ავტორი: ელენე ელიოზიშვილი

პროექტ „MI RACULUM“-ის უმთავრესი მიზანი ქართული მუსიკის
პოპულარიზაციაა და ამ საქმეში, რასაკვირველია, თითოეული ჩვენგანი უნდა იყოს ჩართული.
პროექტის ავტორია მუსიკის ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი: გვანცა ღვინჯილია, ტექნიკურად კი პროექტი უზრუნველყო საშემსრულებლო ფაკულტეტის
IV კურსის სტუდენტმა და IT დეპარტამენტის თანამშრომელმა: ნოდარ მდივანმა. რაც შეეხება უშუალოდ პროექტის პირველი ეტაპის მასალას,
იგი მოიცავს 5 ვიდეორგოლს. მათში კონსერვატორიის
საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც თავად ასრულებენ ქართველ კომპოზიტორთა
ნაწარმოებებს, ან მომავალში აპირებენ რეპერტუარის გამდიდრებას ეროვნული მუსიკით, საუბრობენ
ქართველი კომპოზიტორებისა და მათი ნაწარმოებების შესახებ, გვიზიარებენ უშუალო შთაბეჭდილებებს.
ამ ეტაპზე მონაწილეობა მიიღეს საშემსრულებლო ფაკულტეტის სტუდენტებმა: ელენე ვეფხვაძემ, კონსტანტინე ეროიანმა, სოფიო ძიძიგურმა,
სალომე მერაბიშვილმა და ნატალია ჩარკვიანმა. პროექტის მონაწილეები
მიწვეულიყვნენ ტელე-რადიო გადაცემებში “კლასიკა
ყველასთვის“, „პიკის
საათი“ და „შენი
დილა“.
დიდ მადლობას ვუხდით და წარმატებას ვუსურვებთ ბლოგის
სახელით პროექტის ავტორებს, მონაწილეებსა და ყველა გვერდში მდგომს. ჩვენ კი ის დაგვრჩენია
ამ წამოწყებას ფეხი ავუბათ და ყველანაირად შევუწყოთ ხელი ქართული მუსიკის პოპულარიზაციას.
გთავაზობთ პროექტის ფარგლებში ჩაწერილ ვიდეოებს:
ელენე ვეფხვაზე - (ჩასაბერი საკრავები, ფლეიტა) - სულხან ნასიძის სიმფონია „ფიროსმანი“. (ვიდეო კონსერვატორიის facebook გვერდზე) (ვიდეო MI RACULUM-ის YouTube არხზე)
სოფიო ძიძიგური (სოლო აკადემიური სიმღერა) - ალექსი მაჭავარიანის მე-6 სიმფონია (ვიდეო კონსერვატორიის facebook გვერდზე) (ვიდეოს MI RACULUM-ის YouTube არხზე)
სალომე მერაბიშვილი (სიმებიანი საკრავები, ვიოლინო) სულხან ნასიძის "ფიროსმანი" . (ვიდეო კონსერვატორიის facebook გვერდზე). (ვიდეო MI RACULUM-ის YouTube არხზე)
ნატალია ჩარკვიანი (აკადემიური გუნდის დირიჟორობა) - გია ყანჩელის „სტიქსი" (ვიდეო კონსერვატორიის facebook გვერდზე)
Comments
Post a Comment