"ქალი და მუსიკა"

ყოველწლიურადმსოფლიოს მასშტაბით უამრავი მუსიკალური ფესტივალი იმართება და ამ ყველაფრისგან შორს, რა თქმა უნდა, არც საქართველოა. ჩვენი მუსიკალური საზოგადოება განებივრებულია ფესტივალების სიუხვითა და  მრავალფეროვნებით და თითოეულს უკვე თავისი  ადგილი აქვს დამკვიდრებული ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. ყველას ჩამოთვლას არ დავიწყებ მაგრამმინდა თქვენი ყურადღება ერთ-ერთ მათგანზე -  ქალი და მუსიკაზე“  შევაჩერო.
 ფესტივალი უკვე რამდენიმე წელია რაც არსებობს. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენი იყო  მისი ჩვეული ფორმატით ჩატარება, მაგრამ ორგანიზატორებმა საინტერესოგამოსავალიიპოვეს, და  „ქალი და მუსიკასულ სხვა, ვირტუალურ სივრცეში შემოგვთავაზეს.. 
ფესტივალის შესახებ კითხვებს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და იდეის ავტორმა, კომპოზიტორმა ეკა ჭაბაშვილმა უპასუხა:

- თავდაპირველად ვისაუბროთ  ფესტივალის ისტორიაზე, საიდან გაჩნდა იდეა,  შექმნილიყო  მუსიკალური ფესტივალი - ქალი და მუსიკა“?   რა ღონისძიებები იმართება მის ფარგლებში? როგორც ვიცით, ის საკმაოდ მრავალფეროვანია, არ მოიცავს  მხოლოდ ერთ რომელიმე  მიმართულებას.

ფესტივალის დაარსების იდეა გამიჩნდა გერმანიაში, 2008 წელს, ხოლო  იდეის არსი ქალსა და მამაკაცს შორის გენდერული უთანასწორობას უკავშირდებოდა. სამწუხაროდ, ჩვენთვის მისაბაძი ევროპაც ამ საკითხს  სერიოზულად ებრძვის, თვით ევროსაბჭოშიც კი არის ამ მიმართულებით მომუშავე განყოფილება/ები, იქმნება სპეციალური პროგრამები, რომლებიც ამ პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ. სწორედ ამ უთანასწორობის მსხვერპლნი იყვნენ საბჭოთა კავშირში მოღვაწე ქართველი ქალი მუსიკოსები, განსაკუთრებით კომპოზიტორები, რომელთა შემოქმედებასა და სახელსაც რეაბილიტაცია ესაჭიროებოდა.  რამდენად შევძელით ჩვენ ეს ძნელი სათქმელია, თუმცა, შევეცადეთ თამარ ვახვახიშვილის, მერი დავითაშვილის, ნათელა სვანიძის და სხვა  მუსიკოსი ქალების ნაწარმოებები გაგვეჟღერებინა ან მათი მოღვაწეობა გაგვეხსენებინა.
ათიოდე წლის წინ, კომპოზიტორმა მაკა (მაია) ვირსალაძემ, მომმართა იდეით დაგვეარსებინა ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც შევძლებდით სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩატარებას. მეც დიდი ენთუზიაზმით ავიტაცე ეს აზრი. იურიდიული საკითხების მოგვარებაში დაგვეხმარა იურისტი ინგა (ელენე) კოხრეიძე, რისთვისაც უღრმეს მადლობას ვუხდი მას და 2013 წელს დავარეგისტრირეთ ახალი არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაციათანამედროვე პროფესიული მუსიკის განვითარების ცენტრი“. ჩვენი ორგანიზაციის პირველი პროექტი იყოსაქ-Art-ველო“, რომლის ფარგლებშიდაც თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორიისა და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანადგომით 2013-14 წლებში ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ფესტივალიქალი და მუსიკაც“;

-         როგორ დაიწყო ფესტივალი, რა იყო მისი პირველი ღონისძიებები?

პირველი ღონისძიება 2013 წლის 8 მარტს თბილისის კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა, ეს იყო ერთდღიანი ფესტივალიქალი და მუსიკა“, რომლის ფარგლებშიც კონსერვატორიის მუზეუმში ჩატარდა კონფერენციამოგონებები მუსიკოსი ქალების მოღვაწეობის შესახებ“ (კოორდინატორები . ჟვანია და . ტაბლიაშვილი), სამი კონცერტი, მულტიმედიური ინსტალაციები და მუსიკოსი მხატვრების მოკრძალებული გამოფენა. ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს როგორც თბილისის კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, ასევე სხვა პროფესიონალმა მუსიკოსებმამეორე ფესტივალი 2014 წლის 3 დეკემბერს ჩავატარეთ, სადაც 7 ინგლისელი ქალი კომპოზიტორის შესახებ ბრიტანელი რეჟისორის - ჯეისონ ოსბორნის დოკუმენტური ფილმისშვიდი დაჩვენება შედგა, ხოლო საღამოს კონცერტი დაეთმო ქართველი და გერმანელი ქალი კომპოზიტორების საფორტეპიანო მუსიკას, რომელიც ამავე წელს დაიბეჭდა სანოტო კრებულში  12/12  ორგანიზაციაარტსფეროსგამოცემაში, კონცერტზე მოხდა სწორედ კრებულის პრეზენტაცია.

-      უკვე ნახსენები ღონისძიებების გარდა კიდევ  რისი მოსმენისა და ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა მსმენელს ამ მწლების მანძილზე? რა ჟღერდა  ფესტივალებზე, როგორი იყო რეპერტუარი?

 2013 წელს შედგა ჩემ მიერ ჰოლოგრამების თეატრისთვის დაწერილი მულტიმედიური წარმოდგენის,ხმაური და მძვინვარებაპრემიერა. ეს იყო ორსაათიანი საფორტეპიანო ნაწარმოები ვიდეო ინსტალაციების თანხლებით, უილიამ ფოლკნერის ლიტერატურული რომანის, ერთგვარი, მუსიკალური ნარატივი, რომელიც ნინო ჟვანიამ შეასრულა
2014 წელს კი მე და ნინო ჟვანია მიწვეული ვიყავით ჰარვარდის უნივერსიტეტში, სადაც ზემოხსენებული ნაწარმოები შევასრულეთ, ასევე, ჩავატარეთ ლექცია-პრეზენტაცია ქართველი თანამედროვე კომპოზიტორების შესახებ და ჰარვარდის ბიბლიოთეკას გადავეცით მუსიკალური ლიტერატურა და ნოტები ქართული მუსიკის შესახებ.
შემდეგი ფესტივალი 2018 წელს ჩავატარეთ, ის უკვე ორდღიანი იყო, სადაც შეხვედრები და გახსენების საათი მივუძღვენით პიანისტ ნანა ხუბუტიას, კომპოზიტორ ნათელა სვანიძესა და მუსიკისმცოდნეს ნანა ლორიას; ხოლო საკონცერტო რეპერტუარში შესული რიგ ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებთან ერთად შედგა ახალგაზრდა კომპოზიტორის - თამარ ფუტკარაძის ოპერისთევზის წერილებისპრემიერა.
ამავე წელს ორგანიზაციის ექსპერიმენტულმა პროექტმა, სიმფონია-გამოფენახმა ,
მოიპოვა  კულტურის სამინისტროს გრანტი, რომელიც  2018 წლის დეკემბერში ჩემი, ზაალ აზმაიფარაშვილისა და ნინო ჟვანიას მიერ განხორციელდა.
ასევე, ფესტივალქალი და მუსიკისფარგლებში 2019 წელს გაიმართა კონცერტი, სადაც გაჟღერდა რიგი საკონკურსო ნაწარმოებები, რომლებიც შეირჩა თბილისის  ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიისა დასაქართველოს ქალთა საბჭოსმიერ გამოცხადებული  „ქეთევან წამებულის ხსოვნისადმი მიძღვნილისაკომპოზიტორო კონკურსის ჩატარების შედეგად.

-    ვინ იღებს ამ ყველაფრის განხოლციელებაში მონაწილეობას? ვინ არიან შემსრულებლები
  ამ ყველაფრის შემსრულებლები ქართველი ხელოვანები არიან და 
კონცერტები ძირითადად  მათი ენთუზიაზმის წყალობით ტარდება. 5-ჯერ
ჩატარებული ფესტივალიდან, სამწუხაროდ, არცერთი არ დაფინანსებულა, თუმცა
კონსერვატორიის თანამონაწილეობით მის განხორციელებას მაინც ვართმევთ თავს .

-      დღეს ყველა საკონცერტო დარბაზის კარი დაკეტილია, სახლიდან გვიწევს ვაკეთოთ ის, რაც ასეთ ფორმატში აქამდე წარმოუდგენლად გვეჩვენებოდარა გავლენა იქონია ამან ფესტივალზე და როგორ ჩატარდა ის ამ გადმოსახედიდან?

მინდა გითხრათ, რომ ამ კარჩაკეტილობამ დაეკრანგახსნილობამ”, გამოსავალი მაინც გვაპოვნინა.  წელს  მსმენელს შევთავაზეთ ფესტივალის ონლაინ ფორმატი, სადაც ძირითადი აქცენტი გაკეთდა სადისკუსიო საკითხებზე, რომლებიც განთავსდა Contemporary Music Development Centre-ის  facebook  გვერდზე.
ერთი მხრივ, კომპოზიტორებს და შემსრულებლებს შევთავაზეთ უკვე შესრულებული მუსიკის გამოქვეყნება, ნებისმიერ მათგანს შეეძლო თავისი მუსიკა გაეზირებინა ჩვენს გვერდზე,  მონაწილეთა   რაოდენობა ამ სახით ჩართულობისთვის არ არის შეზღუდული; მეორე მხრივ, შეხვედრების ან კონფერენციის ნაცვლად აქცენტი გადავიტანეთ სადისკუსიო კითხვებზე და მათ ჩაწერილ ვიდეოპასუხებზე, თუმცა ჩემი ჩანაფიქრი სრულად ვერ განხორციელდა, რადგან სამწუხაროდ დიდი დისკუსია არ შედგა; შესაძლოა ან მე ვერ ვერკვევი მაინცდამაინც სოციალური ქსელების ტექნოლოგიაში, ან უბრალოდ, დაიღალა ხალხი ეკრანის ყურებით. მაგრამ დასმულ კითხვებზე  სპიკერების მიერ გამოთქმული მოსაზრებები ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი იყო.

-  ჩემი აზრით, ამ სიტუაციიდან საკმაოდ კარგი გამოსავალი“  იყო კონცერტებიდანშეხვედრებიდან და კონფერენციებიდან ონლაინ სივრცეში სადისკუსიო ფორმატზე  გადასვლა, ვის შეეძლო ამაში მონაწილეობის მიღება, როგორ შეირჩა თემები? და სამომავლოდაც აპირებთ თუ არა იმავე ფორმატის გამოყენებას?

დისკუსიაში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ ადამიანს, 16-19 მაისის ფარგლებში გადავწყვიტე, გამომექვეყნებინა 19 კითხვიდან რომელიმეზე ერთ-ერთი მუსიკოსის ვიდეოპასუხი, რათა დისკუსიის ფორმატის შეთავაზების მაგალითი ნათელი ყოფილიყო სხვა მსურველებისთვის. ამ მიზნით ვიდეოპასუხები ჩაწერეს, როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა მუსიკოსებმა.
 დისკუსიას დავარქვით: „მუსიკის არსი და ხელოვანის ცხოვრება“. შესაბამისად, სადისკუსიო თემები შეირჩა იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ხელოვანს აქვს ჩვენს ეპოქაში ცხოვრებისა და მოღვაწეობის დროს - იქნება ეს მუსიკის არსის აღქმის, იდეების განხორციელების, საზოგადოებაში ადგილის დამკვიდრების, ცხოვრებისეული პირობების, შრომის დაფასების თუ ფინანსური უზრუნველყოფის კუთხით. სიმბოლურად ავირჩიეთ 19 კითხვა (covid19-ის გამო), ასევე, 16-19 მაისიც ციფრების სიმბოლური გათამაშებაა. და აქვე მინდა აღვნიშნო, რადგან ფესტივალის პირველი დღე -16 მაისი დაემთხვა ნინო ჟვანიას დაბადების დღეს. გადავწყვიტე, როგორც ფესტივალის იდეის ავტორმა, მისთვის მიმეძღვნა ფესტივალის ეს დღე, რადგან მას დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი ფესტივალის საკონცერტო ნაწილის რეალიზებაში.
და კიდევ, ამ დისკუსიას კიდევ მოჰყვება ერთი შემოქმედებითი პროექტი, რომელსაც ჯერ არ ვასაჯაროებ, რადგან იქნებ ვინმეს გაუჩნდეს  აზრის  გაზიარების სურვილი. ეს საინტერესო იქნება არა მარტო ჩვენთვის-ხელოვანებისთვის, იმისთვის რომ დავინახოთ პრობლემები, არამედ მათთვის, ვინც ამ პრობლემის გადაჭრაში უნდა მოგვეხმაროს.

-  თქვენი აზრით რატომ არის ფესტივალის, „ქალი და მუსიკის“,  არსებობა მნიშვნელოვანი?

რა არის ამ ქვეყანაზე მნიშვნელოვანი არც არავინ იცის, თუმცა ფესტივალიქალი და მუსიკაერთ-ერთი ის ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც გვსურს, გავაერთიანოთ თანამეროვე მუსიკოსი-ხელოვანები, რათა საკუთარი აზრების ერთმანეთისთვის  გაზიარება თავისუფალ სივრცეში განხორციელდეს და რაც მთავარია, თავი მოვუყაროთ და  ერთმანეთს გავუზიაროთ (თუნდაც 1 ან 2 დღის მანძილზე) ახალი  ქართული მუსიკის ნიმუშები.

ინტერვიუს ბოლოს გთავაზობთ ფესტივალის სადისკუსიო თემებსა და მათ პასუხებს:

8.           საკონკურსო პროექტების მეშვეობით თუ ანხორციელებთ თქვენ შემოქმედებით იდეებს? რამდენად ჩარჩოში ექცევით იმ დებულებების გამო, რაც პროექტის გამარჯვებას განაპირობებს? თვლით, რომ ის ხალხი ვინც ამ დებულებებს ადგენს და თქვენი პროექტის შეფასებას ახდებს, კომპეტენტურია და უნდა წყვეტვდეს თქვენი შემოქმედებითი მოღვაწეობის ბედს?
 
პასუხიმუსიკისმცოდნე თამაზ გაბისონია


10.     კრიტიკა ხშირად ცინიზმს უფრო ემსგავსება, ვიდრე კეთილგანწყობილ შენიშვნას? როგორ წარმოგიდგენიათ რა უნდა იყოს კრიტიკის საგანი, ახალი შესრულების ან ახალი ნაწარმოების მოსმენის შემდეგროდის დაწერეთ  უკანასკნელად კრიტიკული წერილი? კმაყოფილი დარჩით იმ რეაქციით რაც გამოიწვია საზოგადოებაში თქვენმა კრიტიკულმა შენიშვნამ? და თუ ფიქრობთ თქვენი კრიტიკის მიზანზე და შედეგზე - ეს არის საზოგადოების აზრის შეცვლა, კრიტიკის ობიექტის ჭკუის სწავლება, პროფესიონალური რჩევა, თუ უბრალოდ, თქვენი სუბიექტური აზრის გაზიარება?
პასუხი - კომპოზიტორიდა მუსიკისმცოდნე დინა ლენცნერი


12.      სად არის ხელოვანის თავისუფლებასა და პასუხისმგებლობას შორის ზღვარი, თუ უნდა არსებობდეს ასეთი რამ საერთოდ შემოქმედის ბუნებაში?
პასუხობს კომპოზიტორი მაკა ვირსალაძე    და   პიანისტი ნუცა კასრაძე  



13.       როგორ წარმოგიდგენიათ იდეალურად შერწყმული შემოქმედებითი ცხოვრება და ყოველდღიურობა? პროპორციულად რამდენ დროს უნდა უთმობდეს ხელოვანი შემოქმედებით თავისუფლებას, ანუ ქმნიდეს ნაწარმოებს ყოველგვარი პირობების გარეშე, და რამდენს იმ საქმეს, რომელიც შემოსავალს აძლევს, იქნება ეს პედაგოგიური მოღვაწეობა, დაკვეთილი მუსიკა თუ სხვა? თქვენი აზრით ასეთი გარემოება ხელოვანის არჩევანია, თუ ცხოვრებისეული აუცილებლობა?
პასუხიკომპოზიტორი არჩილ გიორგობიანი


14.    ცნობილობას განაპირობებს კონფორმისტული დამოკიდებულება ხელოვნებისადმი, შემოქმედებითი სიახლე, პირადი კონტაქტები, მარკეტინგული გათვლა თუ სხვა კრიტერიუმი? რამდენად აუცილებელია ხელოვანის ამბიციის დასაკმაყოფილებლად პოპულარობა და რამდენად მოქნილი უნდა იყოს ხელოვანი გარე სამყაროსთან, რომ გახდეს ცნობადი სახე?
პასუხი - მევიოლინე ლელა მჭედლიძე


19.     მუსიკა ჰუმანიზმის უმაღლესი გამოხატულებაა; როგორ ხედავთ მუსიკის განვითარების პოლიტიკას, რათა სარგებლობა მოუტანოს  კაცობრიობას მომავალში?

       
 პასუხგაუცემელი





Comments