ყოველწლიურად, მსოფლიოს
მასშტაბით
უამრავი
მუსიკალური
ფესტივალი
იმართება
და ამ ყველაფრისგან
შორს, რა თქმა უნდა, არც საქართველოა. ჩვენი
მუსიკალური საზოგადოება განებივრებულია ფესტივალების სიუხვითა და მრავალფეროვნებით და თითოეულს
უკვე თავისი
ადგილი აქვს
დამკვიდრებული ქვეყნის
კულტურულ
ცხოვრებაში.
ყველას
ჩამოთვლას
არ დავიწყებ მაგრამ,
მინდა
თქვენი
ყურადღება
ერთ-ერთ მათგანზე -
„ქალი და მუსიკაზე“ შევაჩერო.
ფესტივალი უკვე რამდენიმე წელია
რაც არსებობს. დღევანდელი
მდგომარეობის
გათვალისწინებით,
ძნელი
წარმოსადგენი
იყო მისი
ჩვეული ფორმატით ჩატარება, მაგრამ ორგანიზატორებმა
საინტერესო
„გამოსავალი“
იპოვეს,
და „ქალი და მუსიკა“ სულ სხვა, ვირტუალურ
სივრცეში
შემოგვთავაზეს..
ფესტივალის
შესახებ
კითხვებს
ერთ-ერთმა დამფუძნებელმა
და იდეის ავტორმა,
კომპოზიტორმა
ეკა ჭაბაშვილმა უპასუხა:
ფესტივალის
დაარსების
იდეა გამიჩნდა გერმანიაში,
2008 წელს, ხოლო იდეის არსი
ქალსა
და მამაკაცს შორის
გენდერული
უთანასწორობას უკავშირდებოდა. სამწუხაროდ,
ჩვენთვის
მისაბაძი
ევროპაც
ამ საკითხს სერიოზულად
ებრძვის,
თვით ევროსაბჭოშიც კი არის ამ მიმართულებით მომუშავე
განყოფილება/ები, იქმნება
სპეციალური
პროგრამები,
რომლებიც
ამ პრობლემის გადაჭრაზე
მუშაობენ.
სწორედ
ამ უთანასწორობის
მსხვერპლნი
იყვნენ
საბჭოთა
კავშირში
მოღვაწე
ქართველი
ქალი მუსიკოსები, განსაკუთრებით
კომპოზიტორები,
რომელთა
შემოქმედებასა
და სახელსაც რეაბილიტაცია
ესაჭიროებოდა. რამდენად შევძელით
ჩვენ ეს
ძნელი
სათქმელია,
თუმცა,
შევეცადეთ
თამარ
ვახვახიშვილის,
მერი დავითაშვილის, ნათელა
სვანიძის
და სხვა მუსიკოსი ქალების
ნაწარმოებები
გაგვეჟღერებინა
ან მათი მოღვაწეობა
გაგვეხსენებინა.
ათიოდე
წლის წინ, კომპოზიტორმა
მაკა (მაია) ვირსალაძემ,
მომმართა
იდეით
დაგვეარსებინა
ორგანიზაცია,
რომლის
მეშვეობითაც
შევძლებდით
სხვადასხვა
კულტურული
ღონისძიების
ჩატარებას.
მეც დიდი ენთუზიაზმით
ავიტაცე
ეს აზრი. იურიდიული
საკითხების
მოგვარებაში
დაგვეხმარა
იურისტი
ინგა (ელენე) კოხრეიძე,
რისთვისაც
უღრმეს
მადლობას
ვუხდი
მას და 2013 წელს
დავარეგისტრირეთ
ახალი
არასამთავრობო
და არაკომერციული ორგანიზაცია
„თანამედროვე
პროფესიული
მუსიკის
განვითარების
ცენტრი“.
ჩვენი
ორგანიზაციის
პირველი
პროექტი
იყო „საქ-Art-ველო“,
რომლის
ფარგლებშიდაც
თბილისის
ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიისა და კულტურის, ძეგლთა
დაცვისა
და სპორტის სამინისტროს
თანადგომით
2013-14 წლებში
ჩატარდა
რამდენიმე
ღონისძიება
საქართველოსა
და მის ფარგლებს
გარეთ,
მათ შორის ფესტივალი
„ქალი და მუსიკაც“;
-
როგორ დაიწყო ფესტივალი, რა იყო მისი
პირველი ღონისძიებები?
პირველი
ღონისძიება
2013 წლის 8 მარტს თბილისის
კონსერვატორიის
მცირე
დარბაზში გაიმართა,
ეს იყო ერთდღიანი
ფესტივალი
„ქალი და მუსიკა“,
რომლის
ფარგლებშიც
კონსერვატორიის
მუზეუმში
ჩატარდა
კონფერენცია
„მოგონებები
მუსიკოსი
ქალების
მოღვაწეობის
შესახებ“
(კოორდინატორები
ნ. ჟვანია და მ. ტაბლიაშვილი),
სამი კონცერტი, მულტიმედიური
ინსტალაციები
და მუსიკოსი მხატვრების
მოკრძალებული
გამოფენა.
ფესტივალში
მონაწილეობა
მიიღეს
როგორც
თბილისის
კონსერვატორიის
პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, ნიჭიერთა
ათწლედის
მოსწავლეებმა
და პედაგოგებმა,
ასევე
სხვა პროფესიონალმა მუსიკოსებმა.
მეორე
ფესტივალი
2014 წლის 3 დეკემბერს ჩავატარეთ,
სადაც
7 ინგლისელი
ქალი კომპოზიტორის შესახებ
ბრიტანელი
რეჟისორის
- ჯეისონ
ოსბორნის
დოკუმენტური
ფილმის
„შვიდი
და“ ჩვენება შედგა,
ხოლო საღამოს კონცერტი
დაეთმო
ქართველი
და გერმანელი ქალი კომპოზიტორების საფორტეპიანო
მუსიკას,
რომელიც
ამავე
წელს დაიბეჭდა სანოტო
კრებულში
12/12 ორგანიზაცია
„არტსფეროს“
გამოცემაში,
კონცერტზე
მოხდა
სწორედ
კრებულის
პრეზენტაცია.
- უკვე
ნახსენები ღონისძიებების გარდა კიდევ რისი მოსმენისა და
ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა მსმენელს ამ მწლების მანძილზე? რა ჟღერდა ფესტივალებზე, როგორი იყო რეპერტუარი?
2014 წელს კი მე და ნინო ჟვანია
მიწვეული
ვიყავით
ჰარვარდის
უნივერსიტეტში,
სადაც
ზემოხსენებული
ნაწარმოები
შევასრულეთ,
ასევე,
ჩავატარეთ
ლექცია-პრეზენტაცია ქართველი
თანამედროვე
კომპოზიტორების
შესახებ
და ჰარვარდის ბიბლიოთეკას
გადავეცით
მუსიკალური
ლიტერატურა
და ნოტები ქართული
მუსიკის
შესახებ.
შემდეგი
ფესტივალი
2018 წელს ჩავატარეთ, ის
უკვე ორდღიანი იყო, სადაც შეხვედრები
და გახსენების საათი
მივუძღვენით
პიანისტ
ნანა ხუბუტიას, კომპოზიტორ
ნათელა
სვანიძესა
და მუსიკისმცოდნეს ნანა ლორიას; ხოლო საკონცერტო რეპერტუარში
შესული
რიგ ქართველ კომპოზიტორთა
ნაწარმოებებთან
ერთად
შედგა
ახალგაზრდა
კომპოზიტორის
- თამარ
ფუტკარაძის
ოპერის
„თევზის
წერილების“
პრემიერა.
მოიპოვა კულტურის
სამინისტროს
გრანტი,
რომელიც
2018 წლის დეკემბერში
ჩემი, ზაალ აზმაიფარაშვილისა
და ნინო ჟვანიას
მიერ განხორციელდა.
ასევე, ფესტივალ
„ქალი და მუსიკის“
ფარგლებში
2019 წელს გაიმართა კონცერტი,
სადაც
გაჟღერდა
რიგი საკონკურსო ნაწარმოებები,
რომლებიც
შეირჩა
თბილისის
ვანო სარაჯიშვილის სახელობის
სახელმწიფო
კონსერვატორიისა
და “საქართველოს ქალთა
საბჭოს”
მიერ გამოცხადებული „ქეთევან
წამებულის
ხსოვნისადმი
მიძღვნილი“
საკომპოზიტორო
კონკურსის
ჩატარების
შედეგად.
- ვინ იღებს ამ ყველაფრის
განხოლციელებაში მონაწილეობას? ვინ არიან შემსრულებლები
ამ ყველაფრის
შემსრულებლები ქართველი
ხელოვანები არიან
და
კონცერტები ძირითადად მათი ენთუზიაზმის წყალობით ტარდება. 5-ჯერ
ჩატარებული ფესტივალიდან, სამწუხაროდ, არცერთი არ დაფინანსებულა, თუმცა
კონსერვატორიის თანამონაწილეობით მის განხორციელებას მაინც ვართმევთ თავს .
კონცერტები ძირითადად მათი ენთუზიაზმის წყალობით ტარდება. 5-ჯერ
ჩატარებული ფესტივალიდან, სამწუხაროდ, არცერთი არ დაფინანსებულა, თუმცა
კონსერვატორიის თანამონაწილეობით მის განხორციელებას მაინც ვართმევთ თავს .
- დღეს ყველა საკონცერტო დარბაზის კარი
დაკეტილია,
სახლიდან
გვიწევს
ვაკეთოთ
ის,
რაც
ასეთ
ფორმატში აქამდე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, რა
გავლენა
იქონია
ამან
ფესტივალზე
და
როგორ
ჩატარდა
ის
ამ
გადმოსახედიდან?
მინდა
გითხრათ,
რომ ამ კარჩაკეტილობამ
და “ეკრანგახსნილობამ”, გამოსავალი
მაინც
გვაპოვნინა. წელს მსმენელს შევთავაზეთ
ფესტივალის
ონლაინ
ფორმატი,
სადაც
ძირითადი
აქცენტი
გაკეთდა
სადისკუსიო
საკითხებზე,
რომლებიც
განთავსდა Contemporary Music Development Centre-ის
facebook გვერდზე.
ერთი მხრივ, კომპოზიტორებს
და შემსრულებლებს
შევთავაზეთ უკვე შესრულებული მუსიკის
გამოქვეყნება,
ნებისმიერ
მათგანს
შეეძლო
თავისი
მუსიკა
გაეზირებინა
ჩვენს
გვერდზე,
მონაწილეთა
რაოდენობა ამ სახით
ჩართულობისთვის არ არის შეზღუდული; მეორე მხრივ,
შეხვედრების
ან კონფერენციის ნაცვლად
აქცენტი
გადავიტანეთ
სადისკუსიო
კითხვებზე და მათ
ჩაწერილ
ვიდეოპასუხებზე,
თუმცა ჩემი ჩანაფიქრი
სრულად ვერ
განხორციელდა, რადგან სამწუხაროდ დიდი დისკუსია
არ შედგა; შესაძლოა ან მე ვერ ვერკვევი მაინცდამაინც
სოციალური
ქსელების
ტექნოლოგიაში,
ან უბრალოდ, დაიღალა
ხალხი
ეკრანის
ყურებით.
მაგრამ
დასმულ კითხვებზე სპიკერების მიერ გამოთქმული მოსაზრებები ძალიან
საინტერესო
და დამაფიქრებელი იყო.
- ჩემი
აზრით,
ამ
სიტუაციიდან
საკმაოდ
კარგი
„გამოსავალი“ იყო
კონცერტებიდან,
შეხვედრებიდან
და
კონფერენციებიდან
ონლაინ სივრცეში სადისკუსიო ფორმატზე გადასვლა, ვის
შეეძლო
ამაში
მონაწილეობის
მიღება,
როგორ
შეირჩა
თემები?
და
სამომავლოდაც
აპირებთ
თუ
არა
იმავე
ფორმატის
გამოყენებას?
დისკუსიაში
მონაწილეობა
შეეძლო
ნებისმიერ
ადამიანს,
16-19 მაისის
ფარგლებში
გადავწყვიტე,
გამომექვეყნებინა
19 კითხვიდან
რომელიმეზე
ერთ-ერთი მუსიკოსის
ვიდეოპასუხი,
რათა დისკუსიის ფორმატის
შეთავაზების
მაგალითი
ნათელი
ყოფილიყო
სხვა მსურველებისთვის. ამ მიზნით ვიდეოპასუხები
ჩაწერეს,
როგორც
ქართველმა,
ასევე
უცხოელმა
მუსიკოსებმა.
დისკუსიას დავარქვით:
„მუსიკის
არსი და ხელოვანის
ცხოვრება“.
შესაბამისად,
სადისკუსიო
თემები
შეირჩა
იმ პრობლემებიდან გამომდინარე,
რაც ხელოვანს აქვს ჩვენს ეპოქაში
ცხოვრებისა
და მოღვაწეობის დროს - იქნება ეს მუსიკის არსის
აღქმის,
იდეების
განხორციელების,
საზოგადოებაში
ადგილის
დამკვიდრების,
ცხოვრებისეული
პირობების,
შრომის
დაფასების
თუ ფინანსური უზრუნველყოფის
კუთხით.
სიმბოლურად
ავირჩიეთ
19 კითხვა
(covid19-ის გამო), ასევე,
16-19 მაისიც
ციფრების
სიმბოლური
გათამაშებაა.
და აქვე მინდა
აღვნიშნო,
რადგან
ფესტივალის
პირველი დღე -16 მაისი დაემთხვა
ნინო ჟვანიას დაბადების
დღეს.
გადავწყვიტე,
როგორც
ფესტივალის
იდეის
ავტორმა,
მისთვის
მიმეძღვნა
ფესტივალის
ეს დღე, რადგან
მას დიდი წვლილი
მიუძღვის
ჩვენი
ფესტივალის
საკონცერტო
ნაწილის
რეალიზებაში.
და კიდევ, ამ დისკუსიას კიდევ
მოჰყვება
ერთი შემოქმედებითი პროექტი,
რომელსაც
ჯერ არ
ვასაჯაროებ, რადგან იქნებ ვინმეს
გაუჩნდეს აზრის გაზიარების სურვილი.
ეს საინტერესო
იქნება
არა მარტო ჩვენთვის-ხელოვანებისთვის,
იმისთვის რომ დავინახოთ პრობლემები, არამედ მათთვის,
ვინც ამ პრობლემის
გადაჭრაში
უნდა
მოგვეხმაროს.
- თქვენი აზრით რატომ არის
ფესტივალის,
„ქალი
და
მუსიკის“,
არსებობა
მნიშვნელოვანი?
რა არის ამ ქვეყანაზე მნიშვნელოვანი
არც არავინ იცის, თუმცა ფესტივალი
„ქალი და მუსიკა“
ერთ-ერთი ის ღონისძიებაა, რომლის
ფარგლებშიც
გვსურს,
გავაერთიანოთ
თანამეროვე
მუსიკოსი-ხელოვანები, რათა საკუთარი აზრების
ერთმანეთისთვის
გაზიარება
თავისუფალ
სივრცეში
განხორციელდეს
და რაც მთავარია,
თავი მოვუყაროთ
და ერთმანეთს გავუზიაროთ (თუნდაც
1 ან 2 დღის მანძილზე)
ახალი
ქართული
მუსიკის
ნიმუშები.
ინტერვიუს ბოლოს გთავაზობთ ფესტივალის სადისკუსიო თემებსა და
მათ
პასუხებს:
1. რამდენად თავისუფალია ხელოვანი XXI საუკუნეში და რაში გამოიხატება ხელოვანის თავისუფლება? არის ხელოვანი გარემოებების ტყვეობაში თუ არ, და რამდენად ანხორციელებს საკუთარ იდეებს?
პასუხი - სიდნეის კონსერვატორიისდოქტორანტი ირანელი კომპოზიტორი შერვინ მირზეინალი
პასუხი - სიდნეის კონსერვატორიისდოქტორანტი ირანელი კომპოზიტორი შერვინ მირზეინალი
2. არის თუ არა პოპ კულტურა პოლიტიკური იდეოლოგიის სამსახურში დღეს
პასუხი - მუსიკისმცოდნე ხათუნა მანაგაძე
პასუხი - მუსიკისმცოდნე ხათუნა მანაგაძე
3. რა განაპირობებს ხელოვანისა და ხელოვნების ნიმუშის პოპულარიზაციას?
პასუხი - ბერლინში მოღვაწე უზბეკური წარმოშობის კომპოზიტორი, ორგანისტი და მხატვარი აზიზა სადიკოვა
პასუხი - ბერლინში მოღვაწე უზბეკური წარმოშობის კომპოზიტორი, ორგანისტი და მხატვარი აზიზა სადიკოვა
4. რა განაპირობებს შემოქმედებით კმაყოფილებას, რა დროს გრძნობს ხელოვანი თავს განხორციელებულად შემოქმედებით ცხოვრებაში?
პასუხი - აშშ-ში მოღვაწე კორეული წარმოშობის კომპოზიტორი იუნ-ჯი ლი
პასუხი - აშშ-ში მოღვაწე კორეული წარმოშობის კომპოზიტორი იუნ-ჯი ლი
5. ყველა შემოქმედი გრძნობს საკუთარ შემოქმედებით შესაძლებლობებს, რა ეხმარება ან უშლის ხელს შემოქმედებითი პოტენციალის სრულყოფილად განხორციელებაში?
პასუხი - კომპოზიტორი რეზო კიკნაძე
პასუხი - კომპოზიტორი რეზო კიკნაძე
6. დღევანდელ ცხოვრებაში ვინ ან რა ქმნის „ამინდს“ კულტურაში, კერძოდ მუსიკაში
პასუხი - პიანისტიდა მუსიკისმცოდნე ნინო ჟვანია
პასუხი - პიანისტიდა მუსიკისმცოდნე ნინო ჟვანია
7. რა არის თქვენთვის ეკონომიკა, როგორც ხელოვანისთვის და თვლით, რომ მუსიკალური ხელოვნება არის ზოგადად ეკონომიკის ნაწილი? და რამდენად ღირებულია ასეთი ხელოვნება კულტურის განვითარებისთვის?
პასუხი - კომპოზიტორი ეკა ჭაბაშვილი
პასუხი - კომპოზიტორი ეკა ჭაბაშვილი
8. საკონკურსო პროექტების მეშვეობით თუ ანხორციელებთ თქვენ შემოქმედებით იდეებს? რამდენად ჩარჩოში ექცევით იმ დებულებების გამო, რაც პროექტის გამარჯვებას განაპირობებს? თვლით, რომ ის ხალხი ვინც ამ დებულებებს ადგენს და თქვენი პროექტის შეფასებას ახდებს, კომპეტენტურია და უნდა წყვეტვდეს თქვენი შემოქმედებითი მოღვაწეობის ბედს?
პასუხი - მუსიკისმცოდნე თამაზ გაბისონია
პასუხი - მუსიკისმცოდნე თამაზ გაბისონია
9. როგორ წარმოგიდგენია ახალგაზრდა ხელოვანს საკუთარი მომავალი? როგორ გსურს, რომ აეწყოს შენი შემოქმედებითი ცხოვრება?
პასუხი - სტუდენტი კომპოზიტორი სოფიო საღარაძე
პასუხი - სტუდენტი კომპოზიტორი სოფიო საღარაძე
10. კრიტიკა ხშირად ცინიზმს უფრო ემსგავსება, ვიდრე კეთილგანწყობილ შენიშვნას? როგორ წარმოგიდგენიათ რა უნდა იყოს კრიტიკის საგანი, ახალი შესრულების ან ახალი ნაწარმოების მოსმენის შემდეგ? როდის დაწერეთ უკანასკნელად კრიტიკული წერილი? კმაყოფილი დარჩით იმ რეაქციით რაც გამოიწვია საზოგადოებაში თქვენმა კრიტიკულმა შენიშვნამ? და თუ ფიქრობთ თქვენი კრიტიკის მიზანზე და შედეგზე - ეს არის საზოგადოების აზრის შეცვლა, კრიტიკის ობიექტის ჭკუის სწავლება, პროფესიონალური რჩევა, თუ უბრალოდ, თქვენი სუბიექტური აზრის გაზიარება?
პასუხი - კომპოზიტორიდა მუსიკისმცოდნე დინა ლენცნერი
პასუხი - კომპოზიტორიდა მუსიკისმცოდნე დინა ლენცნერი
11. როგორ ფიქრობთ, სახელოვნებო განათლება საკმარისად დახვეწილია, იმისთვის, რომ დღევანდელ ცხოვრებაში ახალგაზრდა შემოქმედმა უმაღლესის დამთავრების შემდეგ შემდგარ ხელოვანად იგრძნოს თავი?
პასუხი - მუსიკისმცოდნე ნანა შარიქაძე
პასუხი - მუსიკისმცოდნე ნანა შარიქაძე
12. სად
არის ხელოვანის თავისუფლებასა
და პასუხისმგებლობას შორის
ზღვარი,
თუ უნდა არსებობდეს
ასეთი
რამ საერთოდ შემოქმედის
ბუნებაში?
პასუხობს კომპოზიტორი მაკა ვირსალაძე და პიანისტი ნუცა კასრაძე
პასუხობს კომპოზიტორი მაკა ვირსალაძე და პიანისტი ნუცა კასრაძე
13. როგორ წარმოგიდგენიათ იდეალურად შერწყმული შემოქმედებითი ცხოვრება და ყოველდღიურობა? პროპორციულად რამდენ დროს უნდა უთმობდეს ხელოვანი შემოქმედებით თავისუფლებას, ანუ ქმნიდეს ნაწარმოებს ყოველგვარი პირობების გარეშე, და რამდენს იმ საქმეს, რომელიც შემოსავალს აძლევს, იქნება ეს პედაგოგიური მოღვაწეობა, დაკვეთილი მუსიკა თუ სხვა? თქვენი აზრით ასეთი გარემოება ხელოვანის არჩევანია, თუ ცხოვრებისეული აუცილებლობა?
პასუხი - კომპოზიტორი არჩილ გიორგობიანი
პასუხი - კომპოზიტორი არჩილ გიორგობიანი
14. ცნობილობას განაპირობებს კონფორმისტული დამოკიდებულება ხელოვნებისადმი, შემოქმედებითი სიახლე, პირადი კონტაქტები, მარკეტინგული გათვლა თუ სხვა კრიტერიუმი? რამდენად აუცილებელია ხელოვანის ამბიციის დასაკმაყოფილებლად პოპულარობა და რამდენად მოქნილი უნდა იყოს ხელოვანი გარე სამყაროსთან, რომ გახდეს ცნობადი სახე?
პასუხი - მევიოლინე ლელა მჭედლიძე
პასუხი - მევიოლინე ლელა მჭედლიძე
15. რა შემთხვევაში ეხმარება და რა შემთხვევაში უშლის ხელს კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანს საკუთარი შემოქმედებითი-სამეცნიერო საქმიანობის მიღმა არსებული სამუშაო თვითრეალიზებაში?
პასუხი - მუსიკისმცოდნე მარიკა ნადარეიშვილი
პასუხი - მუსიკისმცოდნე მარიკა ნადარეიშვილი
16. რა უნდა შეიცვალოს ხელოვანისთვის ჩვენს რეალობაში, რომ მან სრულყოფილად განახორციელოს საკუთარი შემოქმედებითი ჩანაფიქრი.
პასუხი - კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი
პასუხი - კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი
17. რამდენად ფასდება ადამიანის გონებრივი შრომა? კაცობრიობის ძირითადი გაგება ხელოვნების გამოყენების, როგორც „პური და სანახაობა“ საზოგადოების მოთხოვნილებაა, თუ ოდესღაც შექმნილი ვითარება საზოგადოებაზე ძალაუფლების მოსაპოვებლად?
პასუხი - მუსიკისმცოდნე მარინა ქავთარაძე
პასუხი - მუსიკისმცოდნე მარინა ქავთარაძე
18. ქალ ხელოვანს რა სახის კომპრომისებზე წასვლა უწევს თანამედროვე ცხოვრებაში?
პასუხი - კომპოზიტორი ელიზაბეთ ჰოფმანი
პასუხი - კომპოზიტორი ელიზაბეთ ჰოფმანი
19. მუსიკა
ჰუმანიზმის
უმაღლესი
გამოხატულებაა;
როგორ
ხედავთ
მუსიკის
განვითარების
პოლიტიკას,
რათა სარგებლობა მოუტანოს
კაცობრიობას
მომავალში?
პასუხგაუცემელი
პასუხგაუცემელი
Comments
Post a Comment