OPUS 2-ის დაბადების დღე / OPUS 2'S BIRTHDAY

გილოცავთ ! 

OPUS 2 ერთი წლის გახდა 💛
ამ დღის აღსანიშნავად, OPUS 2-ის ჯგუფმა მოგიმზადეთ პატარა ვიდეო 💗



ასევე, ჩვენი ბლოგის დაბადების დღეს გვილოცავს კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების ხელმძღვანელი  - ქეთევან ბოლაშვილი:

"ძვირფასო მეგობრებო, მინდა ჩვენი სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების, კონსერვატორიის სტუდენტების საკმაოდ მცირე ჯგუფის და ჩემი პირადი დიდი სიხარული გაგიზიაროთ! სტუდენტური ბლოგი ერთი წლის გახდა! გეცოდინებათ, ბლოგის სახელწოდებაა Opus 2 და ეს შემთხვევითი არაა. ბლოგი ამით აცხადებს, რომ კონსერვატორიაში წლების წინ არსებული სტუდენტური გაზეთის Opus 1-ის მემკვიდრეა და, ასევე, სახელწოდება ხაზს უსვამს იმას, რომ აქ, უმთავრესად, ახალბედა ავტორების წერილები ქვეყნდება. ბლოგის არსებობის ერთმა წელმა დაგვანახა, რომ ჩვენი სტუდენტობა საინტერესოდ აზროვნებს, აქვს საკუთარი აზრის თამამდ და არგუმენტირებულად გამოთქმის უნარი, ყურადღებას ამახვილებს როგორც აკადემიური, ისე არააკადემიური მუსიკის საკითხებზე. განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ბლოგი ფუქციონირებს როგორც სტუდენტი-მუსიკოლოგების ისე შემსრულებლების (და ეს განსაკუთრებით მახარებს!) ძალებით. სტუდენტების ამგვარი აქტივობა, ჩემი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანია და ვისურვებდი, რომ მათი სტუდენტური ცხოვრება კიდევ უფრო მრავაფეროვანი და მდიდარი გამხდარიყოს! დარწმუნებული ვარ, როდესაც “გაფრინდებიან” Alma Mater-ის ბუდიდან და დამოუკიდებელ პროფესიულ ცხოვრებას დაიწყებენ, აკადემიური სასწავლო კურსების პარალელურად მიღებული გამოცდილება დიდ დახმარებას გაუწევს. ბოლოს, კიდევ ერთხელ, სიხარულით ვულოცავ Opus 2-ს დაბადების დღეს და ვუსურვებ მის დამაარსებლებს თავისი რწმენა და საქმით გატაცება მომავალ თაობებს გადასცენ!"




Comments