კომპოზიტორ ირაკლი არეშიძის ნაწარმოებები

ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის,
საკომპოზიციო მიმართულების 
მე-2 კურსის სტუდენტი - 

მუსიკის წერისას, ყოველთვის წარმოვიდგენ, რომელიმე კონკრეტულ ადამიანს და ვიხსენებ/ვაანალიზებ რა ზეგავლენა ჰქონდა მას ჩემი პიროვნების და შინაგანი სამყაროს ცვლილებაში/განვითარებაში, შესაბამისად, ნაწარმოებში ვაქსოვ იმ სიყვარულს და დამოკიდებულებას, რაც ადამიანისადმი გამაჩნია. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანისგან შესაძლებელია რაღაც ვისწავლოთ, თუმცა ამისთვის თავად ადამიანის მზაობაა საჭირო, ამიტომაცაა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს, პრინციპში ყველას ვისთანაც მაქვს და მქონია კონტაქტი, ვთვლი ჩემს მასწავლებლად.

    ამჯერად მინდა წარმოგიდგინოთ 3 ნაწარმოები, რომელთაც შესრულების ბედნიერება ერგო.

    რომანსი "ცხოვრებამ შხამი მასმია" ამ ჟანრში ჩემი მეორე ცდააის დავწერე 2019 წლის აგვისტოში და ეძღვნება ქეთევან წამებულის ხსოვნას

    იმ წლის ზაფხულს გადავწვიტე ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების გადაკითხვა... გატაცებული ვიყავი წმინდანთა ცხოვრებით. ამავე პერიოდში, შემთხვევით, კონსერვატორიის საიტზე, გადავაწყდი ინფორმაციას ქეთევან წამებულისადმი მიძღვნილი კონკურსის შესახებ. დავიწყე მასზე ლიტერატურის მოძიება და გაცნობა. ამ საკითხით მოცულს, გამახსენდა და დავიწყე ვაჟა-ფშაველას ლექსსა (“ცხოვრებამ შხამი მასმია”) და დედოფლის ცხოვრებას შორის პარალელების გავლება. თუ რა დასკვნამდე მივედი, ფაქტი სახეზეა, მუსიკის სახით, მაგრამ რა თქმა უნდა ამ საკითხზე ფიქრი მთელი ცხოვრება შეიძლება... 

    ხსენებულმა რომანსმა, “ცხოვრებამ შხამი მასმია”, პირველი ადგილი აიღო ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონკურსში. ზუსტად ამ კონკურსის ფარგლებში შეასრულეს იგი მეგი ჩიხრაძემ და თამარ ჟვანიამ. დავამატებდი, ნაწარმოები თავდაპირველად ტენორისა და ფორტეპიანისთვის შევქმენი, თუმცა, როგორც ჩანს, ქალის ხმა, შეიძლება, უფრო შესაფერისი აღმოჩნდა მისთვის.


    ვარიაციები ბარტოკის თემაზე, სიმებიან-ხემიანთა კვარტეტისთვის. ნაწარმოები შეიქმნა 2020 წელს და ეძღვნება ქალბატონ მარინა ქავთარაძეს. ის გავიცანი და მასთან ურთიერთობა მაქვს პირველი კურსიდან. მოხიბლული დავრჩი მისი სალექციო კურსით "არაევროპული მუსიკის ისტორია". გავიცანი არამარტო სხვადასხვა ქვეყნების მუსიკალური კულტურა, არამედ გავიგე მათი ზეგავლენა XX საუკუნის პროფესიულ მუსიკაზე. ნაწარმოებში გამოვხატე ის საინტერესო და თბილი გარემო, რაც ჩვენი პროფესორის საკლასო ოთახში გველოდებოდა ყოველ კვირას. შეიძლება გაჩნდეს კითხვები: რატომ ბარტოკის თემა? რაში გამოიხატება არაევროპული მუსიკის გავლენა? ეს ის  "საიდუმლოებებია" რომელთა ვერბალურად ახსნა არც ისე სწორად მიმაჩნია. თუმცა ამ ჩანაწერით შეიძლება რთული გასაგებიც იყოს ეს ყველაფერი, ვინაიდან III და IV ვარიაციების შესრულება ვერ მოხერხდა

    აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ნაწარმოები შესრულდა ქალბატონ ლილიკო ნემსაძის მიერ ჩატარებული პროექტის ფარგლებში, სადაც ასევე შესრულდა სხვა ახალგაზრდა კომპოზიტორების ნაწარმოებებიც

მოცემულ ჩანაწერში ვარიაციებს ასრულებს .ვარდელის სახელობის კვარტეტი:

I ვიოლინო - კონსტანტინე ეროიანი

II ვიოლინო - დავით აკოფიანი

ალტი/ვიოლა - ეკატერინე გარდავაძე

ვიოლონჩელო - გიორგი ნადარეიშვილი


    პარაფრაზი "ცხოვრებამ შხამი მასმია" სიმებიანი კვარტეტისა და ჰობოისთვის. დაიწერა 2020 წელს და ეძღვნება თინა მგალობლიშვილს. ქალბატონი თინა პირველ კურსზე მასწავლიდა სოლფეჯიოს საგანს, რომელსაც "სიმებიანი საკრავების" მიმართულების სტუდენტებთან ერთად გავდიოდი. არც ისე გრძელი მუსიკალური წარსულის გამო, ვაღიარებ, ეს საგანი ოდნავ მიჭირდა, თუმცა ქალბატონო თინა უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდა მემუშავა ამ კუთხით ჩემს თავზე. ამ ნაწარმოებითაც ვეცადე გამომეხატა ის გარემო, რომელიც ყოველკვირეულად მელოდებოდა ჩემი ლექტორის საკლასო ოთახში. ნაწარმოები გარკვეულ წილად პროგრამულია, თუმცა რაში გამოიხატება? არც ამსაიდუმლოსპირდაპირ გათქმა არ მინდა. ისიც ზემოთხსენებული პროექტის ფარგლებში შესრულდა. ასრულებს .ვარდელის სახელობის კვარტეტი და ჰობოი - ბესო დგებუაძე


    ბოლოს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩემსმუზას”; შემსრულებელს და ამ ბლოგის   ინიციატორებს

Comments

Post a Comment