ფესტივალის დღიურები - ნატალია ქუთათელაძისა და გიორგი გიგაშვილის სოლო კონცერტი

დღე IV


ვაგრძელებთ რუბრიკას „ფესტივალის დღიურები“

მე-15, საიუბილეო ფესტივალი „აღდომიდან ამაღლებამდე“, კვლავ გია ყანჩელის სახელობის ბაღში, დღეს გიორგი გიგაშვილისა და ნატალია ქუთათელაძის სოლო კონცერტით გაგრძელდა. 


Საკონცერტო რეპერტუარი მრავალფეროვანი იყო, შესრულდა:

  • შოპენი - სონატა №2, b moll, op.35 (გიორგი გიგაშვილი);

  • რახმანინოვი- ელეგიური ტრიო ფორტეპიანოს, ჩელოსა და ვიოლინოსთვის №1, g moll (ფ.ნო- გიორგი გიგაშვილი; ვიოლინო - ანასტასია აღლაძე; ჩელო - მირიან კვალიაშვილი);

  • შონბერგის ვოკალური ციკლი (სოლისტი - ნატალია ქუთათელაძე; ფ.ნო - გიორგი გიგაშვილი);

  • ბერგის სიმღერები (სოლისტი - ნატალია ქუთათელაძე; ფ.ნო - გიორგი გიგაშვილი).


კონცერტის დასასრულს, ტრადიციულად, მონაწილეები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზით. ეროვნული ბიბლიოთეკისგან ყველა მონაწილეს გადაეცა, 1907 წლიდან დავით შუღლიაშვილის მიერ შეგროვებული სიმღერა “ჩვენ მშვიდობა”-ს 40 ვარიანტის წიგნად გამოცემული კრებული. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისაგან, “Bechstein-ის” ქართული წარმომადგენლობის დირექტორს - დათა ციცქიშვილს გადაეცა საჩუქრად პირველი ტაო-კლარჯული, ნევმური საარქივო მასალის რეპროდუქცია. ნატალია ქუთათელაძეს გადაეცა სამეფო “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციის ფოტორეპროდუქცია და ავალიშვილისეული ფოტოტიპური გამოცემა, ხოლო გიორგი გიგაშვილს სულხან-საბა ორბელიანის ხელნაწერის რეპროდუქცია და ასევე “ვეფხისტყაოსანი”.

საღამოს დასასრულს, გიორგიმ და ნატალიამ  პატივი მიაგეს გია ყანჩელის ხსოვნას მისი ნაწარმოებით “ყვითელი ფოთლები”.

კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და კონსერვატორიის სტუდენტური ბლოგის “OPUS 2-ის” სახელით ვულოცავთ ყველა მონაწილეს წარმატებულ კონცერტს. ხვალ კი კვლავ დაგიბრუნდებით ჩვენი რუბრიკით, ამჯერად, ოთარ ტატიშვილის საიუბილეო საღამოს აღწერით. (10.10.20; გია ყანჩელის სახელობის ბაღი, 19:00).  


დაათვალიერეთ დღევანდელი საღამოს ფოტომასალა: 



























Comments