მესიანის ტურანგალილა სიმფონია

ავტორი ნატალია ჩარკვიანი
 
მოხსენება მომზადებულია თბილისის სახელმწიფო
 კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო
 საზოგადოების  2020 წლის კონფერენციისთვის.
საშემსრულებლო ფაკულტეტი, საგუნდო-სადირიჟორო, II კურსი, ხელმძღვანელი - მაია სიგუა

   ოლივიე მესიანი XXს-ის  II ნახ.-ის უმნიშვნელოვანსეი ფიგურაა,რომლის შემოქმედებაც საკუთარი ინდივიდუალურობით  ძალიან გამორჩეულია როგორც მის თანამედროვეებს      შორის,ასევე მთელ მუსიკის ისტორიაში. მესიანი ,,კოსმოპოლიტი’’   კომპოზიტორია, რომელიც საკუთარ მუსიკაში მრავალ საუკუნესა და კულტურას აერთიანებს დაწყებული შუა საუკუნეების არქაული კულტურიდან ინდური კულტურის, საკუთარი სამშობლოს (საფრანგეთი) მიღწევების გავლით მისი თანამედროვე რეალობის ჩათვლით. მთავარ აქცენტს სულზე სისუფთავესა და სიწმინდეზე აკეთებს,რაც მისი პიროვნების გარდა განპირობებული იყო თვითონ XXს-ით,აღწევს სწორედ იმ შინაგან თვითჩაღრმავებასა და მედიტაციას რაც ასე დააკლო განვლილმა საუკუნემ კაცობრიობას.

       ,,ტურანგალილა სიმფონია’’ წარმოადგენს  ეგრეთ წოდებული ,,ტრისტან-ტრილოგიის’’ შემადგენელ ნაწილს,რომელიც მის გარდა შეიცავს ვოკალურ ციკლს ,,იარავი’’ (სოპრანოსა და ფორტეპიანოსთვის) და აკაპელა ნაწარმოებს ,,ხუთი რეფრენი’’ (12 მომღერლისთვის). მთლიანად ტრილოგია, თუმცა განსაკუთრებით სიმფონია ერთ-ერთი ცენტრალურია მესიანის შემოქმედებაში.ასევე უნიკალურია თვითონ სიმფონიის ჟანრში პირველ რიგში აღნაგობით, კონცეფციით, თავისი საოცარი ფერადოვნებით, ზღაპრული სურათოვნებით, შემადგენლობით...ეს ნაწარმოები ვფიქრობ გარდამავალია მის რელიგიურ და ეგზოტიკურ პერიოდებს შორის.
        ნაშრომში მსურს წარმოვაჩინო ნაწარმოები ,,ჩემი გადმოსახედიდან’’ და ვისაუბრო მის უნიკალურობაზე, როგორც ცალკეული ნაწამოების, ასევე მის გამორჩეულობაზე ზოგადად ამ ჟანრში და იმაზე თუ რამდენად ჯდება საუკუნის ფსიქოლოგიაში
       1940-იან წლებში მესიანი ინტერესდება ,,ტრისტან და იზოლდას’’ საბედისწერო სასიყვარულო ისტორიით, რომელიც ასევე ვაგნერის ამავე სახელწოდების ოპერის  საფუძველია, ამ ოპერით  მესიანი ძალიან მოხიბლული იყო. მისი მიზანი არ იყო ვაგნერის ,,გადამუშავება’’ არამედ იმ სიყვარულის მარადიულობის წარმოჩენა,რომელსაც ფიზიკური გარდაცვალება ვერ ერევა, ეს  სიყვარულის გამარჯვებაა სიკვდილზე,კეთილის ბოროტზე, სულის მარადიულობის- მიწიერ დროზე...არსებობს მოსაზრება, რომ სიმფონიის ესკიზები 1944 წელს ქონდა შექმნილი, რომელსაც 1945 წელს მიემატა წარწერა სიმფონიური ნაწარმოები კუსევიცკისთვის თუმცა გავრცელებული ვერსიით მესიანმა მასზე მუშაუბა კუსევიცკის შეკვეთის შემდგ დაიწყო რომლის მიხედვითაც ბოსტონის ფილარმონიული ორკესტრისთვის უნდა დაეწერა ნაწარმოები.მე ვფიქრობ როგორც არუნდა ყოფლიყო შეკვეთით თუ მის გარეშე მესიანმა სიყვარულის და სიკვდილის იდეაზე ფიქრი ომის პერიოდში დაიწყო. ყურადება მისაქცევია სწორედ მასზე მუშაობის წლები (1946-1948), როდესაც მეორე მსოფლიო ომისგან განადგურებული კაცობრობა ფეხზე დადგომას ცდილობს,ომის მთელი საშინელება მესიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა საოცარია მისი ამ პერიოდში !ტყვეობაში! შექმილი კვარტეტი. მე ვფიქრობ რომ სწორედ სიყვარულში დაინახა მან გამოსავალი,რამაც რეალურად დააყენა მსოფლიო ფეხზე იმ საშინელი მეოცე საუკუნის შემდეგ ...

        მოკლედ, რომ დავუბრუნდეთ ისევ ისტორიულ ზუსტ ფაქტებს მესიანი მუშაობს სერგეი კუსევიცკის შეკვეთაზე. დაიწყო როგორც 4 ნაწილიანი სიმფონია და დაასრულა მასშტაბური 10 ნაწილიანით. 1949 წლის 2 თებერვალს შესრულდა მისი 3 ნაწილი(3,4,5) პარიზში.კრიტიკოსების უდიდესი აღფრთოვანება გამოიწვია მისმა ნოვატორობამ.ნაწარმოებს ახასიათებდნენ როგორც რთულ პოლიფონიურსა და პოლირიტმულს, ულტრა-მოდენისტული ჟღერადობებითა და არატრადიციული შემადგენლობით. სიმფონია სრული სახით 10 რეპეტიციის შემდეგ შესრულდა ბოსტონის ფილარმონიული ორკესტრის მიერ 1949 წლის 2 დეკემბერს ამავე ქალაქში. კუსევიცკის ავადმყოფობის გამო პრემიერა იდირიჟორა ახალგაზრდა ბერნსტაინმა.ფორტეპიანოს პარტიას ასრულებდა ივან ლორიო(რომელიც მოგვიანებით მესიანის ცოლი მეორე გახდა) ხოლო მარტინოს ტალღების პარტიას კი ჟინეტ მარტენო ასრულებდა.ძალიან უარყოფითი შეფასება დაიმსახურა,როგორც ,,უშედეგო’’ და ,,ცარიელმა’’ კომპოზიციამ .კუსევიცკიმ არ მიაქცია ყურადღება უარყოფით შეფასებას და პრემიერის დღეს ,,დიდი დღე მუსიკაში’’ უწოდა. ერთადერთი ,,new york critic’’-მა აღიარა სიმფონია, როგორც ყველაზე მეტად გაფართოებული ამ ჟანრში ვიდრე როდესმე რამე შექმნილა .
           

            ,,ტურანგალილა სიმფონია’’-ცალცალკე დეტალებისგან შემდგარი გრანდიოზული სურათი, რომელიც მაქსიმალურად აფართოვებს სიმფონიის ჟანრის საზღვრებს, რამდენადაც შესაძლოა მივიჩნიოთ ,რომ მას საზღვრები საერთოდ აქვს. მისი ძირითადი არსი უნდა ვეძებოთ სიყვარულში,რომელიც მარადიულია,სხეულის გაქრობის შემდეგ კოსმოსში იფანტება და იმარჯვებს ისეთ უძლეველ ფენომენებზე როგორებიც სიკვდილი და ასევთქვათ ,,დროში შეზღუდული დროა’’. სიმფონია 10 ნაწილისგან შედგება. ახასიათებს უნიკალური პროგრამულობა და ორკესტრის ფერადოვნება, რაშიც შეგვიძლია დავინახოთ ბერლიოზის და ნაწილობრივ დებიუსის ტრადიციის გაგრძელება. ტემბრულ მრავალფეროვნებათა განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებენ ფორტეპიანო და მარტენოს ტალღები, რომლებიც მაინც და მაინც არ არის ტიპიური ამ სიმფონიის ჟანრისთის. ფორტეპიანოს ზოგჯერ დასარტყამის ფუნქციითაც იყენებს და აქ შეგვიძლია პარალელი გავავლოთ ბარტოკსა და სტრავინსკისთან. რაც შეეხება  მარტენოს ტალღებს,
მისი  მოსმენის დროს მე პირადად ჩიტების სტვენა ჩამესმოდა (რაც მესიანისთვის სავსებით ტიპურია). მესიანის განმარტების მიხედვით  ორ სიტყვას აერთიანებს სანსკრიტზე-ტურანგა, როგორც მუდმივად დენადი დრო და ლილა, როგოც კოსმიური თამაშები,ცეკვა და სიყვარული.ამას გარდა ორივე სიტყვა და მათი კომბინაცია სხვა მრავალია მონათესავე შინაარსის შემცველიც არის. სათაურშივე ჩადებულია ,,მარადიულობის’’ იდეა, ისეთი მარადიულობის როგორიც სიყვარულია.მესიანის მინიშნების მიხედვით ნაწარმოებს 4 თემა

აქვს რომლებიც პერიოდულად ჩნდება ნაწარმოების განმავლობაში.


1)ანდაკების თემა-რომელიც მას საშიშ ქანდაკებას აგონებდა პროსპერ მერიმეს მოთხრობიდან ,,ილელი ვენერა’’



2)ყვავილის თემა - რომელიც უნაზესი ჟღერადობით, დაპირისპირებაშია ‘’ქანდაკების" თემასთან, როგორც სილამაზის სიმბოლო



3)სიყვარულის თემა,რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია მთელ სიმფონიაში




4)აკორდების თემა,რომელიც მესიანისთვის ბევრად მეტია ვიდრე თემა,ისინი ერთგვარ პრეტექსტს წარმოადგენენ, რომელიც ან ან ღრმა ბნელ შრეებში ჩეადინება, ან პირიქით ჰაეროვან არპეჯოში მაღლდება, წარმოადგენენ ერთგვარ ალქიმიკოსების დოქტრინას-,,დაშორება და კოაგულაცია’’. სწორედ ეს თემები კიდევ ერთ უნიკალურობას წარმოადგენს, რომელიც მე ვფიქრობ სიმფონიის ჟარში თემის ტიპიურ გააზრებაზე მეტად უახლოვდება ვაგნერისეულ ლაიტმოტივებს და ბერლიოზის ტრადიციას. ეს თემები უცვლელი რჩება მთელი დრამატურგიის განმავლობაში. ძალიან ცალმხრივები არიან პირობითად ან ,,კეთილი’’ ან ,,ბოროტი’’ და თითქოს მთელი ნაწამოები,როგორც ზღაპრის სიუჟეტში ისე ვაკვირდებით ამ ორი სახის ერთმანეთთან ბრძოლას, სადაც არ გვაქვს უწყვეტი განვითარება,კულმინაცია და დაღმასვლა.ერთი შეხედით შესაძლოა ჩავთვალოთ,რომ დრამატურგიულად დაშლილია, რადგანაც დრამატურგიული ხაზის  განვითარების მაგივრად პაზლის ნაწილებივით არის აწყობილი.რეალურად სიმფონიის დასრულების შემდეგ ვხვდებით რომ ეს დაშლილი დრამატურგია კი არ არის არამედ ერთმანეთზე დაშრევენული რამდენიმე დრამატურგიული ხაზია, რაზე მინიშნებასაც ნაწარმოების დასაწყისში გვაძლევს ნაწილების სათაურებით რომლებიც ერთმნანეთთან ჯგუფდება განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მხრივ ნაწილები ,,ტურანგალილას’’ სახელწოდებით(3,7,9). სიმფონიაში ძირითადი აქცენტი მის ფერადოვნებაზეა,ზოგჯერ საოცრად დატვირთული ფაქტობივად ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელი მელოდიათა ერთობლიობა,ძალიან რთული რიტმული შეჭრები მკვეთრად კონტრასული ხასიათები,ინდური რიტმის დიდი გავლენა განსაკუთრებით 9 ნაწილში და ამის პარალელურად საოცრად გამჭირვალე მონაკვეთები,რომლებიც წმინდად ტემბრების დაპირისპირებაზეა აგებული.

     როგორც უკვე ვახსენე სიმფონია პროგრამულია, როგორც სათაურიდან გამომდინარე,ასევე თვითონ შიგნით ნაწილების სახელწოდებითაც .მცირედ მიმოვიხილავ თითოეულ ნაწილს: 1) პირველ ნაწილში შესავალში მესიანი ფაქტობრივად წინასწარ გვიყვება მთელ შინაარსს, საწყისი ჟღერადობით ბურუსში გვაგდებს,რომლიდანაც მსმენელი გამოერკვევა ტრომბონებში გაჟღერებული ქანდაკების თემით,რომელიც ჩემთვის ბედისწერის კაკუნსა და მის გარდაუვლობას წარმოადგენს. მაშინ როდესაც თითქოს მსმენელის გონებაში სრული დაძაბულობა იქმნება ქანდაკების თემას უპირისპირებს ყვავილის თემას კლარნეტების შესრულებით, რომლის შემდეგაც საფორტეპიანო სოლოა,ამ სოლოს შემდეგ კი ცალცალკე ნაჩვენები ორი თემა პირდაპირ ებრძვის ერთმანეთს,როგორც კეთილი და ბოროტი, შესავლის დასასრულს ამ ქვეყნიურ სიცოცხლეში თითქოს ბოროტი იმარჯვებს,რაზეც  მესიანი მიგვანიშნებს ქანდაკების თემის მტკიცედ გამეორებით, მეორე ნაწილი 2)სიყვარულის თემა 1-რომელიც ჩემთვის იზოლდას სახეა.მარტენოს ტალღებსა და სიმებში გატარებული ულამაზესი თემა რომელიც ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეულია ,,იზოლდას სიყვარულის სიმღერაა’’,რომელსაც თითქოს ბოროტი სულივით მისდევს ჩქარი საორკესტრო მონაკვეთები. ჩემი ყურადღება მიიქცია ამ ნაწილში მარტენოს ტალღების ჟღერადობამ, რომელიც ჩვენი დღევანდელი რეალობის ,,რობოტულ’’ ჟრერადობას მაგონებს.ამ ნაწილს საოცარი ფინალი აქვს როდესაც გვგონია რომ სიბნელე შთანთქავს იზოლდას ამ დროს კი მისი თემა თითქოს უსასრულო ნათებაში ადის და ის სიბნელე ისევ დედამიწაზე ეშვება ახალი მსხვერპლის მოსაძებნად.  მინდა ამ ნაწილის პარალელურად განვიხილო მეოთხე ნაწილი,რომელიც ჩემს წარმოდგენაში ძალიან ეხმიანება მეორე ნაწილს 4)სიყვარულის სიმღერა 2-ჩემთვის ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწილია. ,,ტრისტანის სიყვარულის სიმღერა’’ რომელიც იზოლდას სიყვარულის სიმღერას ეხმიანება,თუმცა უფრო სავსედ ჟღერს იზოლდას თითქოსმარტოსულ  თემასთან შედარებით,. აქ კი შეგრძნება გვიჩნდება რომ მათი შორეული გადაძახილი სადღაც სივრცეში ერთდება.  მესიანმა ამ ნაწილს უწოდა სკერცო ორი ტრიოთი,რომელშიც ისევ გვახსენებს თავს პირველი ნაწილი ქანდაკების და ყვავილის თემის ბრძოლის სახით. ისევ დავარღვევ ნაწილების თანმიმდევრობას და ერთად განვიხილავ ,,ტურანგალილა’’ სახელწოდების ქვეშ მყოფ ნაწილებს ერთმანეთთან პარალელში.აღსანიშნავია რომ სამივე ესეთი ნაწილი(3,7,9) ,,ჩამოუყალიბებელი’’ და ქაოტურია,აგებულია ტემბრების დაპირისპირებაზე და ძალიან ზუსტად ასახავს ,მის სახელწოდებას სხვადასხვა ნაწილში სხვადასხვა გაგებით  3)ტურანგალილა 1-მარტენოს ტალღები,კლარნეტი და კონტრაბასები თითქოს ცალცალკე კონტრასტულ სახეებს ქმნიან,რომლებიც ერთმანეთს ეშრევება,ქაოსი იქმნება,საბოლოოდ კი იმით ამთავრებს რითიც დაიწყო, გარდა იმისა რომ ინტონაციური ტაღი იქმნება ნაწილის დასაწყისთან ვფიქრობ  სახელწოდებაც გააზრებულია როგორც რაღაც უსასრულო წრიულ მოძრაობა 7)ტურანგალილა 2-რომელიც კოსმიურ თამაშს გვაგონებს, რაღაც შინაგანი აშლილობით, რომელიც თითქოს ძალას იკრებს ისევ ქანდაკების თემის დასაბრუნებლად. ეს ნაწილი შთაგონებულია ედგარ ალან პოს მოთხრობით,, ჭა და ქანქარა“  9)ტურანგალილა 3-ყველაზე გამჭირვალე ნაწილია მთელ სიმფონიაში.კლარნეტის თემა ვარირდება სხვა და სხვა სხვა ინსტრუმენტებში, ფორმა სივრცეში ვითარდება და რეალურ დროში ჩამოუყალიბებლად 5)ვარსკვლავების სისხლის სიხარული-ყველაზე კარგად ამ ნაწილს მისი სათაური ასახავს.ხმოვანებით რაიმე კოსმიური ომების შესახებ ფილმის მუსიკალურ გაფორმებას გავს,რაც ეხმიანება იმ აზრს,რომ პირველად სამი ნაწილის შესრულების დროს კრიტიკოსებმა ტელეეკრანებთან დააკავშირეს იგი. საოცარია ამ ნაწილის ტრანსფორმაცია,ის თუ როგორ გამჭირვალედ იწყება და ნელნელა გვამზადებს ფინალისთვის,რომელშიც ქანდაკების თემა უპირისპირდება ეპიზოდს რომელიც ჩემი აზრით ,,მარადიული სინათლის,, მნიშვნელობას ატარებს და მთელ სიმფონიაში ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული მონაკვეთია აზრობრივად. 6)სიყვარულის სიზმრის ბაღი- სიმებიანებში გაჟღერებული ტრისტანის და იზოლდას მარადისობაში გადასული სიყვარულის მელოდიას უპირისპირდება ფორტეპიანოს პარტიის კონტრასტული ქსოვილი,რომელიც თითქოს უკვე ის დაძლეული რთული გზაა რაც მათ გაიარეს. თითქოს ეს ნაწილი სიმფონიის ცენტრს წარმოადგენს,იმ სიყვარულის გამარჯვებას,რომლისკენაც მიისწრაფვოდა მთელი ნაწარმოები .სიმებში გატარებული სიყვარულის თემა კი გარშემორტყმულია ბაღისა და ჩიტების ხმოვანებით დანარჩენ ინსტრუმენტებში. 8)სიყვარულის გავრცობა-მარტენოს ტალღები და სიმები ,,გამარჯვებული სიყვარული თემა’’,საოცარი დაძაბულობა სადაც ამ სიმფონიის გმირები-სიყვარულის,ყვავილის და ქანდაკების თემები ერთმანეთში ირევა. შეგრძნება გვაქვს,რომ ეს სიყვარული,რომელიც ორგანიზმში იყო მოთავსებული,მისი გარდაცვალების შემდეგ სხეულს შორდება და კოსმოსში იფანტება.10)ფინალი-,,დისნეის’’ ფილმის კეთილ დასასრულს გავს,რომელშიც ყოველთვის სიყვარული,სიკეთე და სილამაზე იმარჯვებს.
       საბოლოოდ რომ შევაჯამო,ეს სიმფონია ჩემთვის ნამდვილად გამორჩეულია ამ ჟანრში,მრავალი ფაქტორით.,,ტექნიკური’’ თვალსაზრისით მისი უჩვეულო ტემბრებით, ძალიან სპეციფიური ჰარმონიით და რიტმით,გამორჩეული საფორტეპიანო სოლოებით,რომლებიც თითქოს საოცრად გვაგდებს განვითარების ხაზიდან,თუმცა ყველაზე აღსანიშნავი და ჩემთვის მნიშვნელოვანი სწორედ მისი განვითარებაა,თავდაპირველი მოსმენის დროს გადავწყვიტე არანაირი ინფორმაციისთვის არ გადამეხედა მის შესახებ იმის გარდა,რომ 4 თემაზე იყო დამყარებული და ტრისტან და იზოლდას ისტორიაზე.იმდენად პირდაპირ გვაწვდის მუსიკაში კომპოზიტორი მთელ განვითარებას რომ საოცრად დაემთხვა ჩემი აზრები შემდგომ ნაწილების სათაურებს.ფაქტობრივად ძალიან ფერად ანიმაციას გვაყურებინებს და დიდ სიზუსტესთან ერთად გააზრების ძალიან დიდ თავისუფლებას გვაძლევს.ნაწარმოები,რომლის მოსმენის დროსაც უფრო მეტად ფიქრობ მუსიკაზე და მის შინაარსზე ვიდრე უსმენ.უამრავი იდეით გავსებს,რომელიც  გგონია,რომ რაღაც მონაკვეთში შეიძლება ჩიხში შევიდეს მაგრამ ზუსტად იმას ისმენ თითქოს რაც შენ თავში წარმოდგენილ ამბავში უნდა მოხდეს და ვფიქრობ ეს ყველა ადამიანს განსხვავებული ექნება მისი მოსმენის დროს,თუმცა ყველა იპოვის ლოგიკას,სწორედ ამითაც არის გამორჩეული,რომ არ აქვს ერთი კონკრეტული განვითარება, ყველას სხვადასხვა შეუძლია დაინახოს მასში და მათგან ყველა ჭეშმარიტი იქნება.

___

ბიბლიოგრაფია:
  • ბოლაშვილი, ქეთევან. 2011. “ოლივიე მესიანი." წიგნში XX საუკუნის მუსიკის ისტორია. ლექციები, ქეთევან ბოლაშვილი, თბილისი: თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (219-234გვ)
  • Glass, H. (n.d.). turangalila-symphonie. Retrieved from https://www.laphil.com: https://www.laphil.com/musicdb/pieces/4395/turangalila-symphonie
  • Gyger, E. (2019, December 2). Messiaen: Turangalîla-symphonie. Retrieved from https://www.abc.net.au/: https://www.abc.net.au/classic/read-and-watch/listening-guide/messiaen-turangalila-symphonie/11729644
  • Philip, R. (2018). The Classical Music Lover's Companion to Orchestral Music. New Haven, Connecticut : Yale University Press.
  • ნაწარმოების ლინკი https://www.youtube.com/watch?v=7-Qh9Tttngk                  



Comments