ავტორი: სალომე მერაბიშვილი
XX საუკუნე ნოვაციათა ეპოქაა. მრავალმა ისტორიულმა და მეცნიერულმა ფაქტორმა თუ ადამიანის მისწრაფებამ სიახლეებისკენ გამოიწვია ეს მოვლენა ყველა სფეროში. რა თქმა უნდა, მუსიკა ამ მხრივ გამონაკლისი არ ყოფილა. ამ საუკუნის მელოდიებში მკაფიოდ ამოვიცნობთ კომპოზიტორების ახლებურად გააზრებულ მუსიკალურ ბგერასა და მათი გამოხატვის მრავალ ახალ სპეციფიკას, რაც ნათლად ჩანს ფრანგი კომპოზიტორის, ედგარ ვარეზის შემოქმედებაში. როგორც თავად ამბობს, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბგერის განთავისუფლება (ამ მხრივ ნამდვილად საინტერესოა მისი შემოქმედება), თუმცა, იყო კი ეს სინამდვილეში ბგერის გა-თავისუფლება?...
ვარეზი... რა თქმა უნდა, ვარეზის შემოქმედება თავისი არსით და იდეურობით ნამდვილად ღრმა და ფასეულია. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი მემკვიდრეობა თორმეტიოდე თხზულებას მოიცავს, შეიძლება ითქვას, ვარეზის დარი დაუღალავი შემოქმედებითი შრომა, მიზანსწრაფულობა, მკაფიო პრინციპულობა და მუდამ ახლის ძიებაში ყოფნა, ნამდვილად ბევრი მოღვაწისთვის შესაშური თვისებებია.
ჩემი პოზიციის არგუმენტაციისთვის მოკლედ მიმოვიხილოთ ვარეზის შემოქმედების ზოგადი პრინციპები: მისთვის უცხოა ლირიკა, როგორც ასეთი, თანაგანცდის უნარი, იგი თითქოს ლახავს მუსიკისთვის დამახასიათებელ ამ ტრადიციულ თვისებებს და უახლოვდება გაუცხოებული ემოციის მდგომარეობას. სწორედ ამ შინაგანი მოთხოვნილების გამო, ვარეზისთვის ნაკლებად აქტუალურია სიმებიანი საკრავები, მას ბოლომდე არც ჩასაბერების შეზღუდული შესაძლებლობები აკმაყოფილებს. მისთვის ყველაზე ახლო დასარტყამი საკრავები აღმოჩნდა და მათ იყენებს არა ტრადიციულად, ხმის გასაძლიერებლად, არამედ – როგორც დამოუკიდებელ საკრავებს. ვარეზი მუსიკაში უმთავრეს ყურადღებას ანიჭებს ბგერას, როგორც არსებით მახასიათებელს ტრადიციული მელოდიის და ჰარმონიებიის ნაცლად.

რატომ არ მიყვარს ვარეზი....
სიმართლე გითხრათ, ერთგვარად უხერხულობასაც კი ვგრძნობ გამოჩენილ კომპოზიტორზე ამის დაწერისას, მაგრამ, პირდაპირ ვიტყოდი, მიჭირს მისი მუსიკა მუსიკად აღვიქვა. ავიღოთ მისი შემოქმედების მკაფიო თვალსაჩინოება – „იონიზაცია“ (დაწერილია 30, ძირითადად განუსაზღვრელი სიმაღლის მქონე დასარტყამი საკრავებისთვის და 2 სირენისთის). ვუსმენ და ვერანაირად ვიღებ მას, როგორც მუსიკას. მეტიც, ვერ აღვიქვამ ვერანაირ ცალკეულ თუ ერთობლივ ბგერებს. ნაწყვეტად მესმის ხმაური, შიგადაშიგ დასარტყამების attacca, ხანაც წამიერი სიჩუმე... შეგრძნება მეუფლება, თითქოს ერთი დიდი უწესრიგობის, აურზაურის, არეულობისა და ხმაურის ჰიმნი ჩამესმის ყურში. ვთვლი, რომ მუსიკა სულს უნდა აწყნარებდეს და ამშვიდებდეს. შეიძლება არსებობს არაერთი ადამიანი, ვისთვისაც ეს მუსიკა სწორედაც რომ მისაღები და მოსაწონია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ჩემთვის ის სრულიად გაუგებარია. ამ შემთხვევაში, ალბათ, ანგარიშგასაწევია იმ მეცნიერების კვლევა, რომლებიც ადასტურებენ, რომ კლასიკური მუსიკის, კერძოდ, მოცარტის მოსმენა მუცლადმყოფ ბავშვს ხელს უწყობს ჰარმონიულ განვითარებაში; ზოგადად, კლასიკური მუსიკა როგორ დადებითად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე... ვარეზთან მე უფრო მათემატიკურ „მუსიკას“ ვხედავ. დიახ, ვხედავ და არა ვგრძნობ. თუმცა, როგორც იტყვიან, გემოვნებაზე არ დაობენ. მაგრამ იქნებ უნდა ვიდაოთ კიდეც?... აქვე შეგვიძლია გავიაზროთ კიდევ ერთი ნაწარმოები ვარეზის შემოქმედებიდან – „ოქტანდრი“, რომელიც მიჩნეულია ტრადიციასთან ურთიერთობის ნიმუშად. ტრადიციულობა აქ ვლინდება ტრადიციულ ჟანრულ მოდელებთან – პრელუდია, სკერცო, ფუგა – სიახლოვეში. „იონიზაციისა“ და „ელექტრონული პოემისგან“ განსხვავებით, დარწმუნებით ვერ ვიტყოდი, რომ „ოქტანდრი“ „მათემატიკური გათვლების“ მუსიკაა, იმდენად, რამდენადაც ბგერების ერთობლიობის აღქმა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა, აქ არსებული ჰარმონიები მაინც უცხოდ და მიუღებლად რჩება ჩემი ყურისთის. საინტერესოა მესამე ნაწილის ფუგისებური სვლები. ერთგვარი დინამიზაციით მიდის კომპოზიტორი დასასრულისაკენ და ვალტორნების მახვილიანი ბგერით, f-ზე რჩება ეს ერთი „ხმაური“.
ნამდვილად მაქვს ცნობის წადილი, რას გრძნობდა ვარეზი ამას რომ წერდა?...
უნდა ითქვას, რომ მის შემოქმედებაში დიდი ადგილი უკავია „ამერიკებს“. აქ დიდი სიმფონიური ორკესტი და დასარტყამების დიდი შემადგენლობაა წარმოდგენილი. საინტერესოდაა დანახული ორკესტრის როლი და საკრავები საკმაოდ უჩვეულო ფუნქციითაა ნაჩვენები. ასევე საინტერესოა ბალანსი ორკესტრსა და ჩასაბერებს, დასარტყამებს შორის. აქაც, სიმართლე რომ ვთქვა, ვუსმენდი და ცოტა არ იყოს, მოსაბეზრებელი გახდა. მქონდა განცდა, რომ ერთი და იგივე წრეზე ვტრიალებდი... მგონია, რომ იშვიათია კომპოზიტორის შემოქმედება ან თუნდაც ერთი ნაწარმოები ცალსახად შეფასდეს და არ არსებობდეს ორი სხვადასხვა აზრი მაინც, მაგრამ ამ შემთხვევაში პირადად ჩემი აზრი ცალსახა და მტკიცეა.
ამგვარად, ვარეზი XX საუკუნის ნამდვილად გამორჩეული კომპოზიტორია, საინტერესო შემოქმედებითი პრინციპებითა და მისწრაფებებით. მან, შეიძლება ითქვას, ბევრად გაუსწრო თავის თანამედროვეებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედება ძალიან შორსაა ჩემი სულიერი სამყაროსგან, არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება არსებობდეს ისეთი შინაგანი მდგომარეობა (დიდი გაოგნების, ძალზედ დიდი შოკის მდგომარეობაში, ასე წარმომიდგენია მე), როცა მისი ნაწარმოების მოსმენა ისე ძალიან არ მეუცხოოს.

მაგრამ, მაინც...
ვერ მიყვარს ვარეზი…
ძალიან დიდი მადლობა ასეთი გულახდილი დამოკიდებულების გაზიარებისათვის. სასიამოვნოა, როდესაც საკუთარი არგუმენტების გვერდით კომპოზიტორის შემოქმედებით პროცესებს არ ივიწყებ და სათანად ხაზს უსმევ მის საკომპოზიტორო პრინციპებს. რატომღაც ერთი ციტატა მიტრიალებს გონებაში ამ ამბავთან დაკავშირებით და მიდოდა გამეზიარა: "I consider that music is, by its very nature, essentially powerless to express anything at all, whether a feeling, an attitude of mind, or psychological mood, a phenomenon of nature, etc….Expression has never been an inherent property of music. That is by no means the purpose of its existence." იგორ სტრავინსკი
ReplyDelete