ავტორი - თამარ კიკალიშვილი
მოხსენება მომზადებულია თბილისის სახელმწიფო
კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო
საშემსრულებლო ფაკულტეტი, აკადემიური სიმღერა,
მაგისტრატურის I კურსი.
ხელმძღვანელი - რუსუდან თაბაგარი
ჩემი მოხსენება ეხება ჰენდელის ორატორია "ალექსანდრეს ზეიმიდან" - სოპრანოს ერთ-ერთ არიას. მიუხედავად იმისა,
რომ ჰენდელი დაიბადა გერმანიაში და უმეტესად
მისი საკომპოზიტორო საქმიანობა მიმდინარეობდა
ინგლისში, ის მაინც იტალიური სტილის კომპოზიტორად ითვლებოდა. ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ამაზე იმიტომ გავამახვილე
ყურადღება, რომ ინგლისის კარზე მსახურებისას,
ჰენდელის შესახებ ყოველთვის არაერთგვაროვანი შეხედულებები იყო. თავდაპირველად
ის მწვერვალზე აიყვანეს სწორედ ამ იტალიური
სტილის გამო, და მას ფაქტიურად ამაში თავად იტალიელი კომპოზიტორებისთვისაც
შეეძლო გაეწია კოონკურენცია და გაემარჯვა კიდეც, არათუ ინგლისელებისთვის. მაგრამ ვინაიდან,
ამ პერიოდისთვის, ინგლისში ძალიან იზრდებოდა
ნაციონალური თვითშეგნება, იტალიური სტილი და
თავად ჰენდელიც, რომელიც ლონდონის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, გახდა არა მხოლოდ გამაღიზიანებელი, არამედ, გარკვეულწილად, დაცინვის საგნადაც კი იქცა. სწორედ იმ პერიოდში შეიქმნდა და დაიდგა
პეპუშას და გეის სატირული ,გლახაკთა ოპერა’- პაროდია იტალიური ოპერის. სწორედ ამიტომ
ჰენდელი ცდილობდა მოეშორებინა , უცხოელი კომპოზიტორის’
კლიშე და შიგადაშიგ წმინდა ინგლისურ ნაწარმოებებს
ქმნიდა. ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოები იყო სწორედ
ორატორია ,ალექსანდრეს ზეიმი’, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ერთ -ერთ ბრძოლას უკავშირდება à ჩ.წ. 330 წელს, როდესაც მან დასცა სპარსეთის ქალაქი -
პერსეფოლისი. აქ ჩნდება კითხვა, რა კავშირი
აქვს ბერძენ მხედართმთავარს და ინგლის?! საქმე
იმაშია, რომ ჰენდელმა ეს ორატორია ინგლისელი პოეტის ჯონ დრაიდენის პოემის მიხედვით დაწერა. ეს მწერალი
თავის დროზეც და ახლაც ინგლისური პოეზიის მნიშვნელოვან წარმომადგენლად ითვლება. თავის მხრივ,
ეს პოემა დაიწერა როგორც ოდა წმინდა
ჩეჩილიას/სესილიას (ოდა , ალექსანდრეს ზეიმი, მუსიკის ძალა ),
მაგრამ სიუჟეტი იყო ანტიკური. და ის ითხოვა
დრაიდენმა ისტორიკოსი პლუტარხისგან, რომელიც ამტკიცებდა შემდეგს: ყველაზე ჭკვიანი და
ნიჭიერი ჰეტერა ტაისი, ეგებება გამარჯვებულ ალექსანდრეს პერსეპოლისის აღების შემდეგ
და აქეზებს მას გადაწვას სპარსეთის დედაქალაქი , იმ სასტიკი მოპყრობის გამო, რომელიც
სპარსეთის მეფე ქსერქსმა მანამდე ათენის მიმართ განახორციელა. ამ ქალის პროტოტიპად დრაიდენმა გამოიყენა რეალური პერსონაჟი, ასევე ბერძენი მუსიკოსი და
მომღერალი, ტიმოთი. ისტრორიკოსების თქმით, ტიმოთის მიერ ფლეიტის
ოსტატური აჟღერება, აღანთებდა მაკედონელის მებრძოლ სულისკვეთებას. დრაიდენის ოდაში კი ტიმოთი უკრავს ლირაზე, სიყვარულს
ადიდებს და ერთდროულად მოუწოდებს გარდაცვილი
მეომრების სულებს შურისძიებას. ძალიან უცნაურად ტრიალდება ოდის ფინალი და ანტიკურობიდან
ინაცვლებს ქრისტიანობაში და ტიმოთის უპირისპირებს წმინდა ჩეჩილიას /სესილიას და ტიმოთისგან
განსხვავებით ის ანგელოზების წმინდა გალობას ჩუქნის დედამიწას.
ახლა
რაც შეეხება ჰენდელის ორატორიას. დრაიდენის ტექსტი ლიბრეტოდ ჰენდელის მეგობარმა ნიუბერგ ჰამილტონმა აქცია. ორატორია დაიწერა
1736 დაიწერა და ამავე წელს გაიმართა პრემიერა კოვენტ-გარდენში. ამ ორატორიას ღირებულიებით,
ჰენდელის ისეთ ცნობილი და დიდი ორატორიის გვერდით აყენებენ, როგორიცაა - "მესია". "ალექსანდრეს ზეიმი" ძალიან ახლოს დგას კანტატის ჟანრთან. ის შედგება უვერტიურისაგან და ორი
ნაწილისგან, ნომრების არასიმეტრიული გადანაწილებით(19-8). კონკრეტუალად
ეს რეჩიტატივი N11 და არია N12 შეეხება არა
ალექსანდრეს, არამედ სპარსეთის მეფე დარიუს III-ის დაცემას. ის გაექცა ალექსანდრეს ჯარს აღმოსავლეთ ირანისკენ
, რომ თავისი მეომრების შეგროვება მოესწრო
და ომის მიმართულება თავის სასარგებლოდ მოეტრიალებინა, თუმცა ალექსანდრე დაეწია მის
მცირერიცხოვან ჯარს. ესაა არიის ტექსტი რომელიც
მიუხედავად საბოოო ტრაგიკული დასასრულისა,
იწყება მაჟორში (D Dur) . ჩემი აზრით, ეს მაჟორი სწორედ იმ ჰეროიკული სულის გადმოცემას ცდილობს
რომლითაც დარიუსი შევიდა ისტორიაში.
11. Accompagnato
Soprano
He chose a mournful muse,
Soft pity to infuse.
He chose a mournful muse,
Soft pity to infuse.
12. Air
Soprano
He sung Darius great and good,
By too severe a fate,
Fall'n from his high estate,
And welt'ring in his blood:
Deserted at his utmost need,
By those his former bounty fed,
On the bare earth expos'd he lies,
Without a friend to close his eyes.
He sung Darius great and good,
By too severe a fate,
Fall'n from his high estate,
And welt'ring in his blood:
Deserted at his utmost need,
By those his former bounty fed,
On the bare earth expos'd he lies,
Without a friend to close his eyes.
რეჩიტატივი გვამზადებს დარიუსის
ისტორიის მოსასმენად, ჰენდელი მტკიცე ინტონაციებით ხაზს უსვამს მეფის დიდ პიროვნებას. რე მაჟორში
იწყება რიტურნელი R. რომელიც
მოდულაციურ სეკვენციური ხასიათის პერიოდის ფორმაა(12 ტაქტი), მელოდიას სიმტკიცეს
და მდგრადობას ბანის გასაღების
აკორდები აძლევს.
[A
(a , b)] ტექსტი, როგორც ისტორიული მონაცემი და
აქ მუსიკალურად, ყოველგვარი სენტიმენტალური ემოციის გარეშე, ძალიან
ღირსეულადაა გამოცემული სიკვდილის ფაქტი.
a –პირველი ნაწილი სადაა, ზოგმა შეიძლება პრიმიტიულადაც ჩათვალოს, მთავრდება დომინანტის მაჟორში, თუმცა მას
მკვეთრად უპირისპირდება კვლავ რიტურნელის
თემა მთავარ ტონალობაში , თუმცა ეს აღარაა
რიტურნელი , ესაა b , რადგან ჯერ ერთი:
სიტყვიერი ტექსი გასდევს, ქართ - დაცემული-
ეს სიტყვა რამდენჯერმე მღედება რეფრენის
მელოდიის თანხლებით, მეორეც, ხდება ტონალობის ცვლილება და მთავრდება
fis-moll ში. ამ ნაწილში ლაპარაკია იმაზე
რომ დარიუსი მოკლეს, თუმცა ისტორიულად მის სიკვდილის ორი ვარიანტი გვაქ. ერთი ის, რომ თავისმა ქვეშევრდომებმა მოკლედ, რათა
დამარცხება გარდაუვალი იყო და მტრის ხელში არ ჩავარდნილიყო, ხოლო მეორე წყარო
იუწყება რომ დარიუსი ალექსანდრეს მეომრის ისრებმა იმსხვერპლეს. თუმცა დრაიდენის
პოემაში ყურადღება სხვა რამეზეა გამახვილებული და საინტერესო და საკვანძო მომენტი
სწორედ ესაა. ჰენდელთან ეს იხსნება მეორე ნაწილში [B], რომელიც იწყება ასევე მთავარ ტონალობაში Ddur. და აიგება აბსოლუტურად დამოუკიდებელ მელოდიურ ხაზზე. ეს ინფორმაცია
უკვე გვაძლევს საშუალებას რომ სრული ფორმა დავადგინოთ ნაწარმოების. ესაა რთული 2
ნაწილიანი ფორმა.
A (R a b
) B (c
d )
ეს მომდევნო ნაწილი ბევრად
უფრო ემოციურია, ჩემი აზრით, მუსიკალურადაც
და დრამატურგიულადაც. ჩივილის ინტონაცია შემოდის პირველივე ტაქტის ტრიოლების
წყალობით, რომლებიც კარგად გამოხატავს მთავარ სიტყვებს - ყველასგან
მიტოვებული , მაშინ როცა დახმარება ყველაზე მეტად ჭირდებოდა. სწორედ ამ
სიტყვებით იხსნება კვანძი. როგოც ვიცით,
მაშინ როცა დარიუსი კვდებოდა ბრძოლის ველზე, ის ყველა თავისმა ქვეშევრდომმა და
მეომარმა მიატოვა, მაგრამ თვითონ - დაჭრილს, არც კი უცდია გაქცევა ისე დახვდა
ალექსანდრეს და მის თვალწინ დალია სული - არცერთი
მეგობარი, არც ერთი თანამოაზრე არ იმყოფებოდა მასთან , რომ თუნდაც მისი თვალები
დაეხუჭა, -ამ ფრაზით ასრულებს სოპრანო,
ტრაგიკული ამბის თხრობას, მინორულ ტონალობაში. ისტორიულად ცნობილია, რომ მაკედონელი დაუფარავი
მწუხარებით მიაუხლოვდა დარიუსის ცხედარი, პატივისცემის
ნიშნად, თავის ლაბადა გაიხადა და
გარდაცვლილს სუდარად მოახვია. სწორედ ამიტომაა ეს არია ემოციური.
აღსანიშნავია, რომ ამ ორატორიის ავტორისეული განსაზღვრება არის ოდა,
თუმცა ის უდაოდ ორატორიის ჟანრს მიეკუთვნება და ასეც მოიხსენიებენ. საინტერესო ფაქტი - 20 დღეში დაწერა ჰენდელმა. პირველი
შემსრულებლები იყვნენ ჰენდელის ფავორიტი მომღერლები
- სოპრანოები: ანა მარია სტრადა, ჩეჩილია იანგი , ტენორი: ჯონ ბერდი
და უცნობი ბანი. პრემიერაზე
კოვენტ-გარდენში 1300 მსმენელი იყო და იმ
თვეში კიდევ 4 ჯერ გავიდა ორატორია. მას შემდეგ ყოველ წელს სრულდებოდა.
___
გამოყენებული ლიტერატურა:
Comments
Post a Comment