ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის
სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი
მარიამ
ჭეიშვილი
ახალი წელი, წლის ყველაზე მაგიური პერიოდია,
მომავლის რწმენას რომ უღვიძებს ადამიანს. ჩვენი პლანეტის მაცხოვრებელთა ოცნებები და
სურვილები სითბოს ერთ დიდ ნაკადად იღვრება ატმოსფეროში და ყველას გულსა და სულს ეხება.
ყოველთვის არსებობს სინათლის პატარა წერტილი, რომელიც უკუნი ღამის სიბნელეს ებრძვის,
სითბოთი და სისიხარულით ავსებს ადამიანთა გულებს, იმედსა და მომავლის რწმენას უნერგავს
მავანს. საბედნიეროდ, ასეთი პატარა წერტილები
ყოველთვის იყო და ყოველთვის იქნება, რა თქმა უნდა, ყველა მათგანზე ამ პატარა
ბლოგპოსტში ვერ ვისაუბრებ. ამჯერად, თქვენს ყურადრებას “საშობაო ანგელოზების მელოდიაზე”
შევაჩერებ, რომელიც კონსერვატორიაში 25 დეკემბერს ჩატარდა. ეს გახლავთ თბილისის სახელმწიფო
კონსერვატორიის სტუდენტური გაერთიანების მიერ ორგანიზებული (კურატორი - ელენე ელიოზიშვილი)
წინასაახალწლო კონცერტი, რომელმაც სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები გააერთიანა. უნდა
აღინიშნოს, რომ წინასაახალწლო კონცერტები უკვე ტრადიციად იქცა და სტუდენტური თვითმმართველობის
ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება. წელსაც ორ ძალიან კარგ საღამოს სთავაზებენ მსმენელს,
ერთ-ერთი, როგორც უკვე აღვნიშნე, “საშობაო ანგელოზის მელოდია” გახლავთ, ხოლო მეორე
30 დეკემბერს, 18:00 საათზე, კონსერვატორიის
დიდ დარბაზში გაიმართება. მუსიკის ყველა მოყვარულს ვურჩევ, რომ არ გამოტოვონ ეს შესაძლებლობა.
რაც
შეეხება 25 დეკემბერს ჩატარებულ კონცერტს, მისი მიზანი დედამიწაზე ყველაზე ღირსეული
და დიადი გახლდათ - დახმარებოდნენ, მას, ვისაც
ეს ყველაზე მეტად სჭირდება. სტუდენტურმა გაერთიანებამ, სამხატვრო აკადემიასა და მათ
სტუდენტურ თვითმმართველობასთან (თავმჯდომარე - თამარ საბაური, პროექტის კურატორი -
ანა დედაბრიშვილი) თანამშრომლობით კონსერვატორიის მცირე დარბაზის ფოიეში შემოგვთავაზეს
სტუდენტებისა და ლექტორების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, სახელწოდებით:
„საშობაო ანგელოზის მელოდია“. გარდა ამისა, კიდევ ერთი, რაც ამ საღამოს გამოარჩევდა იყო ის,
რომ წელს სტუდენტური გაერთიანება ჩაერთო მოძრაობა “ჩემი ქალაქი მკლავს” ძალიან კეთილ
და ტრადიციად ქცეულ საქველმოქმედო აქციაში #აჩუქეახალიწელი, რომელიც 600-მდე ბენეფიციარის,
ხანდაზმულის, ბავშვისა და შშმ პირისათვის დახმარებას გულისხმობს.
ახალი
წელი ხომ ყველაზე მაგიური დღესასწაულია.
ახალ
წელს ოცნებები ხდება!
კონცერტზე
ყველას ჰქონდა შესაძლებლობა პროექტში ჩართულიყო და შეძლებისდაგვარად სხვა ადამიანთათვის
ეჩუქებინა ახალი წელი, საკუთარი თავისთვის კი ის მაგიური და საოცარი გრძნობა, რასაც
სხვისთვის გაწვდილი დახმარების ხელი ჰქვია. კონსერვატორიის ფოიეში განთავსებული იყო
შემოწირულობის ყუთი, შეგროვებული თანხა კი სრულად გადაერიცხა აქციას #აჩუქეახალიწელი.
მინდა
ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამ საღამოს ორგანიზატორს, ელენე ელიოზიშვილს
და თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც მცირედი წვლილი შეიტანა ამ კეთილ საქმეში.
ასევე, განსაკუთრებული მადლობა კონცერტში მონაწილე კონსერვატორიის სტუდენტებს: რობერტ
ლომიას (გიტარა);გაბრიელ ბერიძეს (ვიოლინო); კესარია ქარელაშვილს (ვიოლინო); ბუკა ქორიძეს (ფაგოტი); მერაბ ყატაშვილს (კლარნეტი); ნიკოლოზ შარიქაძეს (ფლეიტა); დავით ქორიძეს (ფაგოტი); ერეკლე გურგენიძეს (სოლო აკადემიური სიმღერა); ელისაბედ ჩხეიძეს (ვოკალი), მარიკა სარჯველიძეს (ფორტეპიანო); კონსერვატორიის სტუდენტთა გუნდს და დირიჟორებს, ტატო ბულისკერიასა და მარიამ საცერაძეს; ირინა დუმბაძეს, რომელიც შესანიშნავად წარუძღვა საღამოს. ასევე, სპეციალურად მოწვეულ კონცერტმაისტერს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ნატალია ჭანტურიშვილს.
შორს
რომ აღარ წავიდე,
გაუმარჯოს
ახალ წელს!
ყოველ
ახალ დღეს!
ახალ
შანსს!
და
ვეცადოთ, ბედნიერების სხივები მოვფინოთ ადამიანთა გულებს.
ბედნიერ ახალ წელს
გისურვებთ! 🙂
______________
პროექტის
შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა შეგიძლიათ იხილოთ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა
და სტუდენტური გაერთიანების
ოფიციალურ Facebook გვერდებზე.
Comments
Post a Comment