ავტორი - ირინა დუმბაძე
მოხსენება მომზადებულია თბილისის სახელმწიფო
კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო
კომპოზიცია-მუსიკოლოგიის ფაკულტეტის,
მუსიკის ისტორიის მიმართულება, მე-3 კურსი.
ხელმძღვანელი - მარინა ქავთარაძე
იყო დრო,
როდესაც მუზეუმებად გამოქვაბულები, შედევრებად ბიზონების პრიმიტიული ნახატები, საკონცერტო
დარბაზებად მოტიტვლებული მინდორ-ველები ხოლო რეპერტუარად და პერფორმანსად ნახევრად
შიშველი, ტარზანის მაგვარი პირველყოფილების ცეკვა-შეძახილები ითვლებოდა. სხვა მაშინ
არაფერი არსებობდა და მსგავსი ტიპის კულტურულ ღონისძიებებში ალბათ მრავალფეროვნების
შემტანი ერთადერთი ელემენტი ბიზონის ნაცვლად სხვა ცხოველის დახატვა, სხვა ცხოველის ტყავში გამოწყობა ან რიტუალურ ცეკვაში
წინ ორის ნაცვლად შეცდომით სამი ნაბიჯის გადადგმა იქნებოდა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, უტრირებულია, მაგრამ მოდით ახლა შევხედოთ
რა ხდება ათასწლეულების შემდეგ - დროთა განმავლობაში ადამიანის შემოქმედებითი უნარები,
გონების შეუზღუდავი შესაძლებლობები, კრეატიულობა, სითამამე, ზოგჯერ სითავხედეც კი,
მიგვიყვანს იქამდე, რომ ცაში დაფრინავენ თვითმფრინავები, უფრო მაღლა და უფრო შორს ორბიტაზე
თანამგზავრები და რაკეტები, ხალხი მთვარეზე და მარსზე ტერიტორიებს ყიდულობს, დედამიწაზე ქუჩებში ათასობით სხვადასხვა ტიპის გადაადგილების
საშუალებაა, ჩვენს გარშემო ჰაერში მილიონობით შეტყობინება დაფრინავს უსადენო ქსელებში,
უსასრულობამდე გამიგრძელდება ჩამონათვალი... ცეკვა-სიმღერაო თავიდან ვახსენე და გაივსო
დედამიწა მუსიკის ჰანგებით - რაც გინდა, სულო და გულო! სადღაც მოცარტს უკრავენ შავ
ფრაკებსა და კოსტუმებში გამოწყობილი სერიოზული ადამიანები, სადღაც შონბერგს, სადღაც
ჩაიკოვსკის ბალეტები იდგმება და პეპლებივით მსუბუქი და ჰაეროვანი ბალერინები პირუეტებს
ასრულებენ, სადღაც კი წინაპრებს იხსენებენ და სარიტუალო ცეკვების იმიტირებას ახდენენ.
ამავე დროს, ტელე-რადიო მაუწყებლობით, ცოცხალი შესრულებით, ქუჩებში, კლუბებში, ათას
სხვა სივრცეში ისმის ახალი ბიტები, ელექტრონული საუნდები, ჯაზმენების ჯემ-სეიშენები...
ჯიმი ჰენდრიქსი, კურტ კობეინი, რიჩი ბლექმორი და მათნაირები სცენაზე გიტარებს ამტვრევენ...
კიდევ მრავალი და მრავალი სხვა... თავბრუ დაგეხვევა პირდაპირ. ალბათ დამეთანხმებით,
რომ ისეთი მრავალფეროვნება და სიუხვე მუსიკალური მიმდინარეობებისა თუ ჟანრების, როგორიც
მე-21 საუკუნეშია, მანამდე არ ყოფილა. სწორედ აქ ჩნდება დილემა.
დღესდღეობით მრავალფეროვნება და სხვადასხვა ტიპის
მუსიკის ფართო არჩევანი არავის უკვირს. მაგრამ აქამდე გაურკვეველი და სადაო საკითხებია
ის, თუ ვისი და რისი ადგილი სად არის. თითქოს ყველა შთანხმებულია იმაზე, რომ მე-20
საუკუნეში გაჩენილი არაერთი ახალი მიმდინარეობა მართლაც რომ სრულიად ახალი ფენომენია,
რომელიც ვერაფრით ვერ ჯდება უკვე მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე, ე.წ. „აკადემიური“
მუსიკის ჩარჩოებში. შესაბამისად ჩნდება კითხვა - რა არის ეს? რა სახელი ვუწოდოთ მას?
ამ ეტაპზე მეც დავინტერესდი სწორედ „არააკადემიური“ მუსიკით, ანუ „მესამე პლასტით“,
როგორც მას კონენი უწოდებს, მისი რაობით და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკით. ამ
ფენომენის ისტორია და გენეზისი, სოციოლოგიური და სხვა ასპექტები ქართულ მუსიკოლოგიაში
არ არის სათანადოდ შესწავლილი და ბევრ კითხვას წარმოშობს უნიფიცირებული ტერმინოლოგიის
არარსებობიდან დაწყებული, მასობრივი მუსიკის სხვადასხვა განშტოებისა და ჟანრის განსაზღვრებით
დამთავრებული. ინტერესს იწვევს ასევე თავად ამ ფენომენისადმი დამოკიდებულება, „აკადემიური“ და „მსუბუქი“ მუსიკის ცნებები, მათი
რაობა, სად გადის ზღვარი მათ შორის და მრავალი
სხვა პრობლემა.
აღნიშნული საკითხი საჭიროებს როგორც კონკრეტული
მუსიკალური მაგალითების, ასევე მასობრივი მუსიკის
ფენომენის რაობისა და მასთან დაკავშირებული ცნებების შესწავლას არსებული თეორიული ლიტერატურის
გამოყენებით, ასევე მის განხილვას სხვადასხვა
კონტექსტში, იმ იმპულსების გათვალისწინებით, რომლებმაც ხელი შეუწყო „არააკადემიური“
მუსიკის ამა თუ იმ ჟანრის წარმოშობას და აქტუალურობას, განსაკუთრებით, ახალგაზრდებში.
ამ მხრივ , მნიშვნელოვანი და საინტერესოა
მუსიკის სოციო-პოლიტიკური ასპექტები, მუსიკისა და პოლიტიკის ურთიერთკავშირი, ანუ მუსიკა, როგორც თვითგამოხატვის და ამა თუ იმ პოზიციის
დაფიქსირების, პოლიტიკური, ან პირიქით, ანტიპოლიტიკური გზავნილების, რიგ შემთხვევებში
საზოგადოების შინაგანი განწყობის გადმოცემის საშუალება და ის ხერხები, რომლებსაც მიმართავენ
მუსიკოსები ყოველივე ამის განსახორციელებლად.
თუმცა მანამდე ურიგო არ იქნებოდა ტერმინოლოგიურ
საკითხებში გარკვევა. რა ვუწოდოთ მე-20 საუკუნეში გაჩენილ ამ ახალ ფენომენს და როგორ
ავხსნათ მისი რაობა? ან როგორ უნდა ხდებოდეს მისი შესწავლა? მოვიყვან რამდენიმე მაგალითს არსებული კვლევებიდან.
უკვე ვახსენე კონენი, რომელიც ამ საკითხს უძღვნის
ვრცელ ნაშრომს - „მესამე პლასტი“. ის იკვლევს ე.წ. მასობრივი მუსიკის რაობასთან დაკავშირებულ
საკითხებს და მისი წარმოშობის წანამძღვრებს. ამ ნაშრომში კონენი სვამს საკითხს მუსიკის
მასობრიობასთან დაკავშირებით - როდის შეიძლება მუსიკა ჩაითვალოს მასობრივად? არის თუ
არა მასობრიობა დაკავშირებული ფართო საზოგადოებაში გავრცელების ინტენსივობასთან? თუ
ეს ასეა, შეიძლება თუ არა დღეს, ან თუნდაც წარსულში, ფართო მასებში გავრცელებული „აკადემიური“
მუსიკის ნიმუშებსაც ეწოდოს მასობრივი? რა შეიძლება მოიაზრებოდეს ტერმინში „მასობრივი“?
რამდენად შეესაბამება ეს ტერმინი არააკადემიური მუსიკის ფენომენის განმარტებას?
კონენი მიიჩნევს,
რომ საფუძვლიანი კვლევისთვის საჭიროა განიხილოს, როგორ ვითარდებოდა ეტაპობრივად პროფესიული მუსიკა. ის მიჯნავს ერთმანეთისაგან პროფესიულ
მუსიკას და ფოლკლორს, და მათ პირველ და მეორე პლასტებს უწოდებს. ხოლო იმ ფენომენსაც,
რომელიც მისი ინტერესისა და კვლევის ობიექტია აღნიშნული ორივე პლასტისაგან გამიჯნავს და მას მესამე პლასტს უწოდებს.
იმისათვის, რომ უკეთ წარმოაჩინოს მესამე პლასტის
თავისებურებები, კონენი მიიჩნევს, რომ ჯერ ის ტრადიცია უნდა განიხილოს, რომელსაც
XX საუკუნეში გაჩენილი ეს ფენომენი დაუპირისპირდა. კონენი საუბრობს ასევე ტერმინოლოგიასთან დაკავშირებულ
პრობლემებზე. ის მიიჩნევს, რომ არსებული ტერმინები - „კლასიკური მუსიკა“, აკადემიური
მუსიკა“, „სერიოზული მუსიკა“, „მაღალი მუსიკა“, „საოპერო-სიმფონიური სკოლა“ - ყოველმხრივ
და სრულფასოვნად ვერ გამოხატავენ პირველი პლასტის რაობას. ის ცდილობს მოახდინოს იმ
სპეციფიკური და ურყევი ნიშან-თვისებების სისტემატიზაცია, რომლებიც XX საუკუნის მასობრივი მუსიკის ჟანრებისგან განასხვავებს მას
და დიდ ყურადღებას აქცევს მის დანიშნულებას და
სოციალურ ფუნქციას. ის განხილვას იწყებს შუა საუკუნეების პროფესიული მუსიკიდან,
და საბოლოოდ გვთავაზობს საკუთარ განმარტებას
- „ევროპული ტრადიციის პროფესიული საკომპოზიტორო ხელოვნება“.
ევროპული ტრადიციის პროფესიული საკომპოზიტორო ხელოვნების
განხილვის შემდეგ კონენი განიხილავს უკვე მესამე პლასტს და იმ მოვლენებს მუსიკალურ
სივრცეში, რომლებმაც, მისი ხედვით, XX საუკუნეში წარმოშვა უკვე დამოუკიდებელი პლასტი, რომელიც წარმოდგენილია
თავისი მრავალფეროვანი, სხვადასვხა სახელწოდების ჟანრებით, რომლებიც არსებობენ დემოკრატიულ
წრეებში და საკუთარი არსით და იერსახით არ ემთხვევიან არც ფოლკლორს და არც პროფესიულ
მუსიკას.
ასეთი გამიჯვნისა
და ურთიერთდაპირისპირების გზით ცდილობს კონენი „მესამე პლასტის“ რაობაზე საუბარს და
უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთ საყურადღებო ასპექტად ამ საკითხზე საუბრისას კონენი ამ
ფენომენის სოციალურ ფუნქციას მიიჩნევს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ტერმინი „მესამე პლასტი“,
რომელიც აქ პროფესიული და ხალხური მუსიკისაგან განცალკევებით მდგომი ფენომენის აღსაწერად
გამოიყენება არ ყოფილა მთლად ახალი. „მესამე მიმდინარეობის“ შესახებ პირველად ამერიკელი
კომპოზიტორი, გიუნტერ შულერი ალაპარაკდა, თუმცა მასთან ეს სრულიად სხვა კონცეფციაა,
რომელიც ჯაზისა და კლასიკური მუსიკის სინთეზს გულისხმობს, ამიტომ ამ საკითხზე აღარ
შევჩერდები.
კიდევ ერთი მკვლევარი, რომელიც ეხება ე.წ. „მასობრივი
მუსიკის“ საკითხებს არის არნოლდ სოხორი. მის სტატიაში „მასობრივი მუსიკის შესახებ“
საუბარია ფართოდ ხელმისაწვდომი და ფართოდ გავრელებული მუსიკის საკითხებზე. კონენის
მსგავსად, ისიც ეხება ტერმინოლოგიის საკითხებს. მასობრივ მუსიკასთან მიმართებით განიხილავს
ტერმინებს „მსუბუქი მუსიკა“, „გასართობი მუსიკა“, „პოპულარული მუსიკა“, „ყოფითი მუსიკა“,
ის არ მიიჩნევს ამ ტერმინების გამოყენებას მიზანშეწონილად და ყველაზე მართებულად მიაჩნია
ტერმინი „მასობრივი მუსიკა“. ის მიიჩნევს, რომ მასობრივი მუსიკის შესწავლისას აუცილებელია
მისი სოციოლოგიური სპეციფიკის, კონკრეტულ ცხოვრებისეულ ვითარებაში მისი სოციალური ფუნქციის
გათვალისწინება. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ მისი მიდგომა ეხმაურება
კონენის მიდგომას, რომელიც ასევე ამახვილებს ყურადღებას მუსიკის სოციალურ ფუნქციაზე,
თუმცა სოხორი საუბრობს მხოლოდ მასობრივ მუსიკაზე და მოქცეული ჰყავს ეს ფენომენი კონკრეტულ
სოციალურ პირობებში. მაგალითად, დიდ ყურადღებას უთმობს განსხვავებებს ამ მუსიკის ფუნქციაში
სოციალისტური და კლასობრივი საზოგადოების პირობებში. მისი ხედვა ძალიან საინტერესოა,
თუმცა თავად განმარტება „მასობრივი მუსიკა“ პირადად ჩემთვის არ არის ბოლომდე დამაკმაყოფილებელი
და ამ საკითხში კონენის პოზიციას უფრო მეტად ვემხრობი.
მასობრივი მუსიკის თემას ეხება ასევე კადცინი.
მას გამოცემული აქვს სახელმძღვანელო Массовое музыкальное искусство XX столетия.
Эстрада, джаз, барды и рок в их взаимосвязи. თუმცა მისი მიზანი არ ყოფილა მასობრივი
მუსიკის რაობის ახსნა. ამ საკითხს ის მხოლოდ შესავალ სიტყვაში ეხება. აქ ისიც საუბრობს
ტერმინ მასობრივ მუსიკაზე და მის განმარტებაზე. მუსიკის მასობრივობას ის უკავშირებს
მასობრივი მედიასაშუალებებით მის გავრცელებას და მის ხელმისაწვდომობას ფართო საზოგადოებისათვის.
თანამედროვე არააკადემიური მუსიკის ჟანრებისთვის ეს მიდგომა სავსებით მისაღებია, თუმცა
უფრო ფართო გაგებით მუსიკის მასობრივობასთან
დაკავშირებული პრობლემატიკის განხილვისას კვლავაც კონენის მოსაზრებებს უფრო მეტად ვემხრობი,
რადგან ჩემთვის უფრო მეტად მისაღებია საკითხის დასმის მისეული მეთოდები და მისი არგუმენტაციები
ამ მეთოდების გასამართლებლად.
გარდა იმისა, რომ თავად „არააკადემიური“ მუსიკის
ფენომენი წარმოშობს ბევრ კითხვას და პრობლემას, ასევე ცალკე პრობლემაა ის მეთოდები
და მიდგომები, რომლებიც მისი კვლევისთვის არის საჭირო. „პოპულარული“ მუსიკის კვლევისა
და შესწავლის პრობლემებზე საუბრობს მაგალითად
თანამედროვე ბრიტანელი მუსიკოლოგი ფილიპ ტაგი. თავის სტატიაში Analysing popular music: theory, method and
practice, ტაგი საუბრობს „არასერიოზული“ მუსიკის „სერიოზულად“ შესწავლისადმი არსებულ
დამოკიდებულებებზე. უპირველეს ყოვლისა, ტაგი სხვამს კითხვას, ვის ეკუთვნის საერთოდ
ეს სფერო? ვინ უნდა შეისწავლოს ის? როგორ უნდა მოხდეს მისი შესწავლა? გამოდგება თუ
არა ამ შემთხვევაში ტრადიციული, აკადემიური, მუსიკოლოგიური ჩარევა პროფესიონალი მუსიკისმცოდნეების
მხრიდან? რა მიდგომებია საჭირო და რა ხარვეზები არსებობს ამ საკითხში? ტაგიც ამახვილებს
ყურადღებას მომიჯნავე დარგების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კი სოციოლოგიაზე და სწორედ
საკითხის მრავლისმომცველობასა და არაერთგავროვნებაში ხედავს პრობლემას.
ტაგი წარმოაჩენს სქემას, რომელშიც ცდილობს აჩვენოს
განსხვავებები ხალხური, აკადემიური და პოპულარული მუსიკის სპეციფიკურ ნიშან-თვისებებს
შორის (რითაც დაახლოებით იმეორებს კონენის მეთოდს), შესაბამისად, ხაზს უსვამს იმას,
რომ მიდგომები მათი შესწავლისას განსხვავებული უნდა იყოს და ტრადიციული მუსიკოლოგიური
მიდგომა, რომელიც ნოტაციასთან და ფიქსირებულ სიმბოლოებთან მუშაობის საშულაებას იძლევა
ამ შემთხვავეში არ არის გამოსადეგი.
ისიც მიიჩნევს, რომ პოპულარული მუსიკის
გასაანალიზებლად კომპლექსური მიდგომა და ძალიან ფართო დისციპლინათაშორისი კავშირებია
საჭირო.
როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, თითოეულ მკვლევარს
თავისი ხედვა აქვს „არააკადემიური“ მუსიკის რაობისა და მისი შესწავლის საკითხებთან
დაკავშირებით. თუმცა, ამავე დროს, ყველა მკვლევარი თანხმდება იმაზე, რომ სოციოლოგიური
ასპექტები ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საკითხზე არგუმენტირებული
პოზიციის ჩამოსაყალიბებლად აუცილებელია მუსიკის სოციოლოგიის საკითხებში გარკვევაც.
ამ მხრივ საყურადღებოა ადორნოს საფუძვლიანი კვლევა - „მუსიკის სოციოლოგია“, რომელიც
ჩემი მომდევნო შესასწავლი ობიექტია და შესაბამისად აქ ამ თემაზე აღარ გავამახვილებ
ყურადღებას.
აქ მოყვანილი სხვადასხვა შეხედულების განხილვისას
არაერთხელ ვახსენე, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის ყველზე უფრო მისაღები ამ საკითხთან მიმართები
კონენის პოზიციაა. რატომ ჩავთვალე ასე? საქმე ის არის, რომ ყველა აქამდე განხილული
ტერმინი და განმარტება ან ძალიან ბუნდოვანია, მაგ: - „მასობრივი მუსიკა“, „პოპულარული
მუსიკა“ - გაუგებარი და მრავლისმომცველია ეს ტერმინები, (მასობრივად გავრცელებული და
პოპულარული ე.წ. აკადემიური მუსიკაც შეიძლება იყოს რიგ შემთხვევებში) , ან „დამაკნინებელი“,
მაგ: - „არააკადემიური“, „მსუბუქი“, გასართობი“ და ა.შ... კონენის მიდგომა კი ამ ფენომენს
დანარჩენ ორ პლასტთან თანასწორუფლებიან მოვლენად წარმოაჩენს, რაც, ჩემი აზრით, სწორია.
საბოლოო ჯამში ვიტყოდი, რომ ერთი შეხედვით ეს „მსუბუქი“ მუსიკა, როგორც მას ხშირად
უწოდებენ, სულაც არ არის „ხელწამოსაკრავი“ და ვფიქრობ, რომ არ უნდა ხდებოდეს მისი მარგინალიზება
აკადემიურ სივრცეებში. ჩემი აზრით, ეს ნამდვილად
ძალიან საინტერესო ფენომენია, რომელიც უზარმაზარ სივრცეს შლის ფიქრისა და შესწავლისათვის
და მასშიც იბადებიან დიდი ლეგენდები და გენიოსები, რომლებიც იმსახურებენ ყურადღებას.
სწორედ ამიტომ,ვფიქრობ, რომ ჩამოთვლილი პრობლემები
და დასმული კითხვები სამომავლო ძიებების იმპულსი უნდა გახდეს.

Comments
Post a Comment