ფესტივალის დღიურები - "ნაცნობი-უცნობი ანზორ ერქომაიშვილი"


დღე II


“ნაცნობი - უცნობი ანზორ ერქომაიშვილი”


ფესტივალის მეორე დღეც მიიწურა. ისევ სასიამოვნოდ და ისევე წარმატებით, ამჯერად, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში. 


დღევანდელი კონცერტი “ნაცნობი-უცნობი ანზორ ერქომაიშვილი” ეძღვნებოდა ეთნომუსიკოსის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს. საღამოს უძღვებოდნენ მსახიობები: ზაალ ჩიქობავა და ნინო ჩხეიძე, მონაწილეობდნენ: ანსამბლი “რუსთავი” და თამარ გოგოჭური. საღამოს კომპოზიციის ავტორი კი იოსებ ჭუმბურიძე გახლდათ. შესრულდა ანსამბლის ყველაზე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სარეპერტუარო სიმღერები ანზორ ერქომაიშვილის ბიოგრაფიიდან ცალკეული მონაკვეთების ფონზე. 


კონცერტის დასასრულს პრიზებით - უძველესი ხელნაწერების ფოტორეპროდუქციები და “ვეფხისტყაოსნის” ავალიშვილისეული ხელნაწერის ფოტოტიპური წიგნი -   დაჯილდოვდნენ იოსებ ჭუმბურიძე, თამარ გოგოჭური, ანსამბლი რუსთავი და, რა თქმა უნდა, თავად ანზორ ერქომაიშვილი, ასევე, ბატონ ანზორს გადაეცა ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფისგან სახელობითი ჯილდო და საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორისგან საპატიო მედალი. 

გთავაზობთ მცირე გალერეას, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფოტოები საღამოდან.

კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა კონსერვატორიის ბლოგ “Opus 2-ის” სახელით, ვულოცავთ ოგანიზატორებსა და მონაწილეებს მეორე საფესტივალო დღის წარმატებით დასრულებას!

გელით ხვალ, 8 ოქტომბერს, 7 საათზე, გია ყანჩელის სახელობის ბაღში კომპოზიტორ გიორგი შავერზაშვილის საიუბილეო საღამოზე -  “გიორგი შავერზაშვილი - 70”.


მზადება ფესტივალის მეორე დღისთვის

















































Comments