შალვა მშველიძის საიუბილეო კონცერტი: ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა თანამედროვე საზოგადოებრივ-სოციალურ კონტექსტში

 

ავტორი: ელენე ბუიშვილი

ბაკალავრიატი, III კურსი

საგანი - რედაქტირება

საგნის ხელმძღვანელი - ლალი კაკულია



    33- საერთაშორისო ფესტივალიშემოდგომის თბილისიწელს განსაკუთრებულად აღინიშნა. შალვა მშველიძის დაბადებიდან 120 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 2025 წლის 21 სექტემბერს ჩატარდა. საღამო იყო აღიარება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი კომპოზიტორის, რომელმაც დაიწყო ახალი გზების ძიება  ქართულ საგუნდო მუსიკაში, ჩამოაყალიბა ეროვნული ინსტრუმენტული სტილი და საფუძველი ჩაუყარა ეპიკურ სიმფონიზმს. კონცერტს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და საზოგადოებაში ეროვნული იდენტობის განმტკიცებაში.  





    მიუხედავად ზემოთ თქმულისა, ჩვენი ყურადღება მიიქცია იმანრომ დამსწრე აუდიტორიის ძირითადი ნაწილი საშუალო და ხანდაზმული ასაკის კატეგორიას წარმოადგენდა. ეს ფაქტი ხაზს უსვამს თანამედროვეობის ერთ-ერთ გამოწვევას - როგორ შეიძლება ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა გახდეს უფრო მიმზიდველი ახალი თაობისთვის. ხშირი ფესტივალები და კონცერტები ხელს უწყობს მივიწყებული მუსიკალური ტრადიციების გახსენებას და აქტუალიზაციას. კონცერტმა წარმოაჩინა, რომ მშველიძის მუსიკა არა მხოლოდ ისტორიას ეკუთვნის, არამედ იმსახურებსდღესაც ჟღერდეს დიდ სცენაზე


       კონცერტი ორი განყოფილებისგან შედგებოდა, სადაც შესრულდა შალვა მშველიძის გუნდები თანხლების გარეშე, სიმფონიური პოემა - „ზვიადაურიდაფხოური სადიდებელი“ - გუნდი ოპერიდანდიდოსტატის მარჯვენა“. მასში მონაწილეობდნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, დირიჟორების არჩილ უშვერიძისა და დავით მუქერიას ხელმძღვანელობით. შემსრულებლების ძალისხმევა მიმართული იყო იმისკენ, რომ გამოეხატათ კომპოზიტორის ხელწერის ინდივიდუალობა და მისი აქტუალობა თანამედროვეობაში.

 

    საგუნდო ნომრებით წარმოჩინდა შალვა მშველიძის ინოვაციურობა - გუნდების მუსიკა, ერთდროულად, ქართული ჰარმონიითა და თანამედროვე მუსიკალური ენით, აერთიანებდა ეროვნულ  ელემენტებს, სიმფონიური პოემაზვიადაურიკი მისთვის დამახასიათებელ დრამატიზმთან ერთად ემოციური სიღრმითაც გამოირჩა, რაც მშველიძის მუსიკის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია


       კონცერტზე წარმოდგენილი იყო შემდეგი გუნდები: “მთასა კლდიანსა”, “შუაფხოს ღამე”, “ჭიჩოზე ნისლის კოტორნი”, “წყაროზე თუნგით ჩახვედი”, “ციხეგორს გალობს ბულბული”, “ერეკლეს დატირებადაფშაური”. მათგან, პირადად ჩემზე, განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ბოლო ორმა - „ერეკლეს დატირებადაფშაური“ (ფორტეპიანოს თანხლებით). სოლისტებმა, შიო აბრახამიამ და ზაზა სიდამონიძემ გამოხატეს მშველიძის მიერ გუნდებში ჩაქსოვილი ქართული სულისკვეთება, რასაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა ფშაურმა კილომ თავისი ღრმა, მელანქოლიური ხასიათით. განსაკუთრებით ემოციური იყო კულმინაციური მონაკვეთები, რომლებიც ენერგიულობით, დინამიურობითა და მკვეთრი რიტმული აქცენტებით გამოირჩეოდა. ამგვარად წარმოჩინდა მშველიძის შემოქმედების მთავარი კონცეფცია - ეროვნული იდენტობა და ისტორიული ფასეულობები, რომლებიც შერწყმულია თანამედროვე მუსიკალური ენის გამომსახველობით საშუალებებთან.  


    რაც შეეხება სიმფონიურ პოემასზვიადაური“, მისი ოთხივე ნაწილი საერთო კონცეფციითა და შინაარსით ერთიანდება. შემსრულებლების კონცენტრაციამ, სინქროულობამ და მათმა პროფესიონალიზმმა ნაწარმოების ერთიანი ტალღა შექმნა, სადაც წარმოჩინდაზვიადაურისმთავარი იდეა. ორკესტრი დინამიურობით, გამართული ჟღერადობითა და ცოცხალი ინსტრუმენტული ხმოვანებით გამოირჩეოდა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო კონტრასტული თემების დაპირისპირება, რამაც საბოლოოდ მიგვიყვანა კულმინაციამდე. ბნელი მოტივები ნათელ ფერებთან ერთად წარმოაჩენდნენ  თითოეული გმირის ინდივიდუალურ მხატვრულ სახეს და მათ ადათ-წესებს.  


      აღსანიშნავია სიმფონიური პოემის მეორე ნაწილი - “ჩონგური”, სადაც ნათლად გამოიხატა ჩონგურის იმიტაცია, რომლის ფონზეც ჟღერდა ჩრდილო-კავკასიური ლირიკული ინტონაცია. მკაფიო იყო კონფლიქტის სცენა ზვიადაურისა და ქისტებს შორის, რაც საბოლოოდ ზვიადაურის ტრაგიკული სიკვდილით დასრულდა

      კონცერტი დაგვირგვნდა გუნდით - „ფხოური სადიდებელი“ (ოპერიდანდიდოსტატის მარჯვენა“). ორკესტრი და გუნდი ჰარმონიულად ერწყმოდა ერთმანეთს, რამაც განაპირობა შესრულების მაღალი ხარისხი, ამაღლებული განწყობა, მკაფიო კულმინაცია და გრანდიოზული ფინალი.


    შალვა მშველიძის შემოქმედება მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა, რაც საიუბილეო კონცერტმაც დაადასტურა. სამწუხაროა, რომ დღესდღეისობით, მშველიძე არ არის საკმარისად დაფასებული და მისი ნაწარმოებები ხშირად არ სრულდება. განსაკუთრებით გულდასაწყვეტია, რომ ახალგაზრდები საერთოდ არ იცნობენ მის შემოქმედებას და არც ინტერესდებიან კლასიკური მუსიკის ღირებულებებით, თუმცა დასაფასებელია ის ფაქტი, რომ ისეთი ფესტივალები, როგორიცშემოდგომის თბილისია“, საშუალებას იძლევა ჟღერდეს თითქმის უკვე მივიწყებული მუსიკა, რომელიც აუცილებელია ქართველი ერის ცნობიერების ამაღლებისთვის და მუსიკალური აღქმის ჩამოყალიბებისთვის.

 

          გიზიარებთ ფოტომასალას:



შ. მშველიძე, ო.თაქთაქიშვილი, რ. ლაღიძე, ს. ცინცაძე, ა. მაჭავარიანი


შ.მშველიძე, ს. პროკოფიევი, ა. ხაჩატურიანი


   

 შ. მშველიძე, ზ.ფალიაშვილი და სხვები.

Comments