საფორტეპიანო ტანგო

 ავტორი - თამარ ჩიკვაიძე
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის,
 საშემსრულებლო (საფორტეპიანო) მიმართულების
 I კურსის სტუდენტი.

დასაწყისი კუბასა და არგენტინაში

როსენდო მონდისაბალი
    ტანგოს ძირითადი რიტმი ამერიკის კონტინენტზე გადმოიტანეს აფრიკელმა მონებმა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. კუბაში რიტმი გახდა "ჰაბანერას" საფუძველი (ძირითადად ნელი ტანგო), ხოლო ბუენოს-აირესში და მონტევიდეოში ის ჩვეულებრივ არგენტინულ ტანგოში გადაიზარდა.
   ადრე გამოქვეყნებული ტანგოები იყო სიმღერები და, საჭიროების შემთხვევაში, ის ასევე სრულდებოდა ცეკვებისთვის მხოლოდ ფორტეპიანოზე. გასაკვირი არაა, რომ ჯგუფების ბევრი ხელმძღვანელი "ტანგოს ოქროს ხანაში" (დაახლოებით 1920-იანი წლებიდან) შესანიშნავი პიანისტი იყო (რობერტო ფირპო, ფრანცისკო დე კარო, მოგვიანებით კი - კარლოს დი სარლი, როდოლფო ბიაჯი და ოსვალდო პუგლიესე). ფორტეპიანო იმ დროისთვის იყო ჩვეულებრივი ტანგოს ორკესტრის სრულუფლებიანი წევრი.
  სოლო ფორტეპიანოსთვის პირველ გამოქვეყნებულ ტანგოს ეწოდა ელ ენტრერიანო, რომლის ავტორიც იყო ანსელმო როსენდო მენდისაბალი. 

საფორტეპიანო ტანგო ამერიკის კონტინენტზე

სკოტ ჯოპლინი, 1903
    თუმცა აბე ოლმანმა აჩვენა კავშირი რეგთაიმის მუსიკასა და ტანგოს შორის თავისი 1914 წლის "ტანგო რეგ"-ის მეშვეობით, რეგთაიმის ფორმამ სრულყოფილებას მიაღწია სკოტ ჯოპლინის საფორტეპიანო მუსიკაში. მისი რეგთაიმები ძირითადად ტანგოს რიტმზეა დაფუძნებული, და, მართლაც, მან დაწერა ჰაბანერა სახელწოდებით „ნუგეში - მექსიკური სერენადა“. თავის „ცეკვა რეგთაიმი“-ში მთავარი თემაა მისი ერთ-ერთი დამახასიათებელი ტანგო-რეგი. არგენტინული ტანგოს ზოგჯერ საბედისწერო ტონისგან განსხვავებით, სკოტ ჯოპლინის საფორტეპიანო მუსიკა თავად ცხოვრების დღესასწაულია.

    ერნესტო ლეკუონამ (ესპანური წარმოშობის კუბელმა კომპოზიტორმა) დაწერა რამდენიმე ნაწარმოები, რომლებიც დაფუძნებულია მე-20 საუკუნის დასაწყისის ჰაბანერებზე. შესანიშნავი პიანისტი, ის ხშირად ასრულებდა ამ სოლოებს საზოგადოებაში. მის ყველაზე ცნობილ ტანგოს ეწოდება „სიბონი“.

    ბრაზილიელმა კომპოზიტორმა ერნესტო ნაზერეტმა ასევე გადმოსცა ტანგოს მხიარული მხარე, დაწერა სულ 88 ტანგო ფორტეპიანოსთვის. მისმა ბევრმა ნაწარმოებმა დიდად გაითქვა სახელი XX საუკუნის დასაწყისში, განსხვავებით მისი ცხოვრებისაგან, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა მისი მეუღლისა და ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ. სამწუხაროდ, მისი ნაწარმოებები, მიუხედავად მათი დიდი ოსტატობისა, იშვიათად ისმის კონცერტზე.

    კონლონ ნანკაროუ დაიბადა ამერიკაში, მაგრამ ცხოვრების უმეტესი ნაწილი მექსიკაში გაატარა და მექსიკის მოქალაქე გახდა 1956 წელს. მის 1983 წლის „ტანგო?“-ში (თავდაპირველად საფორტეპიანო შემსრულებლებისთვის) მან ტანგოს დანაწევრებული რიტმები სამ ნაწილად დაყო. მან ასევე დაწერა "პრელუდია და ბლუზები" ფორტეპიანოსთვის 1935 წელს: მოკლე პრელუდია სინამდვილეში არის ფუგა, რომელსაც აქვს ტანგოს გამოკვეთილი რიტმი.

ცენტრალურევროპული და რუსული ტანგო

    ცნობილმა კატალონიელმა კომპოზიტორმა ისააკ ალბენისიმა დაწერა მხოლოდ ორი ტანგო ფორტეპიანოსთვის, რომელთაგან ერთი დღესაც პოპულარულია, ხოლო მეორე, გასაკვირად, თითქმის ჩაიკარგა არყოფნაში... ახალგაზრდობაში იგი ეწვია არგენტინას, ამიტომ მას შესაძლებლობა ექნებოდა მოესმინა არგენტინელი შემსრულებლების ორიგინალური კომპოზიციები. მისი ბევრი სხვა კომპოზიცია დაფუძნებულია ესპანურ ცეკვებზე და, ხშირად იყენებს ტანგოს რიტმს საფუძვლად.

      ეჟი პეტერბურგსკი იყო 1930-იან წლებში პოლონეთში ტანგოს მოქმედი დირიჟორი და კომპოზიტორი. მისი ყველაზე ცნობილი სიმღერაა ტანგო „ტანგო მილონგა“, რომელიც ხშირად სრულებოდა როგორც სოლო საფორტეპიანო კომპოზიცია.

პეტრე ლეშჩენკო
    რუსული ტანგოები ეფუძნებოდა ნელ „რომანსებს“, რომლებიც ძალიან პოპულარული იყო 1930-იან წლებში. პეტრე ლეშჩენკოს ტანგოს სიმღერები  (მაგალითად, „გული“) ასევე შესრულდა როგორც სოლო საფორტეპიანო კომპოზიციები. ის ტრაგიკულად გარდაიცვალა რუმინულ ბანაკში მეორე მსოფლიო ომის ბოლოს. მას ზოგჯერ ფორტეპიანოზე თანხლებას უწევდა ლატვიელი ოსკარ სტროკი, ასევე შესანიშნავი ტანგოს კომპოზიტორი.
    რუსმა იგორ სტრავინსკიმ დაწერა ერთი ტანგო ფორტეპიანოსთვის, რომელიც სტილისტურად ძალიან განსხვავდება ლეშჩენკოს მუსიკისგან. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ მცირე კომპოზიციაა, დღეს მას უჭირავს თავისი ადგილი საკონცერტო პროგრამებში.
    მხოლოდ ერთმა გერმანულმა ტანგომ გაითქვა სახელი მსოფლიოში: კურტ ვეილის „იაუკალი“-მ (თუმცა მან ის დაწერა დევნილობაში შეერთებულ შტატებში). YouTube-ზე ხელმისაწვდომია მისი უამრავი ვერსია. მან ასევე დაწერა „ტანგო ბალადა“, რომელიც, სამწუხაროდ, დაჩრდილა „იაუკალი“-ს წარმატებამ.

„ფინური“ ტანგო და „შოტლანდიური“ ტანგო

    ფინური ტანგო ორიგინალური არგენტინული ტანგოსა და თანამედროვე ევროპული სამეჯლისო ტანგოს ერთობლიობაა, რომელიც პირველად პოპულარული გახდა 1950-60-იან წლებში. ამ ტიპის ტანგოს შეუძლია იტრაბახოს ბევრი კომპოზიტორით, მათ შორის ოლავი ვირტათი და ტოივო კიარკით. უნტო მონონენის „სატუმაა“ ძალიან დამახასიათებელი ფინური ტანგოა, რომელიც დღესაც სრულდება. ფინელმა როკ-მუსიკოსმა მ. ა. ნუმინენმა შექმნა ძალიან თავისებული კომპოზიციები ტანგოს საფუძველზე. ის ასევე არის რომანისტი, მან დაწერა მრავალი წიგნი ტანგოს თემაზე. 

ჯეიმზ პისი
    შოტლანდიელმა კომპოზიტორმა ჯეიმზ პისმა მისი 24 საფორტეპიანო კომპოზიციის დასახასიათებლად გამოიყენა სახელწოდება „ტანგო“. ზოგი მათგანი ნამდვილი ტანგოა (ანუ მათზე შეგიძლიათ იცეკვოთ), მაგრამ უმეტესობა, მიუხედავად იმისა, რომ იგი დაფუძნებულია ტანგოს რიტმებზე და იყენებს ტანგოს კომპოზიციებისათვის დამახასიათებელ „ანაბეჭდებს“, განკუთვნილია საკონცერტო შესრულებისათვის: კომპოზიტორი გამოდიოდა მთელ ევროპაში და ასრულებდა თავის ტანგოებს სოლო კონცერტებზე.






სქოლიო

1. ვიკიპედია. "მუსიკალური კუბიდან", ჰაბანერა 14.2

2. პეტერ მანუელი, 2009. „კუბა კონტრდანსიდან კანცონამდე“. ფილადელფია.

ტემპლის უნივერსიტეტის გამომცემლობა. ISBN 978-1-59213-7343

3. სხვადასხვა ავტორი; კოორდინატორი მარტინი რეალი, ხუან კარლოსი (1976-

91). „ტანგოს ისტორია“ (21 წიგნი). ISBN 987-96990-0-9.

4. რუდი ბლეში, ჰ. ჯანისი (1971). „ისინი ყველანი უკრავდნენ რეგთაიმს”. მე-4

გამოცემა. ოაკ პუბლიქეიშენსი

5. ვიკიპედია. „El piano clásico en Cuba“. XX საუკუნე - ერნესტო ლეკუონა

6. მარიო დე ანდრადე. "ერნესტო ნაზარეთი" (1926), „მუსიკა, თორმეტი მუსიკა“-ში.

სან – პაულო: ლ.გ. მირანდა, 1934 წ

7. ისააკ ალბენისი. „ ცხოვრების შთაბეჭდილებები და დღიურები“. ისააკ

ალბენისის დაფინანსება, მადრიდი. 1990. ISBN 847506311X

8. გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა. „პეტრე ლეშჩენკო“

9. „ტანგო, როგორც ხიდი ლატვიასა და არგენტინას შორის“ (gorod.lv)

10. იურგენ შჩებერა „ვაილი. ბიოგრაფია ტექსტებში, სურათებსა და

დოკუმენტებში“. მაინც სკოტი, 1990. ISBN 3-7957-0208-9

11. ფინური მუსიკის საინფორმაციო ცენტრი (ფიმიკი). „ფინური ტანგო“

12. ვირტუალური ფინეთი (Wayback machine). "ტანგო და ფინური სული"

13. ვირტუალური ფინეთი (Wayback machine). "უნტომონონენი და ტანგოს ბუმი"

14. მ. ა. ნუმინენი. 1998. "ტანგო არის ჩემი ვნება", Tango on intohimoni

15. შოტლანდიური ტანგო (Tango escocés). შოტლანდიის ეროვნული ბიბლიოთეკა


რესურსები ინტერნეტში

El Entrerriano - Anselmo Rosendo Mendizábal 

ტანგო რეგი - აბე ოლემანი 

ნუგეში - მექსიკური სერენადა - სკოტ ჯოპლინი

ტანგო თხზ.165 #2 - ისააკ ალბენისი 

ტანგო - იგორ სტრავინსკი 

ტანგო? - კონლონ ნენკაროუ

პრელუდია და ბლუზი - კონლონ ნენკაროუ

თანგო თხზ.13 #1 - კ. ჯეიმზ პისი 

სატუმაა - უნტო მონონენი 

Comments

  1. გამარჯობა თამარი:
    გმადლობთ ამ ლამაზად დაწერილი! დარწმუნებული ვარ, კონსერვატორიაში კარგად გამოგდის. ჩემი საუკეთესო სურვილები პარმაში.
    საუკეთელო ლურვილებს,
    ჯეიმზ პისი

    ReplyDelete

Post a Comment