ჩვენ შესახებ


2020 წლის 29 თებერვლიდან კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების (ს.ს.ს.)(ხელმძღვანელი - ქეთევან ბოლაშვილი) წევრების (მარიამ ჭეიშვილი, ირინა დუმბაძე) ინიციატივით შეიქმნა და ფუნქციონირებს სტუნდეტური ბლოგი OPUS 2.

ზოგიერთ თქვენგანს ალბათ ახსოვს, რომ 90-იანი წლების მიწურულს კონსერვატორიაში შეიქმნა სტუდენტური გაზეთი OPUS 1,
რომელმაც რამდენიმე წლის განმავლობაში იარსება ჩვენი ბლოგი, OPUS 2 კი მოიაზრება ამ გაზეთის მემკვიდრედ და გზის გამგრძელებლად ინტერნეტ სივრცეში.
ბლოგი შეიქმნა - 29.02.2020 
პირველი პოსტი განთავსდა - 14.05.2020
ბლოგის  მიზანია შეიქმნას სივრცე, სადაც  საკუთარი აზრის დაფიქსირების, სტატიის, რეცენზიის, ესეს და სხვა ჟანრის ტექსტის გამოგზავნის საშუალება  ექნება ყველა მსურველს, სტუდენტს, პროფესორს, ნებისმიერ “კონსერვატორიელს”.
ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ ტექსტის ავტორობის საკითხზედაც. რადგან არის შემთხვევები, როდესაც ავტორს აქვს სურვილი გამოთქვას კრიტიკული აზრი ამა თუ იმ მუსიკალურ მოვლენასთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ არა აქვს ისეთი მყარი პროფესიული თუ სოციალური სტატუსი, რომ ეს ღიად და საჯაროდ გააკეთოს, ყველა ავტორს ვთავაზობთ, სურვილის შემთხვევაში, გამოაქვეყნოს წერილი ფსევდონიმით. მაგრამ არა ანონიმურად
ბლოგის სამუშაო ჯგუფი:
მარიამ ჭეიშვილი - ბლოგის შექმნის ინიციატორი, შემქმნელი, ადმინისტრატორი, რედაქტორი, ბლოგერი. OPUS 2-ისა და ს.ს.ს-ს ლოგოების ავტორი.
ირინა დუმბაძე - ბლოგის შექმნის ინიციატორი, ადმინისტრატორი, რედაქტორი, ბლოგერი.
ელენე ელიოზიშვილი - რედაქტორი, ბლოგერი.
ირაკლი არეშიძე - რედაქტორი, ბლოგერი


მასალა ბლოგის რედაქტორთა მიერ არ განიხილება თუ: 

1) ტექტს არ ჰყავს ხელმომწერი, ავტორის სახელი და გვარის ან ფსევდონიმის სახით.
2) მასალები მიიღება მხოლოდ  Microsoft Word-ის ფორმატში  (ფონტი - Sylfaen)

3) გამოგზავნილი იქნება პერსონალური მეილიდან, მასალა უნდა გამოიგზავნოს მხოლოდ კონსერვატორიის მეილიდან (მასალის ფსევდონიმით გამოქვეყნების შემთხვევაშიც, რომლის ატვირთვაც ხდება google forms-ის საშუალებით, აუცილებლად გამოიყენეთ კონსერვატორიის მეილი, წინააღმდეგ შემთხვევაში წვდომა ამ ფორმაზე არ გექნებათ)  

4) წერილს არ გააჩნია არანაირი ფორმა და ავტორი რაიმე სახით შეურაცხყოფას აყენებს,  უცენზუროდ მოიხსენიებს, პატივს არ სცემს სხვას და სხვის აზრს.

Comments