ლიტერატურისა და კინოს მოყვარულთა კლუბი

 

მივესალმებით OPUS 2-ის მკითხველს, 
ლიტერატურისა და კინოს მოყვარულთა კლუბის სახელით!

კონსერვატორიის ლიტერატურისა და კინოს მოყვარულთა კლუბი (კ.ლ.კ.მ.კ) სტუდენტური გაერთიანების ახალ პროექტს წარმოადგენს.

კლუბის მიზანია, შეიქმნას სივრცე, სადაც გაიმართება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებულ აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ეს იქნება თვალსაწიერის გაფართოებისა და ახალი მეგობრების/თანამოაზრეების შეძენის იდეალური შესაძლებლობა. ასევე, კლუბის არსებობა ხელს შეუწყობს სტუდენტსა და ლექტორს შორის მეტად დაახლოებასა და უშუალო ურთიერთკავშირის დამყარებას.

კლუბში გაწერვიანება შეუძლია ნებისმიერ კონსერვატორიელს, პროფესორსა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს, ვისაც აინტერესებს და უყვარს მხატვრული ლიტერატურა და კინო.

კლუბის აქტივობებს შორის მოიაზრება სხვადასხვა სახის ღინსძებები, რომელთა პერიოდულ შეჯამებებსაც შეგეძლებათ გაეცნოთ კონსერვატორიის სტუდენტური ბლოგის „OPUS 2-ის წინამდებარე გვერდის საშუალებით.

პატივისცემით, კ.ლ.კ.მ.კ-ის ხელმძღვანელობა.

 

 

 

 


Comments