კომპოზიტორ რამაზ კემულარიას საიუბილეო კონცერტი



ავტორიელენე ბუიშვილი

ბაკალავრიატი, III კურსი

საგანი - რედაქტირება

საგნის ხელმძღვანელი - ლალი კაკულია



კომპოზიტორ რამაზ კემულარიას საიუბილეო კონცერტი, რომელიც თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში 2025 წლის 10 დეკემბერს ჩატარდა, ერთ-ერთი გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო თანამედროვე ქართველ კომპოზიტორთა კონცერტებს შორის.[1] მისი ჩატარების ორგანიზატორი და იდეის ავტორი გახლდათ საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი, ხოლო მხარდამჭერი საქართველოს კულტურის სამინისტრო.


  

         

 კონცერტში ცალკეულ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობდა კამერული ორკესტრითბილისის კონცერტინოგიორგი შილაკაძის დირიჟორობით. კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარემ, ბატონმა გიორგი შავერზაშვილმა, კონცერტის მსვლელობისას სიტყვით მიმართა აუდიტორიას და აღნიშნა, რომ  “თბილისის კონცერტინოკომპოზიტორ შავლეგ შილაკაძის სახელობისაა და წლების განმავლობაში აქტიურად ეწევა ქართული მუსიკის პროპაგანდას. ასევე ისაუბრა რამაზ კემულარიას მრავალფეროვანი შემოქმედებითი გზის შესახებ, რომლის განმავლობაშიც მან შექმნა სიმფონიური, სოლო, საოპერო და საგუნდო ნაწარმოებები. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მისიხორუმი”, რომელსაც ჯერ კიდევ კონსერვატორიაში ყოფნის დროს, ალექსი მაჭავარიანის დიდი მოწონება დაუმსახურებია

 

კონცერტი საგუნდო ნაწარმოებებით გაიხსნა, რომლებმაც ნათლად წარმოაჩინა კომპოზიტორის მუსიკალური აზროვნების თავისებურებანი. გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდის მიერ, ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით, შესრულდა გუნდები: “მოწამეთა” - დენიზა სუმბაძის ლექსის მიხედვით, “აბა დელადაჯვარცმა” - სოსო ნადირაძის ლექსის მიხედვით (“სააღდგომო ვნების კვირეულის საგალობლებიდან”).



გუნდიმოწამეთატექსტის დრამატული შინაარსით და ინტენსიური ჟღერადობით ხასიათდება, რამაც ძლიერი ემოციური ზემოქმედება მოახდინა მსმენელზე. “აბა დელაგლოსოლალიებზე აგებული გუნდია, რომელიც დინამიკური მრავალფეროვნებითა და ენერგიულობით გამოირჩევა, ხოლოჯვარცმასმკვეთრი კულმინაციები და ტექსტის რეჩიტატიულ-დეკლამაციური გამღერება ახასიათებს

 

თხზულებადიალოგებიდაწერილია ფორტეპიანოს (თამარ ლიჩელი), ფლეიტისა (ირაკლი ევსტაფიშვილი) და კლარნეტისთვის (დიმიტრი ბოქოლოშვილი). ჩასაბერების პარტიაში იკვეთება ქრომატიული სვლები, რაც შემდეგ ვითარდება ფორტეპიანოს ენერგიულ და რიტმულად მკაფიო პარტიასთან ერთად. აქტიური მუსიკა გადაიზრდება მშვიდ, ლირიკულ მელოდიაში. მას თან ახლავს დისონანსური ჟღერადობებიც, რომელთაც ლირიკულ-რომანტიკული ელფერი აქვთ. კანტილენური მელოდიკა ნაწარმოებს გვიანრომანტიკულ სტილთან აახლოებს, ხოლო კოლორიტული, ფერადოვანი ჟღერადობა იმპრესიონისტული ესთეტიკის ნიშნებსაც ავლენს. ინსტრუმენტების ტემბრული შესაძლებლობები ოსტატურად არის გამოვლენილი ზოგჯერ ცალკეული საკრავის პარტიაში დიალოგის სახით (განსაკუთრებით ფლეიტისა და კლარნეტის), ხან კი პარტიტურის საერთო ხმოვანებაში.

 

 

განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა ფორტეპიანოსთვის დაწერილმა ნაწარმოებმა - “ოსტინატო” (თამარ ლიჩელის შესრულებით), რომელიც ეძღვნება 9 აპრილის ტრაგედიას. ბანის ოსტინატური მოტივის ფონზე განვითარებული მელოდია ტრაგიკული შინაარსითა და ბნელი ფერებითაა გაჯერებული, რაც აღნიშნულ მოვლენას უკავშირდება. სევდისა და ტკივილის ინტონაციებში ჩართული ქართული მუსიკალურიელემენტებიხაზს უსვამს არა ცალკეული პიროვნების, არამედ მთელი ქვეყნის უმძიმეს განცდას. აღსანიშნავია თამარ ლიჩელის პროფესიონალიზმი, რომელიც შესრულებისას ყველა ნიუანსს მკაფიოდ და გამომსახველად გადმოსცემს



თემა ვარიაციებით ფაგოტისა (ლევან გოცირიძე) და სიმებიანი ორკესტრისთვის გამოირჩეოდა კონტრასტულობითა და დრამატურგიული ერთიანობით. თითოეული ვარიაცია განსხვავებული განწყობილებითა და ფაქტურით ხასიათდება - რიტმულად მკაფიო, გამჭვირვალე, ლირიკული, მოძრავი, რეჩიტატიული თუ დიალოგური ეპიზოდები ქმნიან თანმიმდევრულად და ლოგიკურად აგებულ ფორმას. ფაგოტის პარტია მოქნილი და მღერადია, ხოლო ორკესტრი, უმეტესად, თანხლების ფუნქციას ასრულებს, თუმცა ზოგიერთ ვარიაციაში აქტიურ თანამონაწილედაც გვევლინება. დასკვნითი ვარიაციები პოზიტიურ, ცოცხალ განწყობას ქმნის



იავნანას და ხორუმის ჩანახატებივიოლინოსა (ანა სონგულია) და სიმებიანი ორკესტრისთვისაა დაწერილი. მასში იკვეთება ეროვნული ჟანრული კონტურები. იავნანას ლირიკული, მშვიდი, მელანქოლიური, გამჭვირვალე მელოდია ერწყმის ხორუმის ცოცხალ, აქტიურ მეტრო-რიტმულ ფიგურაციებს

 


საკონცერტო პროგრამა დასრულდა N3 საყმაწვილო კონცერტით, რომელიც ბავშვური სიხალისით, მარტივი, დასამახსოვრებელი მელოდიითა და გამჭვირვალე ფაქტურით ხასიათდება. საფორტეპიანო პარტია შეასრულა სესილი მესხმა. მისთვის, როგორც ახალგაზრდა პიანისტისთვის, ამ ნაწარმოების შესრულება საპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო. ფინალი ენერგიული, ტექნიკურად რთული, ეფექტური ჟღერადობით დაგვირგვინდა.



საიუბილეო საღამომ წარმატებით ჩაიარა. მსმენელს საშუალება მიეცა, პირველად, ერთი კონცერტის ფარგლებში მოესმინა რამაზ კემულარიას რამდენიმე თხზულება, შეეფასებინა მისი მუსიკალური აზროვნების თავისებურებები და საკომპოზიტორო ტექნიკა

 

კონცერტის დასასრულს კომპოზიტორმა მადლობის სიტყვით მიმართა შემსრულებლებსა და აუდიტორიას.


 

ფოტომასალის წყარო: FB. საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.



      


[1] რეცენზიის დროული გამოქვეყნება შემოდგომის სესიების გამო შეფერხდა.                                                                               

                                                                                                                                                                    


Comments