შეხვედრა კომპოზიტორ იოსებ ბარდანაშვილთან და ოპერა “ევას” პრემიერა

 

ავტორიელენე ბუიშვილი

ბაკალავრიატი, III კურსი

საგანი - რედაქტირება

საგნის ხელმძღვანელი - ლალი კაკულია



იოსებ ბარდანაშვილი, ამჟამად, ისრაელში მოღვაწე ქართველი კომპოზიტორია. იგი თანამედროვე ქართული მუსიკის იმ წარმომადგენლებს მიეკუთვნება, რომელთა შემოქმედებაში ეროვნული და უნივერსალური მუსიკალური ფენომენები განსაკუთრებულად ორგანულად თანაარსებობენ. ამას მკაფიოდ უსვამს ხაზს როგორც კომპოზიტორის ბიოგრაფია, ასევე ის ნამუშევრები, რომლებზეც მან შეხვედრაზე 3 დეკემბერს ისაუბრა



შეხვედრაზე მოვისმინეთ ორი ნაწარმოები, რომელთაგან პირველი იყო კონცერტი ფლეიტისა და სიმებიანი ორკესტრისთვის. ნაწარმოები შექმნილია მელოდიის - “წამოდი ერთად ვიაროთ” - მიხედვით, რომელიც ბატონმა იოსებმა მეგობრებს მიუძღვნა. კონცერტი ხეტიალის თემას ეხება. ეს არის თემა, რომელსაც კომპოზიტორი ხშირად მიმართავსხეტიალის მოტივი გასდევს მის პირველ და მეორე სიმფონიებს, აგრეთვე ოპერას, რომელიცმოხეტიალე ებრაელებისამბავს ეხმიანება. ფლეიტის კონცერტში გვხვდება ლირიკული მოტივებიც. როგორც თავად ავტორი აღნიშნავს, “კომპოზიტორების ცხოვრება ასეთია: შემოივლიან მთელ მსოფლიოს, მაგრამ მაინც რჩებიან ქართველებად, ფრანგებად, რუსებად და ..” კონცერტის დასასრული მოულოდნელია: შემსრულებლები მოტრიალდებიან დარბაზისკენ, რითაც მსმენელი ხვდება, რომ ნაწარმოები დასრულდა, თუმცა მუსიკა თითქოს არ დასრულებულა და ტოვებს კვალს სიჩუმეში

 

შეხვედრაზე ასევე გაიჟღერა ათი მინიატურისგან შემდგარმა ციკლმა, რომელიც იოსებ ბარდანაშვილმა დაწერა მისი მეგობრისთვის, პიანისტ Ofra Yitzhaki-სთვის. იგი ბარდანაშვილის საფორტეპიანო მუსიკის აქტიური შემსრულებელია. კომპოზიციები ეფუძნება ბარდანაშვილის წერილებს, რაც ნაწარმოებს ინტიმურ ხასიათს სძენს. თითოეული მინიატურა განსხვავებულ განწყობას გვიქმნის და თან ერთვის სათაურები: “არ ვიცი, ვინ ვარ მე”, “უსასრულო სამყარო”, “გუშინ შოპენზე ვისაუბრეთდა სხვა. მინიატურების ციკლმა, ისევე როგორც ფლეიტის კონცერტმა, სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე აუდიტორიაზე და უფრო ახლოდან დაგვანახა კომპოზიტორის ცხოვრებისა და შემოქმედების განვლილი გზა

 

იოსებ ბარდანაშვილმა ისაუბრა მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის დასაწყისზე, რომელზედაც დიდი გავლენა მოახდინა მისმა ერთგულმა მეგობარმა პიანისტმა ნანა ხუბუტიამ, რომელიც წარმატებით ასრულებდა კომპოზიტორის საფორტეპიანო ნაწარმოებებს. ასევე აღნიშნა კომპოზიტორ გია ყანჩელის თანადგომა, რომელიც პოპულარიზაციას უწევდა მის შემოქმედებას და ხელს უწყობდა მას პროფესიულ ზრდა-განვითრებაში

 

იოსებ ბარდანაშვილი და გია ყანჩელი 


იოსებ ბარდანაშვილმა  ისაუბრა აგრეთვე ოპერაზე - “ევა”, რომლის პრემიერაც წინ გველოდა. ოპერის სახელწოდება გარკვეულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. სახელი ევა, რომელიც ბატონი იოსების ქალიშვილს ჰქვია, რიცხობრივი მნიშვნელობით 18 - ნიშნავს, რაც სიცოცხლის ნიშანია. ოპერა დაიდგა ისრაელში, გერმანიაში, საფრანგეთში, რაც მოწმობს მის მხატვრულ ღირებულებაზე. “ევათავდაპირველად, ებრაულ ენაზეა დაწერილი, ისევე როგორც კომპოზიტორის უმეტესი მსხვილი ფორმის ვოკალური ნაწარმოები, თუმცა შემდეგ ითარგმნა გერმანულ, ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზეც. ოპერის ლიბრეტოს ავტორები არიან ალექსეი პარინი და ჯემალ აჯიაშვილი. ბატონი იოსების თქმით, “ტექსტის ენის შეცვლა ხშირად იწვევს ინტონაციური ხაზისა და აქცენტების გარდაქმნას, ამიტომ საჭიროა, გარკვეულ დათმობებზე წასვლა მელოდიური ფრაზებისა და ენის ურთიერთშეთავსებისას.” 

 

რაც შეეხება ოპერის პრემიერას, რომელიც 4-5 დეკემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართა, წარმატებით ჩაიარა და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე. საოპერო დადგმა პროექტთანამედროვე ოპერის განვითარებისფარგლებში განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ოპერის პროპაგანდას საქართელოში, რასაც მხარს უჭერს კულტურის სამინისტრო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან თანამშრომლობით. სპექტაკლის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის  რეჟისორსა და სცენოგრაფს - ირინა გაჩეჩილაძეს

 


მონოოპერაევაგვიყვება ქალის გამოღვიძების, ვნების და თვითგამოხატვის შესახებ. ჩადენილი ცოდვის შემდეგ ევა ხდება ღვთისმოშიში და უახლოვდება ღვთიურ საწყისს


ევასსიუჟეტი მუსიკალური თვალსაზრისით საინტერესოდ და განსხვავებული კონცეფციით არის წარმოდგენილი. აღსანიშნავია, ინსტრუმენტების კამერული შემადგენლობა (ფორტეპიანო-რატი გვალია, ორი ვიოლინო-ნიკოლოზ ჯაფარიძე, იოანე ტუღუში, კლასიკური გიტარა-ალექსანდრე თიბელიშვილი, პერკუსიონი-ბაჩანა კიკნაძე) სადაც თითოეული მათგანი ჩართულია მოქმედებაშიგანსაკუთრებით დიდი როლი ფორტეპიანოს უკავია, რომელიც ერთ-ერთ პერსონაჟს - გველს განასახიერებს. გამომსახველი და ექსპრესიული ფერებითაა გამსჭვალული ევას მხატვრული სახე. შთამბეჭდავია სოლისტის, ირინა შერაზადიშვილის, სასცენო ოსტატობა, რომელმაც თითოეული დეტალი დახვეწილად და პროფესიონალურად შეასრულაარანაკლებ მომხიბვლელი იყო დანარჩენიპერსონაჟების” (ინსტრუმენტალისტებისპარტია.

 

ევაავანგარდული სტილის ოპერაა, რომელსაც მარადიული შინაარსი უდევს საფუძვლად, რაც მის აქტუალობას განაპირობებს. ოპერაში გამოყენებულია მინიმალური სადა სცენური გაფორმება, სადაც თითოეულ დეტალს თავისი მნიშვნელობა და სიმბოლური დატვირთვა აქვს. ოპერის მუსიკა მძაფრად ემოციურია, რაც კიდევ უფრო მძაფრდება ერთაქტიანი სტრუქტურითა და ერთიანი განვითარებით.  


ოპერაევაკომპოზიტორის ერთ-ერთ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ეს ოპერა არის ახლო წარსულის, თანამედროვეობისა და ამავდროულად, მარადიულობის სახე, რაც ყველა ადამიანს უკავშირდება. ევას სახეში შეგვიძლია ამოვიცნოთ ჩვენი მანკიერი თვისებები და ვიპოვოთ გზა ღმერთისკენ

         

 გთავაზობთ ფოტომასალას ოპერა "ევას" პრემიერიდან (წყარო: fb. Israel in Georgia)










Comments