ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის,
მე-4 კურსის სტუდენტი:
ნინა ცაცანაშვილი
მიმართულება: მუსიკის თეორია
ხელმძღვანელი: პროფ. ლეილა მარუაშვილი
მიშელ დე ნოსტრადამუსი! 1551 წელი! საიდუმლო წერილი ე.წ კატრინი 6, თავი II! „აღმოსავლეთიდან წამოსული წყვდიადის დედოფალი“! დასაწყისი - რიცხვის განმეორება ორჯერ - 20 20! დასასრული?! - ჯერ ადრეა!!! გვეცნო?! - დიახ, ეს ხომ კორონაა!! და ის ახდა!!!
დრო - გაჩერდა?! თუ სხვანაირი გახდა?! და ჩვენ? ჩვენი ყოფა? ჩვენი ცხოვრება? ჩვეული რიტმი?? და კიდევ უამრავი კითხვა. პასუხი?! – ერთი! - ჩინური სიკვდილი - კორონა!!! ყველაფერი მან „შეჭამა“ ან „გადაყლაპა“.
და გამოსავალი მხოლოდ დროა?! მას მხოლოდ დრო განდევნის დედა მიწიდან?! ალბათ მასეც არის! და ხელოვენება?! სად არის ამ დროს? სძინავს? თუ რაიმე სტკივა? ბავშვივით გრძნობს თავს, რომელიც დედამ მიატოვა? ან, თუ ბავშვივით არა, იქნებ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანივით, რომელიც მხოლოდ დროის გასვლის იმედადაა?! შესაძლოა! დაკეტილი - ყველაფერი - მუზეუმი, კინო, თეატრი, დარბაზი ........... - ყველგან სიცარიელე. ხელოვნების სხვა დარგებთან შედარებით, მუსიკას მეტად უჭირს? იქნებ.... მას ნოტები ხომ ჰაერში გაეფანტა და დარბაზში დარჩა მხოლოდ ბგერის „მოლეკულები“. ...და დარჩა! მაინც ხომ „რაღაც“ დარჩა, რასაც ვერაფერი წაშლის. ის „რაღაც“ გამჯდარია მის კუთხე-კუნჭულში. მხოლოდ პატარა „რაღაცას“ შეუძლია აგვინთოს იმედის ნაპერწკალი გულში, დიახ - იმედის! იმ იმედის, რომ ამის შემდეგ ყველაფერი უფრო სხვანაირად - უკეთესად იქნება! იმედსა და სიყვარულს ხომ შეუძლია ბევრი რამ იხსნას განსაცდელისგან. ეს ხომ ყველაზე ძლიერი, ამავდროულად ფაქიზი გრძნობებია, რომლებიც სამყაროს გააჩნია....
საკმარისია მაგალითად მოვიყვანოთ სამუელ ბარბიერის “Adagio”. სწორედ მუსიკის დიდმა სიყვარულმა, ახლა უკვე ინტერნეტით გააერთიანა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უამრავი ჩელისტი, რომელთაც სულ სხვა ემოციური დატვირთვით ააჟღერეს ეს უკვდავი ოპუსი. ამით კი კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს, რომ მუსიკასა და სამყაროს საზღვრები არ გააჩნია....
ვერც კორონა მოგვისპობს სიცოცხლის სურვილს... ვერ გვაიძულებს მის „ხახაში“ მოვექცეთ და კვლავ არ გავიდეთ სუფთა ჰაერზე.... დავფიქრდეთ რამდენი მშვენიერი რამ ხდება ჩვენ გარშემო და ვიყოთ ბედნიერი! დიახ, ბედნიერი! ბედნიერი თუნდაც იმით, რომ კვლავ ცოცხლები ვართ, გული გვიძგერს და ვსუნთქავთ! ბედნიერი თუნდაც მხოლოდ იმით, რომ კორონას „წყვდიადისფერი“ მანტიით ვერ შეიმოსა ჩვენი მთავარი ღირებულება – სული! დიახ, სული, რომელიც ძალიან ბევრ ტკივილს უძლებს და მაინც თავისუფლებისაკენ ისწრაფვის! სწორედ „მებრძოლი“ სული გვიბიძგებს კვლავ დავისახოთ ახალი და საინტერესო ცხოვრების გზა..... მიუხედავად რთული ვითარებისა, ჩვენ ადამიანები არ გავჩერებულვართ, არ დაგვიკარგავს მომავლის იმედი და სიყვარული.... დიახ, აბა რა, ეს ხომ გამარჯვებაა!! და თან დიდი გამარჯვება!!! მართალია, კორონამ ხელოვნება დაასნეულა, მაგრამ მხოლოდ დროებით! ყველაფერი წარმავალია! ეს ომია, უხილავ მტერთან, რომელსაც შეუიარაღებელი ადამიანი აუცილებლად დაამარცხებს, არ შეეგუება!!! და მუსიკა?! სხვანაირად განსაკუთრებული გახდება! ავადმყოფი გამოჯანმრთელების შემდეგ ხომ უფრო კარგად გრძნობს თავს!
და ბოლოს... ღრმად მწამს, რომ მალე კვლავ გაანათებს მზე დედამიწას, ცა აღარ გადმოყრის კურცხლებს, კვლავ მოვა „გაზაფხული“ და ცხოვრება თავის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება!!! ასე რომ იყავით მხნედ, გაიღიმეთ და მიუხედავად, რთული ვითარებისა დატკბით ცხოვრების იმ თითოეული წამით, რომელიც ღმერთმა თქვენთვის გაიმეტა!!!!!
��❤️
ReplyDelete❤❤❤❤❤
ReplyDelete