტელთა ლაშქრისაგან თავის დაღწევას პირდაპირ მკვდარი ზღვის სანაპიროებზე აღნიშნავდნენ ცეკვითა და გალობით. უძველესი სამყაროს არქიტექტურულ ძეგლებზე გამოსახული ცეკვა-სიმღერის, დღესასწაულების და რიტუალების, სხვადასხვა სანახაობის სცენებიც, შეიძლება ითქვას, იმ მოვლენისწინაპრებიარიან, რომელზეც  ვსაუბრობთ. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც პომპეის Villa del Cicerone- მოზაიკური გამოსახულებები მუსიკოსებით, რომელთაც ინსტრუმენტები უჭირავთ ხელში და ქალაქის ქუჩებში უკრავენ.  უძველეს საბერძნეთშიც არსებობდა ანალოგიური მოვლენა - აქ  ცნობილი იყვნენ ეპიკური პოემების შემსრულებელი მოხეტიალე მომღერალი-პოეტები - აედები და რაფსოდები.      

შუა საუკუნეებში ქუჩის წარმოდგენები სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა სახელწოდებით იყო ცნობილი, თუმცა არსით ისინი ერთმანეთის ანალოგიურია. მაგ: კელტურ სახელმწიფოებში - ბარდები;   საფრანგეთში - ტრუბადურები და ჟონგლიორები; ჩრდ. საფრანგეთში - ტრუვერები; ძვ.გერმანიაში - მინეზინგერები და მაისტერზინგერები; ძვ. ესპანეთში - ბასკერები (სიტყვის წარმომავლობა - ძიება, ქექვა... ეს ტერმინი გამოიყენება პროსტიტუციასთან მიმართებითაც;) აღმოსავლეთ სლავურ კულტურაში - სკომოროხები, პესნიარები, კობზარები, გუსლიარები; მექსიკაში - მარიაჩი და ..

     ქუჩის წარმოდგენები მრავლად ჰქონდათ და დღემდე აქვთ ასევე ბოშებსაც - მუსიკოსები, მოცეკვავეები, მკითხავები, რომლებსაც ხშირად იხსენიებენ პოეზიისა თუ პროზის არაერთ ძეგლში (მაგ: ესმერალდა, ვიქტორ ჰიუგოსპარიზის ღვთისმშობლის ტაძრიდან“...). სწორედ ბოშებმა შემოიტანეს ტერმინიბასკერიინგლისში მათი ხეტიალის დროს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროების გასწვრივ ესპანეთისკენ და შემდეგ გაავრცელეს მთელ ევროპაში. ეს ტერმინი დღემდე ძალიან აქტუალურია და დღევანდელი გაგებით თავის თავში აერთიანებს ნებისმერი სახის ქუჩის სანახაობას. თუმცა ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით...

   მკვლევარი მიხეილ საპონოვი ზემოთ ჩამოთვლილ შუა საუკუნეების ქუჩის წარმოდგენებს ერთი ტერმინის ქვეშ აერთიანებს  - მენესტრელური კულტურა

    სწორედ მენესტრელურ კულტურასთან კავშირში მსურს განვიხილო დღევანდელი ქუჩის მუსიკის ფენომენი, როგორც შორეული ანალოგი, გარკვეული თვალსაზრისით, მენესტრელური კულტურისშთამომავალი“. 

მენესტრელი - (ინგლ.minstrel, ფრ. ménestrier, ლათ. ministerialisმსახური“). მრავალმნიშვნელობიანი ტერმინი, განკუთვნილი პოეტი-მუსიკოსებისთვის ევროპის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. ეს იყო საერთო სახელწოდება იმ პროფესიონალი არტისტებისა, რომლებიც ზეპირი გადაცემის ტრადიციის მატარებლები იყვნენ და რომელთა საქმიანობაც ძირითადად ქუჩაში წარმოდგენებთან, სადღესასწაულო  სანახაობებთან და ხეტიალთან იყო დაკავშირებული. თუმცა მცდარია წარმოდგენა, რომ მენესტრელი აუცილებლად და ყოველთვის არის უსახლკარო ადამიანი, რომელიც ჩამოძონძილი ტანისსამოსით, მოუწესრიგებლად და  ქაოტურად დაეხეტება და მუსიცირებს აუდიტორიის წინაშე. ხშირ შემთხვევაში, მენესტრელები სასახლის კარზე, რომელიმე მეცენატის, არისტოკრატის, ერთი სიტყვით, საზოგადოების მაღალი ფენების წარმომადგენელთა მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ და მათი ხეტიალი თავიანთ მფარველებთან ერთად ხშირ მოგზაურობას უკავშირდება. თუმცა არსებობდნენ დამოუკიდებელი არტისტებიც, რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი კომუნები და გერთიანებები ჩამოეყალიბებინათ, რათა ერთობლივი ძალებით გაეტანათ თავი საზოგადოებაში, რომლის დამოკიდებულებაც მათდამი ერთგვაროვანი არ ყოფილა. უმეტეს შემთხვევაში, ისინი არასერიოზულად აღიქმებოდნენ და სწავლულთა ყურადღების მიღმა რჩებოდნენამის განმაპირობებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ის იყო, რომ მენესტრელი შუა საუკუნეებში არა კონკრეტული პროფესიის ან საქმიანობის, არამედ ფაქტობრივად სოციალური სტატუსის აღმნიშვნელი იყო. როგორც მოგვეხსენება, შუა საუკუნეებში წერა-კითხვა, განსწავლულობათეოლოგიურ განათლებას უდრიდა. ეკლესია იყო იმ დროისათვის ძირითადი საგანმანათლებლო კერა. ბეჭდვითი პრაქტიკის არარსებობის გამო, წიგნებიც მხოლოდ სასულიერო საზოგადოებისა და ელიტისთვის იყო ხელმისაწვდომი, შესაბამისად, მენესტრელური კულტურა, რომელიც უბრალო, გაუნათლებელი პოეტი-მუსიკოსების, არტისტების საზოგადოებას წარმოადგენდა, ელიტარულ წრეებში დიდი კეთილგანწყობით ვერ სარგებლობდა. სოციალური სტატუსიმენესტრელი“  დამაკნინებელი მნიშვნელობით განისაზღვრებოდა. მათ არ წყალობდნენაბუჩად იგდებდნენ, განსაკუთრებით  საეკლესიო პირები. ამუშავებდნენ და ფულს არ უხდნენ. ამას მოწმობს შუა საუკუნეების თეოლოგიური წყაროები, უძველესი ხელნაწერები და სასულიერო პირთა ტრაქტატები, რომლებშიც მენესტრელები ყოველთვის უარყოფით კონტექსტში მოხსენიებული და მკაცრად გაკრიტიკებული არიან. 

სწორედ ასეთი დამოკიდებულებისა და საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციის შესაბამისად  ისტორიკოსები შემოიფარგლებოდნენ  მხოლოდ სოციალური და ინტელექტუალური ელიტის აღწერით და მათ ქვეშ მოიაზრებოდა სრულიად ეპოქაც, ამიტომ ძირითადად, როდესაც ამ ეპოქის მუსიკალურ კულტურაზე მიდის საუბარი ყურადღების ცენტრში ექცევა საეკლესიო მუსიკა, როგორც პროფესიული საკომპოზიტორო შემოქმედების ერთგვარი აკვანი, სხვა დანარჩენს კი ამ დროში თითქოს არც უარსებია.

    მენესტრელების  პროფესიული ხელოვნება ან გაიგივებული იყო ფოლკლორთან ან გაკვრით მოიხსენიებოდა, როგორც რაღაც დამოუკიდებელი, მაგრამ მეორეხარისხოვანი მოვლენა. სინამდვილეში, სპეციფიკური და  იშვიათიშუა საუკუნეების ადამიანის ცნობიერებისთვის გაუგებარი სწორედაც ხელნაწერი მუსიკალური ნიმუშები იყო, რომელიც მხოლოდ განათლებული ელიტისთვის იყო ხელმისაწვდომიიმ დროისათვის კი, როგორც უკვე აღინიშნა,   მუსიკალურ განათლებასა და თეოლოგიურ განათლებას შორის თავისუფლად შეიძლება ტოლობის ნიშანი მოვათავსოთ. 

     შუა საუკუნეების ადამიანის პრიორიტეტებზე მოწმობენ ამ ეპოქის  ლიტერატურული წყაროები, რომელთა  თანახმად, მენესტრელები დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ უბრალო ადამიანებში, ფართო საზოგადოებაში, რომელიც გართობის დიდი მოყვარული იყო. ქუჩაში გამართული სანახაობის დროს არტისტსა და მაყურებელს შორის ხშირად ზღვარიც კი იშლებოდა - მაყურებლები ცდილობდნენ თავიანთ საყვარელ ხელოვანთან ერთად ჩართულიყვნენ საზეიმო სანახაობაში. შუა საუკუნეების პოეზია, პროზა, იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტები ადასტურებენ, რომ მენესტრელური კულტურა მეტად თვითმყოფადი და მრავალფეროვანი  იყო. არტისტს ძირითადად საზოგადოებისაგან გარიყული პოზიცია ეჭირა და ამას ხაზს უსვამდა როგორც მისი გარეგნობა (განსხვავებული, ექსტრავაგანტული ჩაცმულობა), ისე სპეციალურად შერჩეული მეტსახელიც (მაგ: ბეღურა, ბულბული...). ამ წყაროების მიხედვით მენესტრელთა შემოქმედების ძირითად მიმართულებებად იკვეთება:

  1. სანახაობრივ - საცირკოწარმოდგენებიაკრობატები, ეკვილიბრისტები, თოკზე მოსიარულეები, ილუზიონისტები, ცხოველების მწვრთნელები, მოცეკვავეები
  2. მომღერალი პოეტები - გმირული და რაინდული ეპოსების, ლირიკული, სოციალურ-პოლემიკური პოეზიის ავტორები და მთხრობელები, რომლებიც  თვითონ უწევდნენ საკუთარ თავს აკომპანემენტს სიმებიან ინსტრუმენტებზე (როტა, არფა, ლიუტნა, მანდოლა, ფსალტერი…) 
  3. ინსტრუმენტალისტი მენესტრელები - სხვადასხვა ინსტრუმენტზე დამკვრელები და ანსამბლები.
  4. სინთეტური, გარდამავალი, შუალედური ფორმები მსახიობების, ქორეოგრაფების, პანტომიმის შერწყმით ზემოთ ჩამოთვლილი ხელობების და ფოლკლორული ელემენეტებით.

ისევე როგორც წარსულში ღია ცის ქვეშ მოღვაწე არტისტებს აერთიანებდათ  ტერმინიმენესტრელები“, დღესაც, ნებისმიერი სახის ქუჩის წარმოდგენა ერთიანდება ერთი, საერთო ტერმინითბასკერობა“.

ბასკერობაზოგადი ტერმინია, რომელიც  გულისხმობს ღია ცის ქვეშ, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გარკვეული სანახაობის წარმოდგენას რაიმე სახისჯილდოსსანაცვლოდ. უმეტეს შემთხვევაში, ჯილდო ფულადი ანაზღაურების სახითაა წარმოდგენილი, თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში ქუჩაში წარმოდგენისთვის არტსტმა შეიძლება სხვა სახის საჩუქარიც მიიღოს, მაგ: საკვები, სასმელი, სუვენირი და .... ქუჩის წარმოდგენების პრაქტიკა მთელს მსოფლიოში აქტუალურია და ფესვი უძველეს წარსულში უდევს. ამ პრაქტიკის მიმდევრებს დასავლეთში ბასკერებს უწოდებენ

  ქუჩაში წარმოდგენილი სანახაობები მსოფლიოს მასშტაბით დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა - აკრობატიკა, სახალისო ნომრები სხვადასხვა ცხოველის მონაწილეობით, ქუჩის
მხატვრობა, კლოუნადები, კომიკური წარმოდგენები, ცეკვები, სიმღერები, ჟონგლიორობა, მაგია, ცოცხალი ქანდაკებების წარმოდგენები, თოჯინების თეატრი, მხატვრული კითხვა,   სამედიცინო შოუები (მოხეტიალე შამანები და გამყიდველები, რომლებიც წამლის გასაყიდად სხვადასხვა პერფორმანსს სთავაზობდნენ აუდიტორიას, რათა მათ თავი უკეთ ეგრძნოთ და კარგად ყოფნის შეგრძნება წამლის მოქმედების ეფექტთან დაკევშირებინათ) .

    თავად ტერმინიბასკერითავდაპირველად დიდ ბრიტანეთში გაჩნდა 1860-იან წლებში. ეს ესპანური წარმომავლობის სიტყვაა (buskar)  და თავისი არსით რაიმეს ძიებას გამოხატავს.

როგორც მენესტრელური კულტურის, ისევე ბასკერობის  შემთხვევაში სახეზე გვაქვს შემოქმედების დიდი მრავალფეროვნება, ბასკერობაშიც ვხვდებით შემოქმედების ისეთ ფორმებს, რომლებიც აქტუალური იყო მენესტრელური კულტურისთვის. ორივე შემთხვევაში ადგილი გვაქვს შემოქმედების სანაცვლოდ გრაკვეული ფულადი ანაზღაურების მოლოდინთან, თუმცა დღეს სოციალური გარემო და არტისტის ქუჩაში გამოსვლის კონცეფცია განსხვავებულია. ხელოვანი, რომელიც დღეს საკუთარი შემოქმედების საარსებო სივრცედ ქუჩას ირჩევს არ არის მეცენატებზე და მფარველებზე დამოკიდებული, ის სრულიად დამოუკიდებელი და თავისუფალია არჩევანში და სწორედ თავისუფლებაა მისი ძირითადი კონცეფცია. შუა საუკუნეებში განათლებული, პროფესიონალი, აკადემიური წრეების წარმომადგენელი ხელოვანითვის ქუჩაში გამოსვლა დიდ შეურაცხყოფად ჩაითვლებოდა, დღეს კი ეს ზღვარი წაშლილია, ქუჩაში შეიძლება შევხვდეთ როგორც თვითნასწავლ, ისე  უმაღლესი აკადემიური განათლების მქონე არტისტებს შესაბამისი შემოქმედებითი პრაქტიკით. მნიშვნელოვანია სხვაობაა, რა თქმა უნდა, ქალაქის, ტექნოლოგიების განვითარების გავლენაც. დღევანდელი ქალაქი გაცილებით უფრო დატვირთული, აქტიური და ხმაურიანია, შესაბამისად,  მუსიკოსის შემოქმედების სტილი და მიდგომებიც წარსულისაგან რადიკალურად განსხვავებული უნდა იყოს.

ქუჩის მუსიკა, როგორც ბასრეკობის ერთ-ერთი ფორმა, მთელს მსოფილოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. დღესდღეობით მისით დაინტერესება სულ უფრო ინტენსიური ხდება და რიგ შემთხვევებში მას ცალკეული კვლევების ეძღვნება. მისი ისტორიისა და სპეციფიკის შესახებ ძირითადად სოციოლოგები და კულტუროლოგები საუბრობენ. მაგალითისათვის, მას უძღვნიან თავიანთ შრომებს მკვლევარები - ჯონ მაკკეი, ელიზაბეტ ბენეტი, სიუზან ტანენბაუმი, პოლ სიმპსონი, პოლ ოლივერი და სხვ.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ქუჩის მუსიკის შესახებ საინტერესო მასალას გვაწვდის მე-17 - 18 საუკუნის მიჯნაზე მოღვაწე ინგლისელი მხატვრის, უილიამ ჰოუგართის შემოქმედება. ერთ-ერთ თავის ტილოზე - „განრისხებული მუსიკოსიმას ასახული ჰყავს მევიოლინე, რომელსაც საკუთარ სახლში მეცადინეობისას ხელს უშლის ქუჩიდან შემომავალი ხმაური, რის გამოც  ის განრისხებულია ქუჩის მუსიკოსებზე. ეს უბრალოდ ნახატი არ არის, ის იმ რეალობის ამსახველია, რომლის წინაშეც დადგა ქუჩის შემოქმედება. იმ დროისათვის დასავლური ქალაქები უკვე საკმაოდ გადაიტვირთა სხვადასხვა ხმაურით, რომელსაც ქუჩის მუსიკაც ემატებოდა, ამიტომ ქუჩის მუსიკოსების წინააღმდეგ სერიზული კამპანიები დაიწყო, არა მხოლოდ საზოგადოებრივ, არამედ საკანონმდებლო დონეზეც. მათი საკითხი ხშირად პარლამენტშიც განიხილებოდა.


ზოგადად გარკვეული შეზღუდვები და აკრძალვები ქუჩის მუსიკის ისტორიის თანმდევია. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ უძლველეს რომში, 12 დაფის კანონი საჯარო სივრცეებში ხელისუფლების შეურაცხმყოფელი ან დამცინავი წარმოდგენებისათვის სიკვდილით დასჯას ითვალისწინებდა.

ინგლისში 1531 წელს ჰენრი VIII- შემოიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სპეციალური ნებართვის გარეშე ქუჩაში წარმოდგენისა და სიმღერისთვის ორდღიანი გაროზგვა ემუქრებოდათ. ჩრდილოეთ ირლანდიაში მე-19 საუკუნეში არსებობდა სპეციალური კომისიები, რომლებიც აკონტროლებდნენ ქუჩაში გამომსვლელ კათოლიკურ და პროტესტანტულ ორკესტრებსა და მუსიკოსთა ჯგუფებს, მათ შორის  დაპირისპირებების თავიდან ასაცილებლად. უფრო თანამედროვე ისტორიაში, ინგლისში, 2014 წელს შემოიღეს ქუჩის მუსიკოსთა ლიცენზიები. ქუჩაში დაკვრა მხოლოდ ლიცენზირებულ მუსიკოსს შეეძლო. ლიცენზია ორი სახის იყო - მოკლევადიანი (10 ფუნტის ღირებულებით), და განსაკუთრებული (47 ფუნტის ღირებულებით). ლიცენზიის მისარებად მუსიკოსი მოსმენას გადიოდა სპეციალურ კომისიასთან, რის შემდეგაც 20 დღის განმავლბაში ელოდებოდა მათ პასუხს. ლიცენზიის გარეშე ქუჩაში დაკვრა ისჯებოდა 1000 ფუნტიანი ჯარიმითა და ინსტრუმენტის ჩამორთმევით. ამგვარმა რეგულაციებმა მწვავე, თუმცა წარუმატებელი პროტესტი გამოიწვია მუსიკოსების მხრიდან. სწორედ ამის გამოხატულებაა შემსრულებლების,  ბილი ბრეგისა  და ბილ ბეილის მიერ წამოწყებული კამპანია Keep Streets Live.

ერთმანეთის მხარდასაჭერად მუსიკოსები დღესაც ერთიანდებიან სხვადასხვა სივრცეში. საერთაშორისო ქსელის განვითარებასთან ერთად, მუსიკოსებმა ვირტუალური სივრცეების ათვისებაც დაიწყეს. დღესდღეობით, მაგალითადქუჩის მუსიკოსების და მათი საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით არსებობს სპეციალური საიტი - Busking Project (busc.co) - რომელიც ამა თუ იმ მუსიკოსის თაყვანისმცემელს საყვარელი არტისტის ფინანსური მხარდაჭერის საშუალებასაც აძლევს. 2012 წელს შეიქმნა მუსიკალური ვიდეობლოგი - World Street Music - ბლოგის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა Youtube-ზე 130 000-მდე ნახვა მოაგროვა. ბლოგი საზოგადოებას აცნობს სხვადასხვა მუსიკოსს მსოფლიოს მასშტაბით. 2014 წელს შეიქმნა სპეციალური გვერდი Instagram-ზე, StreetMusicMap - ეს არის პროექტი, რომლის მეშვეობითაც ფოტო და ვიდეო მასალა ქუჩის მუსიკის შესახებ 1000-ზე მეტმა შემსრულებელმა 93 სხვადასხვა ქვეყნიდანგაუზაიარა და დღესაც უზიარებს საზოგადოებას. StreetMusicMap იყენებს ასევე Spotify პლატფორმასაც ქუჩის მუსიკოსების გლობალური Playlist-ების შესაქმნელად

ქუჩის მუსიკა მნიშვნელოვანი სოციო-კულტურული ფენომენია. მისი სოციალური გავლენის შესახებ  დღეს უკვე არაერთი მკვლევარი საუბრობს. ამ მხრივ საინტერესოა ამერიკელი მკვლევარის, სოციოლოგი სიუზან ტანენბაუმის დაკვირვება. თავის წიგნში Underground Harmonies: Music and Politics in the Subways of New York იგი აღნიშნავს, რომ ნიუ-იორკის იმ უბნებში, სადაც ქუჩის მუსიკოსების რაოდენობა და მათი მუსიცირების ინტენსივობა უფრო დიდია, კრიმინალის დონე სხვა უბნებთან შედარებით გაცილებით დაბალია. შესაძლოა სწორედ ამ მოტივით დასავლეთის  რიგ ქვეყნებში სახელმწიფო თავად გამოყოფს სპეციალურ ადგილებს ქუჩის მუსიცირებისთვის და მათი პერფორმანსის განრიგსაც კი ადგენს. ქუჩა არის სივრცე, რომელიც ერთნაირად  ხელმისაწვდომია ყველასთვის. ქუჩის მუსიკოსების მოსასმენად შეკრებილი აუდიტორია შეიძლება სხვადასხვა სოციო-ეკონომიკური ფენის  წარმომადგენლებით იყოს დაკომპლექტებული. სიუზან ტანენბაუმი აღნიშნავს, რომ ქუჩის მუსიკა ერთნაირად ხელმისაწვდომია ყველასთვისსოციალური სტატუსის, შემოსავლების რაოდენობის, წარმომავლობის, სქესისა თუ ასაკის განურჩევლად. როგორი მრავალფეროვანიც შეიძლება იყოს აუდიტორია, ისეთივე მრავალფეროვანია თავად შემსრულებელთა მუსიკალური პალიტრაც. აქედან გამომდინარე, ეს ორი ურთიერთდაკავშირებული ელემენტია - ქუჩაში ყველას შეუძლია იპოვოს ის, რაც მოსწონს და აინტერესებს.

ქუჩის მუსიკის ახალი სიცოცხლე დასავლეთში 1950-60-იან წლებს დაუკავშირდა და მნიშვნელოვანი გავლენა მასზე ფოლკ-მოძრაობებმაც იქონია. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ იმ პერიოდის კულტურულ-პოლიტიკურმა ძვრებმა, რომლებმაც  პირველ რიგში ახალგაზრდბზე მოახდინა  მძაფრი ზეგავლენა, ხელი შეუწყო სახალხო არტისტის, როგორც პოპულარული სტერეოტიპის აღორძინებას, რომელსაც მრავალი ნონკონფორმისტული მოლოდინის აღძვრა შეეძლო, რისთვისაც მუსიკალური თვითგანათლების, განსაკუთრებით კი  აკუსტიკურ გიტარაზე დაკვრის და ქუჩაში გამოსვლის მეთოდები გამოიყენეს

წინა პლანზე წამოიწიეს კონკრეტულმა შემსრულებლებმა, ისეთებმა, როგორებიც იყვნენ ბობ დილანი, ჯოან ბაეზი, - თავიანთი ნონკონფორმისტული და სამშვიდობო იდეოლოგიით სოწრედ ასეთმა ფოლკმომღერლებმა შეუქმნეს ქუჩის მუსიკას დასაყდენი.

აკუსტიკური მუსიკა, განსაკუთრებით კი აკუსტიკური გიტარა გახდა ეპოქის ემბლემა, 50-60-იანი წლების კომერციალიზებულ მუსიკასთან შეწინააღმდეგების სიმბოლო. აკუსტიკური შემსრულებელი გახდა სიმბოლო გულწრფელობის, სინამდვილისა და ხელმისაწვდომობის, პოპ მუსიკის ვარსკვლავური ინდუსტრიის საპირწონედ. ბევრი ქუჩის მუსიკოსისთვის სპონტანურობა და შესრულების თავისუფლება დღესაც რჩება კაპიტალიზმს, კომერციალიზმსა და კონტროლთან შეწინააღმდეგების საშუალებად.

დღესდღეობით ქუჩის მუსიკოსები მეტწილად თავისუფალნი არიან პოლიტიკურ-იდეოლოგიური, რელიგიური თუ სხვა სახის წნეხისა და შევიწროვებისაგან. მათი ყურადღება, მათი შემოქმედება მიმართულია ძირითადად პირადი თავისუფლების, საკუთარი თავის წარმოჩენისკენ, მათი მიზნები და საქმიანობა პრაგმატულ ხასიათს უფრო ატარებს. თუმცა მათ წინაშე დღესაც არაერთი პრობლემა დგას და საზრუნავი არ ელევათ.

ფაქტია, რომ დღეს ქუჩის მუსიკა მსოფლიოში თითქმის ყველა მსხვილი ქალაქის განუყოფელი ნაწილია. ქუჩამ დიდი გამოცდილება და მომდევნო განვითარების იმპულსი მისცა არაერთ დიდ მუსიკოსს, ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია ბლუზის მეფედ ცნობილი გენიალური მუსიკოსი, B.B.King.

დღეს მსოფლიოში ქუჩის წარმოდგენების არაერთი ფესტივალიც ტარდება.  მაგ: Edinburgh Fringe Festival, Brighton Fringe Festival, the Norfolk and Norwich Festival, the International Street Musicians Festival in Ferrara, Italy. ეს უკანასკნელი იტალიაში 1988 წელს შეიქმნა და ქალაქის იდენტობის ნაწილად იქცა. Busk in London, ასევე არაკომერციული ინციატივაა, რომელიც 2016 წლიდან მოქმედებს Found in Music-ის ინიციატივითა და ქალაქის მერის მხარდაჭერით. ყოველწლიურად ეს ფესტივალი მსმენელს სთავაზობს ცოცხალი მუსიკისა და სხვადასხვა წარმოდგენის  7000 საათს მთელი ქალაქის მასშტაბით, ლონდონის სხვადასხვა კუთხეში. დიდ ბრიტანეთში უკვე 35 წელია, რაც  ტარდება ასევე ქუჩის გუნდების ფესტივალი. პირველად ფესტივალი 1984 წელს, შეფილდში ჩატარდა და შთაგონებული იყო 1980-იანი წლების საპროტესტო მოძრაობებით: გაფიცული მეშახტეების ცოლების გუნდებით, რომლებიც მღეროდნენ ქუჩებში და დღემდე ესწრებიან მსგავს ფესტივალებს. დღესდღეობით შექმნილია საიტიც -  Busker central -  რომელზეც ნებისმიერ მსურველს შეუძლია იხილოს მთელი წლის განმავლობაში სად, როდის და რა ფესტივალი ტარდება. ფესტივალების ნუსხა წელიწადის თვეების მიხედვით არის გაწერილი. ყველაზე დატვირთული, როგორც წესი, ზაფხულის თვეებია. თუმცა მთელი წლის განმავლობაში ბასკერებს და აუდიტორიას აქვს საშუალება, რომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იპოვოს თავისი ადგილი რომელიმე ფესტივალზე.

რაც შეეხება ქართულ რეალობას, საქართველოს უძველეს წარსულშიც, შუა საუკუნეების პერიოდში არსებობდა დასავლური მენესტრელური კულტურის მსგავსი ფენომენი. მაგალითად, XI-XII და XVII-XVIII საუკუნეებში საქართველშო ფართოდ იყვნენ ცნობილი მომღერალ-მესაკრავე მუშაითები, მუტრიბები, ჯამბაზები, საბელზე მოსიარულეები. მათ შესახებ, ისევე, როგორც დასავლური ანალოგის შესახებ ცნობებს იმ ეპოქის  ლიტერატურული წყაროები გვაწვდიან (მაგ: ვეფხისტყაოსანი - „ესე თქვა და სიხარულით თამაშობა ადიაადა, მგოსანი და უშაითი, უხმეს ჰპოვეს რაცა სადა“;  ვირსამიანი - „ცალი წვერი კლდესა ზედა იყო დაბმული მაგრითა თოკითა“, მას თოკსა ზედა უხმაურით ფერხითა გავიდა ვითა მოშაითი“)... ქუჩის წარმოდგენებს ზოგადად შეიძლება მივაკუთვნოთ ასევე ბერიკები, კინტოები, ყარაჩოხელები...

დღევანდელი სახით ქუჩაში მუსიკოსების გამოსვლის პირველი ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში გასული საუკუნის 80-90-იან წლებში შეინიშნება, რაც დაკავშირებული იყო საბჭოთა კავშირის დაშლის თანმდევ პროცესებთან, ქვეყანაში შექმნილ სოციო-პოლიტიკურ რეალობასთან, ახალგაზრდებში სიცოცხლის და თავისუფალი სუნთქვის დაუოკებელ წყურვილთან, თავისუფლებისკენ მისწრაფების გაიდეალებასა და პროტესტის გამოხატვის მოთხოვნილებასთან, რამაც  შექმნა .. ქართული ანდერგრაუნდი, ჯერ კიდევ დათრგუნული, შეშინებული და მიწის ქვეშდამალულიკულტურული ფენომენი.

დღესდღეობით  თბილისისქუჩების სცენაანდერგრაუნდიდან  უკვე დღის სინათლეზე გამოსულ მუსიკოსებს მასპინძლობს,  რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ინსტრუმენტად საკუთარ ხმას და გიტარას იყენებს. 
ქართველ ქუჩის მუსიკოსებთან პირადი კომუნიკაციის, მათთან გასაუბრებისა და ინტერვიუს საფუძველზე (ინტერვიუების სანახავად გადადით ბმულზე) შემიძლია აღვნიშნო - მიუხედავად იმისა, რომ მათი უმეტესობა თვითნასწავლია და არ აქვთ აკადემიური მუსიკალური განათლება, ზოგიერთმა კი საერთოდ მუსიკის ანბანი - ნოტებიც კი არ იცის, ისინი დიდ მუსიკალურ  გამოცდილებას და პრაქტიკას მიიჩნევენ უპირატესად. ჩვენი ქალაქის ქუჩებში გამოსული მუსიკოსების შემოქმედება ჟანრულად მრავალფეროვანია. თითოეულ მათგანს აქვს ინდივიდუალური სტილი, რეპერტუარი, უმეტეს შემთხვევაში ისინი საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი სიმღერების ქავერ ვერსიებს ასრულებენ, მსმენელისათვის სიამოვნების მინიჭების და მათი მოზიდვის მოტივაციით, თუმცა ხშირად საავტორო მუსიკასაც ქმნიან და ასრულებენ. მათი ნაწილისთვის ქუჩის მუსიკა ერთადერთი შემოსავლის წყარო - ანუ პირდაპირი გაგებით ერთგვარი პროფესიაა, ზოგისთვის კი ქუჩაში დაკვრა დამატებითი ანაზღაურების მიღების საშუალებაა. თუმცა, მუსიკოსი სადაც არ უნდა უკრავდეს ყველგან მუსიკოსია - მის სტატუსს მხოლოდ ის სოციალური გარემო განსაზღვრავს, რომელშიც არსებობს მისი შემოქმედება. ამიტომ ქუჩის მუსიკოსებთან საუბრისას მათ ძირითად მოტივაციად და ინტერესად იკვეთება არა ფინანსური სარგებელი, არამედ თავად მუსიკა, როგორც თვითგამოხატვის საშუალება, როგორც უნივერსალური საკომუნიკაციო ენა, ურთიერთობა მსმენელთან და საკუთარი ემოციების, შეხედულებების, პოზიტიური ენერგიის და სიხარულის  გაზიარება საკუთარი შემოქმედებით - სწორედ ეს არის ის, რისკენაც ისინი ისწრაფვიან, როდესაც ხელში ინსტრუმენტს იჭერენ და ქუჩაში გამოდიან. ისინი მღერიან ჩვენთვის, თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურობის გასაფერადებლად და ერთადერთი, რასაც ელიან - მათი მოსმენა, მათი პატივისცემა და მათთან ურთიერთობაა.

მიუხედავად იმისა, რომ ქუჩის მუსიკის ფენომენი დღესაც მარგინალიზირებულია აკადემიურ სივრცეებში, იმედის მომცემია ის ფაქტი, რომ ინტერესი მის მიმართ დღითიდღე იზრდება, განსაკუთრებით ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, როდესაც პანდემიის ფონზე დახურული საკონცერტო დარბაზების პირობებში  სწორედ ქუჩა იქცა ერთადერთ სივრცედ, რომელშიც შემოქმედებითი თავისუფლება ვერ შეიზღუდადა ის ფაქტი, რომ ქუჩის მუსიკოსის ფენომენს პანდემიის ვითარებაში მიეძღვნა მსხვილი სატელევიზოო ფესტივალი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, დათო ევგენიძის საავტორო პროექტ „მუსიკის 12 მოციქულის“ ფარგლებში,  უკვე მრავლისმეტყველია.

პოზიტიური ცვლილებების იმედით დაველოდოთ, როგორ განვითარდება მოვლენები...


______________________

კვლევა ეყრდნობა შემდეგ წყაროებს:

1. Atkinson, D. (2018), Street Ballad singers and sellers / Folk music Journal, 11(3):

72-106.

2. Bennet, E., McKay, G. (2018), From Brass Bands to Buskers: Street Music in the UK

/ Norwich: Arts and Humnaities Research Council, University of East Anglia.

3. Bywater, M. (2007), Performing spaces: street music and public territory / Twentieth-

Century Music.

4. Gibbs, M.E., Johnson, S.M. (2002), Medieval German Literature / Taylor &

Francise-Library edition.

5. Labelle, B. (2010), Acoustic Territories: Sound Culture and Everyday Life / New

York: Bloomsbury.

6. Lord, S. (2008), Music in the Middle Ages. A reference guide. / Greenwood press,

London.

7. Maurer, D. History of Street Music /

https://prezi.com/wchxiykvigyc/history-of-street-music// (11/04/2021) 

8. Oliver, P. (2003), Street Musician / The Bloomsbury Encyclopaedia of Popular

Music, Vol.1. London.

9. Simpson, P. (2011),Street performance and the city: public space, sociality and

intervening in the everyday / Space and Culture.

10. Tanenbaum S.J. (1995), Underground Harmonies: Music and Politics in the

Subways of New York (The Anthropology of Contemporary Issues) / Cornell

University Press

11. Williams, J. (2016), Busking in musical thought: value, affect, and becoming / Journal

of Musicological Research.

12. Сапонов, М.А. (2004), Менестрели. Книга о музыке средневековой Европы./ М.:

Классика-XXI,.

13. https://www.britannica.com/art/troubadour-lyric-artist

14. https://www.britannica.com/art/minnesinger

15.  https://www.youtube.com/watch?v=Ja9wnrusGdQ&ab_channel=GreshamCollege

Comments