როგორ შეცვალა სამყარო ყურსასმენებმა

ავტორი: დერეკ ტომპსონი How Headphones Changed the World
თარგმანი - ქეთევან გუგუშვილი მუსიკის ტექნოლოგიის პირველი კურსის სტუდეენტი

პერსონალური მუსიკის მოკლე ფილოსოფიური ისტორია



თუ ამას კომპიუტერით კითხულობთ, დიდი შანსია იმისა, რომ თან ყურსასმენები გეკეთოთ. 

თანამედროვე საოფისე ოთახი ხშირად ის ადგილია, სადაც ერთდროულად ათეულობით სიმღერა ისმის, მაგრამ რეალურად არც ერთს ვუსმენთ. ახალგაზრდა მშრომელების დაახლოებით ნახევარი უსმენს მუსიკას ყურსასმენებით, უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ ეს ჩვენს სამუშაო პროცესს აუმჯობესებს. მრავალი გამოკითხვის შემდეგ, შეგვიძლია თავდაჯერებით მოგახსენოთ, რომ მუსიკა გვაბედნიერებს, გვეხმარება კონცენტრაციაში და გვხდის უფრო პროდუქტიულს.

მეცნიერებისთვის ჩვენი დასკვნა მხოლოდ და მხოლოდ სასაცილო ტყუილია. მუსიკის მოსმენა ასუსტებს სტიმულის მოტანის შესაძლებლობას და ნებისმიერი პოპ სიმღერა - ხმამაღლი თუ ნაზი - ამცირებს ზოგად პერფორმანსს, როგორც ექსტრავერტებისთვის, ისე ინტროვერტებისთვის. ტაივანურ კვლევაში (How Headphones Affect Your Work - WSJ), რომელშიც სტუდენტები ტექსტიანი მუსიკის გაჟღერების დროს კონცენტრაციის დონის გასარკვევ ტესტებს წერდნენ, დაფიქსირდა საკმაოდ დაბალი დონე. სხვა კვლევებმაც აჩვენეს, რომ მუსიკა, რომელსაც თან ახლავს სიტყვები, ხელს უშლის ტვინს ვერბალური დამუშავების უნარების გამომუშავებაში. “Ვინაიდან სიჩუმემ აჩვენა ზოგადი პერფორმანსის ყველაზე მაღალი დონე, რეკომენდირებულია, ხალხმა სიჩუმეში იმუშაოს,” - ამბობს ადამ სნიცკი თავის სტატიაში - Will Background Music Improve Your Concentration?

თუ ყურსასმენები ასეთი ცუდია, რატომ არის ის სამსახურებში?

გადავხედოთ ეკონომიკას: მწარმოებელი ეკონომიკიდან აშშ გადავიდა მომსახურეობრივ ეკონომიკაზე და სამუშაოების უმეტესობა “მოითხოვს კონცენტრაციის, გამოხატვისა და კრეატიულობის მაღალ დონეს”. ლოგიკურად რომ შევხედოთ, ოფისებში დასაქმებულების უმრავლესობისთვის მოსახერხებელია მუსიკის მეშვეობით თავიანთი, პირადი კომფორტული გარემოს შექმნა. ამას კი ფსიქოლოგიურ პასუხამდე მივყავართ: დამტკიცებულია, რომ მუსიკა ადუნებს ჩვენს კუნთებს, აუმჯობესებს ხასიათს, და, ამასთანავე, ზომიერად ამცირებს წნევას, გულის ცემასა და შფოთვას. ანუ, Რასაც მუსიკა ჩვენი კონცენტრაციისგან იპარავს, იმას გვიბრუნებს დადებითი ტალღების სახით. 

ეს კი ჩვენი საბოლოო, კულტურული დასკვნაა: ყურსასმენები ჩვენი აუდიო-გარემოს აბსოლუტური კონტროლის საშუალებას გვაძლევს, მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია საჯარო ადგილების პრივატიზება. მომსახურეობრივ ეკონომიკაში კი ეს მნიშვნელოვანია მჭიდრო საოფისე გარემოებისთვის და ასევე წარმოადგენს, არც მეტი არც ნაკლები, ადამიანისა და მუსიკის ძირითადი ურთიერთობის ფუნდამენტურ ძვრას.








პრივატიზებული მუსიკის მოკლე ისტორია

1910 წელს, აშშ-ს საზღვაო ფლოტის რადიომ უტას შტატის დედაქალაქიდან მიიღო უცნაური, ვარდისფერსა და ლურჯ ფურცელზე იასამნისფერი მელნით დაწერილი წერილი. წერილში წარმოდგენილი გამოგონება არ ყოფილა თომას ედისონის ქმნილებებზე ნაკლები. ეს იყო აპოთეოზი მისი ერთ-ერთი ცნობილი და დაუსრულებელი აღმოჩენისა: ბგერის წარმოქმნა ელექტრონული სიგნალებისგან.

იასამნისფერ წარწერიან ბარათში ავტორმა, ექსცენტრულმა მოაზროვნე ნატანელ ბალდვინმა თქვა, რომ მან თავის სამზარეულოში ახალი ხმის მოსასმენი მოწყობილობა დაამზადა. როდესაც ფლოტმა ტესტი მოითხოვა, ისინი გაოცებულები დარჩნენ და Რადიოს ოფიცრებისაგნ დიდი მოთხოვნა წამოვიდა ყურსასმენებზე პირველი მსოფლიო ომისთვის. ასე დაიბადა თანამედროვე ყურსასმენი.

ყურსასმენების დანიშულებაა მსმენელის ყურში კონკრეტული ხმის შეშვება. ეს კი ისტორიაში მუსიკის სოციალური დანიშნულებიდან რადიკალური გადახვევაა. “ცეკვასთან ერთად მუსიკის ბიოლოგიურ-კულტურულმა განვითარებამ მუსიკის დანიშულება ადამიანების დაახლოება და გაერთიანება გახადა” (The Origins of Music, Nils L. Wallin, Björn Merker). 

მე-20 საუკუნემ უდიდესი გავლენა იქონია მუსიკის ტექნოლოგიაზე. რადიომ მუსიკა გადაცემადი გახადა, მანქანების მეშვეობით მუსიკა მოძრავიც გახდა. დინამიკები მუსიკას მასშტაბურსა და სივრცითს ქმნიან, ჩიპები კი აპატარავებენ, მაგრამ ყურსასმენები შეიძლება ჩავთვალოთ მუსიკის ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს წერტილად.

თუ მუსიკა განვითარებასთან ერთად გახდა ის, რაც კონკრეტულ ჯგუფებს აერთიანებდა, ყურსასმენებმა მოგვცა საშუალება ვისიამოვნოთ მუსიკით სხვების გარეშე, ანუ გაჩნდა გზა, დავაგემოვნოთ ჩვენი პირადი სივრცე მარტოობაში, კოლექტივის გარეშე. 1950-იანებში, ჯონ კოსმა გამოიგონა სტერეო ყურსასმენები - “შექმნილი სპეციალურად პერსონალური მუსიკის მოხმარებისთვის” - ასე აღნიშნავს ამ მოვლენას ვირჯინია ჰეფერნანი New York Times-ში. დასავლეთის ონტარიოს უნივერსიტეტის პროფესორის, კირ კაითლის მიხედვით, საშუალო კლასის წარმომადგენლებმა დაიწყეს თავიანთი ოჯახის საუბრების დაიგნორება ყურსასმენების წყალობით.


Alone, Together


სიმარტოვე ერთ-ერთი უპირველესი რამაა, რის მიღწევაშიც ჩვეულებრივი ამერიკელები ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ.

მარტივად სათქმელი, და ამასთანავე, პოპულარული აზრია, რომ ყურსასმენები ანტისოციალურს გვხდის. ფულს შეუძლია იყიდოს - და თანამედროვე ტექნოლოგიას შეუძლია მოიტანოს - ის დამოუკიდებლობა, რომელსაც ხალხი მუდმივად ეძებდა. ადამიანს ყოველთვის ჰქონდა პირადი ფიქრები. ყურსასმენებით შეგვიძლია ჩვენი მუსიკა ჩვენს აზრებს დავუკავშიროთ, იმ აზრებს, რომლებსაც სხვა ვერავინ გაიგებს და ჩვენზე იქნება დამოკიდებული, გავაზიარებთ მათ თუ არა. 

სასექსის უნივერსიტეტის პერსონალური მუსიკალური მოწყობილობების პროფესორმა, დოქტორ მაიკლ ბულმა არაერთხელ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ცვლის ზემოთ ნახსენები გაჯეტები ჩვენსა და საზოგადოებრივი სივრცეების ურთიერთობას. “ადამიანებს თავიანთი გარემოს კონტროლი მოსწონთ,” - განაცხადა მან გაზეთ Wired-ში, და “მუსიკა ფიქრების, ხასიათისა და მოძრაობის კონტროლის უძლიერესი მედიუმია”.

ჩვენი საზოგადო გარემოების კონტროლი დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვინაიდან ხალხი აღარ გაურბის სიმჭიდროვეს. ურბანული ცენტრები ყვავიან, როცა გარეუბნები სუსტდებიან. “ყველაზე ძვირფასი უძრავი ქონება დღეს ფეხით გავლად ურბანულ ლოკაციებზეა” - ამბობს კრისტოფერ ლაინბერგერი ბრუკინგსის ერთ-ერთ კვლევაში (Now Coveted: A Walkable, Convenient Place). ურბანიზებულ შეერთებულ შტატებში ყურსასმენი მანქანის დინამიკების ახალი, ალტერნატიული ვერსიაა. “რაც უფრო დასახლებულია ურბანული ადგილი, მით უფრო დაცულად გრძნობთ თავს,” - ამბობს ბული. “თქვენ დაცულად გრძნობთ თავს, როცა გარშემო ამჩნევთ ადამიანებს, მაგრამ არ გაქვთ სურვილი, ეკონტაქტოთ მათ”.

პირადი მუსიკა ერთგვარი ფარია როგორც მსმენელებისთვის, ისე მათ გარშემო მოსიარულეებისთვის. ის ქმნილება, რომელიც ბალდვინმა საზღვაო ფლოტისთვის შექმნა, დღეს სოციალური აქსესუარია, რომელსაც თან ახლავს აშკარა შეტყობინება: მე აქ ვარ, მაგრამ მე ცალკე ვარ. ხალხისა და აქტივობების ნანგრევებში, მავთულით დაკავშირებული ორი პლასტმასის ნაწილი ქმნის განცალკევებისა და საიდუმლოების აურას.




Comments