ავტორი: კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის
სამაგისტრო პროგრამის, მუსიკის ისტორიის
მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი
მარიამ ჭეიშვილი
ხელმძღვანელი: პროფესორი მარინა ქავთარაძე
აღნიშნულ თემაზე მოხსენება წარმოდგენილი იყო თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების შემაჯამებელ კონფერენციაზე სათაურით „ქართული მუსიკალური კრიტიკის სათავეებთან (საკითხის დაყენების ცდა)“ (2022);
მსოფლიოს მასშტაბით მუსიკის კრიტიკა-ჟურნალისტიკამ ფუნდამენტური როლი ითამაშა მუსიკის ისტორიის განვითარებაში, მუსიკის კრიტიკოსებად ჩვენთვის საყვარელი კომპოზიტორებიც გვევლინებოდნენ, რომლებიც სათანადოდ აცნობიერებდნენ ამ სფეროს როლსა და მნიშვნელობას. დღესაც, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მუსიკის კრიტიკოსები მყისიერად აქვეყნებენ სტატია-რეცენზიებს ბეჭდურ თუ ონლაინ მედიაში. იქმნება სხვადასხვა პროექტები, მაგალითად როგორიცაა „ფრანკოფონური მუსიკის კრიტიკის პროექტი“[2], რაც სწორედ მუსიკალურ-კრიტიკული ნაშრომების შესწავლა-სისტემატიზაციას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ვებ-საიტი, სადაც ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მე-19 საუკუნის ფრანგული მუსიკისა და ბალეტის შესახებ გამოქვეყნებული ნაშრომების, რეცენზიების, კრიტიკული წერილების ხილვა, გარდა ამისა, ვებ-საიტის მეშვეობით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ მუსიკალურ კრიტიკოსებს, ანონინიმ ავტორებს. მნიშვნელოვანი წყაროა „The Journal of Music Criticism“ („მუსიკალური კრიტიკის ჟუნალი“), რომელიც მიზნად ისახავს გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო საცნობარო წყარო მუსიკალური კრიტიკის კვლევის სფეროში.[3] JMC ექსკლუზიურად მუსიკალური კრიტიკის საკითხებს ეხება, აქვეყნებენ სტატიებს იტალიურ, ინგლისურ, ფრანგულ, ესპანურ და გერმანულ ენებზე. ასეთი წყაროები ფასდაუდებელია, ახალ სიცოცხლეს სძენს ფასდაუდებელ ნამუშევრებს, რომლებიც წარმოდგენას მათი პერიოდის კულტურული ცხოვრების შესახებ გვიქმნიან.
ქართულ რეალობას თუ გადავავლებთ თვალს, მარტივად აღმოაჩენთ, რომ ქართული მუსიკალური კრიტიკის სათავეების შესახებ თითქმის არაფერი ვიცით, ეს სფერო არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. მართალია არსებობს ცალკეული სტატიები და ნაშრომები ქართული მუსიკალური კრიტიკა-ჟურნალისტიკის შესახებ (გ. ორჯონიკიძის, მ. ახმეტელის, რ. წურწუმიას, მ. ქავთარაძის, ნანა შარიქაძის და სხვ.), მაგრამ მათი საკვლევი პერიოდი ძირითადად მოიცავს საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის კრიტიკას.
საინტერესოა საიდან იწყება ქართული მუსიკალური კრიტიკის ისტორია, რა სახით არსებობდა, ვინ იყვნენ წერილების ავტორები და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცადეთ ჩვენს მიერ წარმოდგენილ ნაშრომში, რომელიც მუსიკალურ-კრიტიკული და ჟურნალისტური სტატიების ადრეული ნიმუშების, ქართული მუსიკალურ-კრიტიკული აზროვნების სათავეების შესწავლისა და სისტემატიზაციის პირველ მოკრძალებულ ცდას წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ქართული ისტორიული მუსიკოლოგიის ჩამოყალიბების პირველი ცდები და ნიშნები სწორედ მუსიკალური კრიტიკა-ჟურნალისტიკის სფეროში უნდა ვეძიოთ, მუსიკოლოგია ხომ ერთი მხრივ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, მეორე მხრივ კი, პრაქტიკულ-გამოყენებით სფეროს, მუსიკის კრიტიკასა და ჟურნალისტიკას გულისხმობს. მუსიკალური კრიტიკა და მუსიკოლოგია ერთმანეთთან დაკავშირებული მოვლენებია. როგორც გივი ორჯონიკიძე წერდა “იყო დრო, როდესაც პრაქტიკულად არც გვყავდა მუსიკისმცოდნეები. მათი გამოხმაურებები ქართული მუსიკის პირველ ნიმუშებზე დღეს გვარწმუნებენ, რომ მუსიკისმცოდნეობის პროფეციონალიზაციასაც რამდენიმე ათეული წელი დასჭირდა.” [4]
თავდაპირველად განვმარტოთ რა როლი აკისრია მუსიკის კრიტიკოსსა და ჟურნალისტს, ეს ორი სფერო ხომ ერთმანეთისაგან ფუნდამენტურად განსხვავდება- „კრიტიკა უნდა დაეხმაროს საზოგადოებას კომპოზიტორის შემოქმედების გაგებაში (ან მიუთითოს მის ნაკლოვანებაზე), მის მიღწევებში დაინახოს ის, რაც თვით მის შემქმნელსაც კი შეიძლება გაუგებრად მოეჩვენოს, იპოვნოს შემოქმედისა და მისი ნაწარმოების ნამდვილი ადგილი. მომავალმა თაობამ იპოვოს საკუთარი ფესვები, განსაზღვროს თავიანთი პერსპექტივები და ადგილი ეროვნული და მსოფლიო ინტელექტუალური ფასეულობების სისტემაში.“[5] მუსიკის კრიტიკის ცენტრში დგას მუსიკის ხელოვნების შეფასებითი მიდგომა მის ყველა გამოვლინებაში. მუსიკის ჟურნალისტიკა კი არის სპეციალური მუსიკალური და ლიტერატურული აქტივობის ფორმა, რომელიც მიეკუთვნება გამოყენებითი მუსიკოლოგიის სფეროს. ჟურნალისტიკა მყისიერად რეაგირებს მუსიკალური ცხოვრების მოვლენებზე და შეიძლება გახდეს თავად მუსიკალური კრიტიკის (შეფასებითი აზროვნების) და მუსიკალური განმანათლებლობის, პოპულარიზაციისა და პროპაგანდის საშუალება. ამრიგად, კრიტიკა მიმართულია მუსიკალური ნაწარმოებების პროფესიულ ანალიზსა და შეფასებაზე, ჟურნალისტიკა კი უფრო ფაქტების წარმოჩენაზეა ორიენტირებული. [6] სამწუხაროდ დღეს მუსიკლაური ჟურნალისტიკა უმეტესად ყვითელ პრესამდეა დაშვებული, მუსიკალური კრიტიკის (თუ შეიძლება ამას კრიტიკა ეწოდოს), უმთავრესი ჟანრი, რომელიც ჩვენთან ყველაზე მეტადაა გავრცელებული, არის რეცენზია, რომელიც როგორც გივი ორჯონიკიძე წერდა, ჩვენთან ძირითადად დამკვიდრდა “ოდისა და სადღეგრძლელოს” ფორმით, რაც განპირობებულია იმით, რომ რეცენზენტები ძირითადად ემოციური ასპექტებით ხელმძღვანელობენ და არა “ჭეშმარიტი ძიების სურვილით” - ცხადია, რომ “ემოცია და კვლევა ერთმანეთს არ უდრის!”[7].
ქართული
მუსიკალური კრიტიკის ფესვებს რომ დავუბრუნდეთ, აღმოვაჩენთ, რომ პირველი ცდები, რომლის
ნიმუშები მე-19 საუკუნის მე-2 ნახევრიდან გვხვდება, აბსოლუტურად განსხვავდება დღევანდელი
რეალობისაგან. თუ XIX საუკუნის
პირველი მუსიკალური კრიტიკოსების პუბლიკაციებს
გადავხედავთ, აღმოვაჩენთ თემატიკის კუთხით მრავალფეროვან სტატიებს, სხვადასხვა შემსრულებლების, დადგმების, მუსიკალური ცხოვრების
შესახებ. ნატიფი მეტაფორებისა და ეპითეტების პოვნის, ორიგინალური შეხედულებები და ამის
გადმოცემის უნარი მეტყველებს მათი ავტორების განსწავლულობაზე. სწორი სიტყვების პოვნა
ხომ მწერლისთვის ყველაზე რთული ამოცანაა ისეთ რთულ საკითხზე, როგორიცაა მუსიკა. “კანონზომიერად გარდაუვალი იყო, რომ თავიდან ჩვენს
მუსიკისმცოდნეობაში ისტორიოგრაფიის როლს კრიტიკა თამაშობდა. ქართული მუსიკის პირველი
რეცენზენტები ხშირად მისი ისტორიკოსებიც იყვნენ. [...] ყოველი მოვლენა, რომელიც ასე
თუ ისე იპყრობდა საზოგადოების ყურადღებას, აუცილებლად საგაზეთო რეცენზიაში ჰპოვებდა
გამოძახილს და ამრიგად, ისტორიის საგანი ხდებოდა.”
[8]
ჩვენი საკვლევი მასალიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შემოვიფარგლეთ ქრონოლოგიური პერიოდით 1846 წლიდან მე-19 საუკუნის ბოლომდე მე-19 საუკუნის საქართველოს ორი ლიტერატურული წყაროს - ჟურნალ “ცისკარისა” და გაზეთ “კავკაზის” მაგალითზე, რომელთა ფურცლებზეც იბეჭდებოდა სახელოვნებო სფეროსთან დაკავშირებული მასალები, მათ შორის მუსიკალურ-კრიტიკული და ჟურნალისტური სტატიების ადრეული ნიმუშები. საკვლევი მასალა დაცულია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკაში და ხელმისაწვდომია, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მხარდაჭერით შექმნილ ვებ-პორტალზე EL.GE[9].
შესწავლილი მასალის ანალიზი თავდაპირველად “ცისკარით” დავიწყოთ,
მიუხედავად
იმისა,
რომ
ეს
იყო
ლიტერატურული
ჟურნალი
და
პუბლიკაციების
უმეტესობა
სწორედ
ამ
სფეროს
განეკუთნებოდა,
ყოველი
ნომრის
ბოლოს
ვნახავთ
რჩევებს
დიასახლისებისთვის, ხილ-ბოსტნეულის
მოყვანა-მოვლის
შესახებ,
“სხუადასხუა
ამბების”
გვერდებს,
რომელიც
ამ
შემთხვევაში
ჩვენთვის
ყველაზე
საინტერესოა,
რადგან
სწორედ
აქ
ვხვდებით
სხვადასხვა
კულტურული
მოვლენის
განხილვას
ანონიმური
ავტორის
მიერ,
ფსევდონიმით “მოლაყბე[11]”, მას
სპეციალური
რუბრიკაც
კი
დაუთმეს
- “სალაყბო
ფურცელი”.
როგორც
ირკვევა
ამ
ფსევდონიმის
უკან
ცნობილი
პოეტი
და
პუბლიცისტი,
მიხეილ
თუმანიშვილი
იდგა,
რომელიც ასევე თანამშრომლობდა გაზეთ
“კავკაზთანაც”
და
აქვეყნებდა
სტატიებს
ქართული
თეატრის
შესახებ.
გამოქვეყნებული
წერილების
ძირითადი
ნაწილი
ინფორმაციული,
აღწერითი
ხასიათის
იყო,
რაც
ძირითადად გვიჩვენებს თუ როგორი
იყო
საზოგადოების
ცხოვრება
მე-19
საუკუნის
მე-2
ნახევრის
თბილისში და რა იყო მათი ინტერესის საგანი. „ცისკარის“ რედაქცია დიდი
ინტერესით
ეკიდებოდა
ოპერისა
და
ბალეტის
თეატრში
მიმდინარე
პროცესებს,
რომლის
გახსნაც
ლექსით
აღნიშნეს.[12]
ჟურნალ „ცისკარის“ დამუშავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია 1858 წელს, პირველ ნომერში, რუბრიკაში “სხუა და სხუა ამბავი”, გამოქვეყნებულმა წერილმა „ოპერის სნეულება“ რომლის ავტორიც მოლაყბე გახლავთ. აქ ავტორი გვიხატავს „ოპერის სნეულებით“ შეპყრობილი ქალაქის სურათს, საიდანაც კარგად სჩანს თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო მათთვის ოპერა:
„...აქეთ-იქედამ ისმოდა მხოლოდ სახელები: როსსანისა, ბელლინისა, დონიცეტისა, ვერდისა,
მეიერბერისა, და ასე გაშინჯეთ ვაგნერიც - ამ თანამედროის გერმანიის კომპოზიტორისა,
რომელსაც შემოუტანია ახალი კანონები მუზიკის ხელოვნებაში და თითქმის გული წაგვიხდინოს
ტკბილ-მოსასმენს იტალიურს ჰანგებზე [...]
შემხვდა ერთი ჩადრიანი ყმაწვილი ქალი, რომელიც მოდიოდა და იძახდა: თქუჱნის ბელლინის მზეს, ჩადრზე ფეხი არ დამიდგათო. - ახლოს ქუჩიდამ ჩამორბოდა ერთი იმერელის მუშა და დაჰსძახიდა.
ფიგარო აქა,
ფიგარო იქა,
ფიგარო ზევით,
ფიგარო ქვევით!...
ასე სულ გადარეულან, ყველას მოჰსდებიათ ოპერის რაღაც სნეულება. პატარა-ბიჭების კივილმა ლ ა დ ო ნ ნ ა მ ო ბ ი ლ ე ს ჴმაზე, ხომ ილაჯი წაიღო….
[...]
გარდა ამისა, ამ
წერილში
ყურადღებას
იქცევს
ბოლო
აბზაციც,
სადაც
მოლაყბე
მკითხველს
ეუბნება,
რომ
მიიჩქარის თეატრში, სადაც
დანიშნულია
“სევილიელი
დალაქის”
პრემიერა და
ამის
შესახებ
შემდეგ
ნომერში
აპირებს
საუბარს.
თუმცა
მომდევნო
ნომრებში
არაფერი
გვხვდება,
რასაც
აღუშფოთებია
მკითხველი,
რომლის
წერილიც
შემდეგ
ნომრებში
დაიბეჭდა
და
გამოხატავდა
გულისწყრომას,
რომ
ჟურნალის ფურცლებზე “სევლიელი
დალაქის”
შესახებ
ვერაფერი
ამოიკითხა.
ვფიქრობ,
ეს
ფაქტი
მნიშვნელოვანი
და
საყურადღებოა,
იმდენად,
რამდენადაც
გამოხატავს
საოპერო
დადგმებისადმი საზოგადოების ინტერესს.
ამ
ფაქტს
საკმაოდ
დიდი
გამოხმაურებაც
მოჰყვა
მოლაყბისა
და
რედაქციის
მხრიდან.
როგორც უკვე აღინიშნა, „ცისკარი“ სალიტერატურო ჟურნალს წარმოადგენს
და გარდა მოლაყბის წერილებისა, საყურადღებოა ამ მზრივ მხატვრული ლიტერატურაც. კერძოდ,
აღსანიშნავია არდაზიანის რომანი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, რომელიც პირველი ქართული მხატვრული ნაწარმოები, სადაც თბილისის
ოპერისა და ბალეტის თეატრს ეთმობა ადგილი, ეს ნაწარმოები ქართული საზოგადოების ანარეკლია,
მას შემდეგ, რაც „ოპერის სნეულება“ ყველას მოედო, „ყველას თეატრი ეკერა პირზე, მაშ, აბა „მაღალ წრეში“ ფეხშედგმული
ადამიანი თეატრში არ წასულიყო? ეს ხომ „თავის მოჭრა“ იქნებოდა.“[13] ოპერისა და ბალეტის თეატრს მართლია სულ მცირე მონაკვეთი
აქვს დათმობილი, მაგრამ ძალიან კარგად ჩანს „სავაჭრო კაპიტალით „გააზნაურებულ მდაბიოთა“ თეატრალური განწყობილება“.[14]
გადავიდეთ
გაზეთ „კავკაზზე”, ამ შემთხვევაში თემატიკისა და გამოქვეყნებული სტატია-რეცენზიების
რაოდენობის მხრივ დიდი მრავლფეროვნება გვაქვს.
აქ შევხვდებით როგორც ინფორმაციულ აღწერით ტექსტებს ოპერისა და ბალეტის თეატრის,
ცალკეული შემსრულებლებისა და დასების შესახებ, სხვადასხვა დადგმებისა და ნაწარმოებების
შესახებ კრიტიკულ რეცენზიებსა და სტატიებს. რეცენზენტების კრიტიკულ ტონს (1846 წ.
NN38, 39, 41, 42, 43, 48, 50, 52) თეატრის ადმინისტრაციის გულისწყრომა გამოუწვევია,
რის შემდეგადაც, როგორც შემდეგ ნომრებში ვხედავთ, ავტორებმა კრიტიკა შეარბილეს. თუ “ცისკარში” უპირატესად „მოლაყბის“ ნარატივი ეხებოდა
მიმდინარე პროცესებს, “კავკაზში” სხვა ავტორებთან
ერთად (გრაფი სოლოგუბი) ძირითადად ორი
ანონიმური ავტორი გვხვდება, რომლებიც ფსევდონიმებით იბეჭდებიან - M*** და „ექს”/„ეკს”.
ამ ეტაპისთის „კავკაზის“
1840-იანი 90-იანი წლები პერიოდით შემოვიფარგლებით. როგორც უკვე აღვნიშნე, მუსიკალურ
მოვლენებთან დაკავშირებული სტატიებში მრავალფეროვანი თემატიკა იკვეთება და გთავაზობთ
“კავკაზში” გამოქვეყნებული
მუსიკალურ
მოვლენებთან
დაკავშირებულ
სტატიების
თემატიკას:
· თბილისის ოპერისა
და
ბალეტის
თეატრის შესახებ
- აღწერითი ხასიათის წერილები - სარემონტო
სამუშაოები,
ფასადი, დარბაზის
წყობა,
ინტერიერი
და
ა.შ.
· კრიტიკული წერილები
სხვადასხვა
საშემსრულებლო
დასის
შესახებ
· კრიტიკული წერილები
ცალკეული
შემსრულებლების შესახებ
· კრიტიკული წერილები
ორკესტრებისა
და
დირიჟორების
შესახებ
· კრიტიკული წერილები საოპერო სპექტაკლების სხვადასხვა
დადგმების
შესახებ
· კრიტიკული
წერილები
კომპოზიტორებისა და მათი ნაწარმოებების შესახებ
· წერილები ეპოქის
ისტორიული
მოვლენების
შესახებ
· განცხადებები მუსიკალური
ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ
· წერილები ტიფლისის მკვიდრთა მუსიკალურ-კულტურული ინტერესების შესახებ
ამ მასალების
ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ მე-19 საუკუნის მეორე ნახევრში ევროპეიზაციის გზაზე დამდგარი ქართული საზოგადოების
დიდი ნაწილის ინტერესი მუსიკალური მოვლენებისაკენ იყო მიმართული და შესაბამისად პრესაც
აქტიურად აშუქებდა ამ პროცესებს. ავტორებს შორის არიან ანონიმები, ცნობილი მოღვაწეები,
მწერლები, მუსიკოსები და მუსიკის მოყვარულები. ქართული მუსიკალური კრიტიკულ/ჟურნალისტური
აზრიც ამ ვითარებაში ყალიბდება და საფუძველს უქმნის პროფესიული მუსიკალური კრიტიკული
აზროვნების ფორმირებას. ამ პროცესს კი ათწლეულები დასჭირდა.
გამოყენებული
ლიტერატურა:
[1] Carl
Dahlhaus, J. B. Robinson - Foundations of Music History - გვ.14
[2] https://music.sas.ac.uk/fmc/project-description.html
[3] https://www.luigiboccherini.org/about-the-journal/
[4]გივი ორჯონიკიძე - "თანამედროვე ქართული მუსიკა ესთეტიკისა და სოციოლოგიის შუქზე” - თავი V - მუსიკისმცოდნეობა. მუსიკის გაგების პრობლემები. კრიტიკა - “ხელოვნება”, თბილისი, 1985
[5] https://www.belcanto.ru/14061602.html - Что создаёт музыкальный критик?
- Валентин Предлогов, 16.06.2014
[6]https://studylib.ru/doc/2128413/l.b.-bayahunova-sovremennaya-muzykal._naya-kritika--nablyudeniya Л.Б. Баяхунова - Современная музыкальная критика:
наблюдения за особенностями жанра.
[7] გივი ორჯონიკიძე - "თანამედროვე
ქართული მუსიკა ესთეტიკისა და სოციოლოგიის შუქზე” - თავი V - მუსიკისმცოდნეობა. მუსიკის გაგების პრობლემები.
კრიტიკა - “ხელოვნება”, თბილისი, 1985 -
გვ. 246
[8] გივი ორჯონიკიძე - "თანამედროვე
ქართული მუსიკა ესთეტიკისა და სოციოლოგიის შუქზე” - თავი V - მუსიკისმცოდნეობა. მუსიკის გაგების პრობლემები.
კრიტიკა - “ხელოვნება”, თბილისი, 1985 - გვ.227
[9] https://el.ge/
[10] https://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/2
[11] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=2&t=12613
[12] ჟურნ. „ცისკარი“ N4 –
1852 წ.
[13] შალვა კაშმაძე
- „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი“ - ნაწილი
პირველი 1851-1921 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო
პროფესიული თეატრი - თბილისი 2015 - გვ.103
[14] შალვა კაშმაძე
- „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი“ - ნაწილი
პირველი 1851-1921 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო
პროფესიული თეატრი - თბილისი 2015 - გვ.104
[1] გაზეთი
სხვადასხვა წლებში სხვადასხვა სიხშირით გამოიცემოდა: 1846-1851 წლებში, კვირაში
ორჯერ, 1868-1876 წლებში- კვირაში სამჯერ, ხოლო 1877-1918 წლებში გახდა ყოველდღიური
გამოცემა.
Comments
Post a Comment