ეკოკლუბი - 2021

მივესალმებით OPUS 2-ის მკითხველს,
კონსერვატორიის ეკოკლუბის სახელით! 

ეკოკლუბი წარმოადგენს სტუდენტური გაერთანების ახალ პროექტს.

ჩვენი, როგორც კონსერვატორიის ეკოკლუბის დამაარსებელთა მიზანია სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება, წევრთა სოციალიზაცია, თვითგამორკვევა, აქტიური ცხოვრებისეული პოზიციის ფორმირება თავისუფალ სივრცეში, სხვადასხვა შემოქმედებითი იდეის წარმართვის გზით. 

ნებისმიერ „კონსერვატორიელს“, შეუძლია გახდეს ჩვენი კლუბის წევრი იქნება ის სტუდენტი, პროფესორი თუ ადმინისტრაციის წარმომადგენელი, თუკი ის  დაინტერესდება ამ საქმიანობით და იზიარებს ჩვენს შეხედულებებს.

კლუბის აქტივობებს შორის მოიაზრება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელთა შესახებაც ინფორმაციასა და პერიოდულ შეჯამებებს გამოვაქვეყნებთ წინამდებარე გვერდზე.

 

პატივისცემით, ეკოკლუბის ხელმძღვანელობა.

 

 


Comments