ავტორი: კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის
ფაკულტეტის, მუსიკის ისტორიის მიმართულების
მე-4 კურსის სტუდენტი
ირინა დუმბაძე
ერთი ჩვეულებრივი პანდემიური საღამო. სიჩუმე. გარეთ კარგი ამინდია. თუმცა შეიძლება წვიმს კიდევაც. რა მნიშვნელობა აქვს... ოთახში მხოლოდ საათის ისრების ხმა ისმის. მაგიდაზე ყავის ჭიქა დევს. სანამ ცხელია უნდა დაილიოს, თუმცა შეიძლება უკვე გაცივდა კიდევაც. რა მნიშვნელობა აქვს... საფერფლეში ჯერ კიდევ ბოლავს შუამდე ჩამწვარი და მიტოვებული სიგარეტის ღერი. ცერა თითი ტელევიზორის პულტის წითელ ღილაკს აჭერს და...
„...წარმოგიდგენთ დღის მთავარ თემებს...
გირჩი და გირჩი-2,
როგორ იყოფა გზები და ვინ საით მიდის... ბექა პატურაშვილი პოლიტიკური ლაბირინთიდან.
მესამე რაუნდის მოლოდინში, მირიან გორგოძე გვეტყვის, არის პლებისციტი ოპოზიციის კომპრომისი?...
გარჩევა ეგრედ წოდებული ქურდული სამყაროს სახელით და
იარაღის გამოყენებით. ნათია მღებრიშვილმა გაარკვია ვინ და რატომ ემუქრებოდა ბიზნესმენს...
როდის მიიღებს საქართველო კორონა ვირუსის ვაქცინას...
თამთა ასანიძე რამდენიმე წუთში...
დღეს, მაშინ, როდესაც ოპოზიციის ყველა ლიდერი მესამე
ტურის მოლოდინში ლეიბორისტების ოფისში შეიკრიბა, ზურა...“
„ -თუ რამე კაი სურათი მომეწონება ხოლმე ყველას ვინახავ...
ისე, ის შენი ვიდეოც შენახული მაქ რო იცოდე... აუ, მაგარი გოგო ხარ რა. რატო ცოტა დიდი
არა ხარ ე... დაიცა რა დროს შენი სიკვდილია ჯერ ცოტა კარგად გაგიცნო, იქნება შენი წვალებაც
მოვასწრო...
მოძალადე მამაკაცი ბავშვებს ფოტოებისა და ვიდეოების
გადაღებას სთხოვდა, შემდეგ სოციალურ ქსელში აგზავნინებდა და აარქივებდა. სავარაუდოდ
ფოტო-ვიდეო მასალას პედოფილი მამაკაცი ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დასაშანტაჟებლად
ინახავდა.
-
აგე
ის მესამე აგე, ნახევარი თავი რო ჩამოაჭერი, ჭორფლიანია თუ პრიშიკიანი... თუ კაი ფოტოა
შეინახე.
თვეების განმავლობაში ორმოცი წლის კაცი ბავშვებზე ფსიქოლოგიურად
ძალადობდა. მამაკაცი შვილის მეგობრებს ჯერ სოციალური ქსელებით უმეგობრდებოდა, შემდეგ
კი შვილებთან ერთად სახლში ღამით იტოვებდა. ერთ-ერთი ბავშვის დედას არასრულწლოვნების
მეგობრის მამის სახლში ხშირი სტუმრობა საეჭვოდ მოეჩვენა და დეტალების გარკვევა დაიწყო...“
„..მცა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ამბობს, რომ მისთვის
ახლა ყველა გზა მისაღებია, რომელიც რიგგარეშე არჩევნებამდე მივა...
-გამოკითხვა
იმის თაობაზე, მიცვალებულის ოჯახში ოჯახის წევრი გარდაიცვალა თუ არა - ზედმეტია.
-
ანუ თქვენ არ ეთანხმებით?
-არა,
მაგრამ მე გავიზიარე კოლეგების პოზიცია, რომ ამ ეტაპზე, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მისაახლოებელი გზა ახალ არჩევნებთან
შეიძლება იყოს პლებისციტი...
- ჩვ...“
„...რსა და სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის გადაადგილდება უცხოეთში, რადგან განსაკუთრებულად საეჭვო იყო ერთ-ერთი ფრენა, დუბაის ფრენა, რომელიც უტა ივანიშვილის გვართან დაკავშირებით ამოვარდა ავიაბილეთების დაჯავშნისა და რეალიზაციის სისტემიდან, 2016 წელი, თუ არ ვცდები, მაკა, მე მგონი არ შემეშლება..ნუ, ყოველ შემთხვევაში ფაქტი არი რო ესეთი ფრენა ამოვარდა, რაც აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ეს არის სხვა პასპორტიც, რომელიც გააჩინა უტა ივანიშვილს და კიდევ ერთი დეტ...“
„...რათა თავიდან იქნას აცილებული კოვიდ 19-ის შემთხვევების
ზრდა. ევროკომისიამ მოუწოდა მთავრობებს საშობაო დღესასწაულებზე შეინარჩუნონ ფიზიკური
დისტანცირებებისა და ნიღბების ტარების წესები და მოსთხოვონ მოქალაქეებს თვითიზოლაცია
სოციალურ შეკრებებზე და ამის შემდეგ სადღესასწაულო სეზონზე შეხვედრებთან დაკავშირებით
წესები დროებით შემსუბუქდება.
ჯო ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების ამომრჩეველთა კოლეგიაში პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საჭირო ხმები
მოაგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა უკვე შეძლო კოლეგიის
ორას სამოცდაცხრამეტი წევრის ხმის მობილიზება.
გადამწყვეტი მხარდაჭერა ბაიდენმა კალიფორნიის შტატიდან მიიღო, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების
შედეგები ოფიციალურად ოთხ დეკემბერს დაამტკიცეს. შტატმა სადაც ტრადიციულად დემოკრატები
იმარჯვებენ ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის ორმოცდათხუთმეტი ხმა მოუტანა. ამერიკის შეერთებული
შტატების საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულს საარჩევნო კოლეგია ოფიციალურად თოთხმეტ
დეკემბერს დაამტკიცებს, ფედერალური კანონმდებლობა კოლეგიის წევრებს არ ავალდებულებს
ხმა მოქალაქეთა არჩევანს შეუსაბამონ. თუმცა ოცდაოთხ შტატში ეს ადგილობრივი კანონმდებლობით
არის დარეგულირებული. თუ კოლეგიის წევრები ხმას ამომრჩველთა ნების საწინააღმდეგოდ მისცემენ,
მაშინ ეს ფიცის დარღვევად ჩაითვლება და მათ კანონით დასჯიან. ამერიკის შეერთებული შტატების
ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია ოც იანვარს გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ პანდემიის
გამო მასშტაბური არ იქნება და ძირითადად ვირტუალურ ფორმატში ჩაივლის. წინასწარი ინფორმაციით
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ბაიდენის ინაუგურაციას
არ დაესწრება და ამ დღეს ორიათას ოცდაოთხი წლის საარჩევნო კამპანიას გახსნილად გამოაცხადებს.
პარალე...“
„...ფრისკისის საკვები გაჯერებული შინაური ცხოველისათვის
აუცილებელი ვიტამინებითა და ამინომჟავებით, რომელსაც არ შეიცავს სახლის საკვები. კატები
ხომ ადამიანები არ არიან, მათ თავიანთი საკვები სჭირდებათ. ფრისკისი - ბედნიერი და
ჯანმრთელი კატებისთვის.
მაკიაჟის ეფექტურად მოცილება შენთვის რთულია? სცადე
ახალი მიც...“
„...გადაცემას მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ყოველდღიურად შეიტყეთ საეკლესიო კალენდარი. მოისმინეთ ლოცვები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებები. ასევე შეგიძლიათ დააპაუზოთ, ან გადაახვიოთ თქვენთვის საინტერესო გადაცემა. მოქნილი და კომფორტული აპლიკაცია ხელმისაწვდომია ანდროიდის, მალე აი ოუ ესის მომხმარებლებისთვისაც...“
„...ეს არ არის ლოქდაუნი, ეს შეზღუდვები არის ლოკალური,
რადგან კონკრეტულ ქალაქებში განხორციელდება. გიორგი გახარია - „ეს არ არის ლოქდაუნი,
წარმოება, ყველაფერი მუშაობს“, - მე ბავშვობა გამახსენდა, ტყუილზე დედა-ლ-ს რომ ვაძლევდით
ხოლმე.
კარგით, არ არის ეს ლოქდაუნი, ***ობაა, ასე გაწყობთ?
მოგწონთ? რატო გგონიათ რო ტერმინებია აქ მნიშვნელოვანი? წარმოიდგინეთ რო დაკარგეთ შემოსავლის
ერთადერთი წყარო. საჭმელს ვეღარ ყიდულობთ და ქუჩაში აპროტესტებთ ამ ყველაფერს, ამ დროს
ხელისუფლების წარმომადგენელი მოდის და გეუბნებათ
„დამშვიდდით, ეს არ არის ლოქდაუნი“.
„ააააა...“, თქვენ რომ გეპასუხათ, „ლოქდაუნი არ არის? ეგრე გეთქვათ კაცო“, და
ბრუნდებით სახლში და მშვიდად აგძელებთ შიმშილს.
ვინაიდან ხელისუფლებამ გადაწყვიტა ტერმინების თამაშით
დაგვაბნიოს, გთავაზობთ რუბრიკას - როგორ განვასხვავოთ წერტილოვანი შეზღუდვები და ლოქდაუნი.
წერტილოვანი შეზღუდვები იმ ნათესავს გავს, ნელ-ნელა
რომ გაპარებს ცუდ ამბავს და პირდაპირ არ გეუბნება და ლოქდაუნი აეგრევე გაჯახებს. ლოქდაუნის
დროს მსუბუქ ავტომობილში მხოლოდ სამი მგზავრის ყოფნა შეიძლებოდა, წერტილოვანი შეზღუდვების
დროს ვგულაობთ ავტომობილებში. ახლა მძღოლს იმის უფლებაც კი აქვს, რომ გვერდით მეუღლე
დაისვას. ლოქდაუნისას ვინ გაბედავდა ამას? ლოქდაუნისას სამოცდაათ წელს ზემოთ მოქალაქეებს
ეკრძალებოდათ გარეთ გასვლა...ახლა სულ თავისუფლად შეუძლიათ მივიდნენ დაკეტილ მოლებთან,
რესტორნებთან, ბარებთან და უკან დაბრუნდნენ. რავი, ან რამე ქარხანაში მივიდნენ და უყურონ
სამუშაო პროცესს. იმიტორო საწარმოები ხო მუშაობს. იცით რა საინტერესოა მავთული რო გამოდის
და ესე პლასტიკატი რო ეხვევა გარშემო? კიდევ ერთი განსხვავება ასეთია, რო ლოქდაუნი
კონსტიტუციური იყო...წერტილოვანი შეზღუდვები კი ეფუძნება კონსტიტუციისდამი გედევან
ფოფხაძისეულ დამოკიდებულებას. გაზაფხულზე სამვარსკვლავიან სასტუმროზე ნაკლებში არ ვამარცხებდით
კორონას, ახლა თუ არ კვდებით საასწრაფო არ გამოიძახოთო და თუ ვკვდებით მაინც უნდა დავფიქრდეთ,
იქნებ სხვა უფრო კვდება, ეგოისტურად მარტო საკუთარ სიკვილზე კი არ უნდა ვიფიქროთ. ლოქდაუნისას
პაატა იმნაძე თუ გვეუბნებოდა კუბოებს ვეღარ დავითვლითო, ახლა გვეუბნება იტალიაზე მაგრად
მაინც ვითვლითო. და ყველაზე მ...“
„...ყოველთვის ჩემი სუსტი წერტილი იყო. მაგრამ წვრილი
ტექსტის წაკითხვა ბოლო დროს გამიჭირდა. ახლა თავისუფლად ვკითხულობ წიგნებს. ამაში ფაუერ
ზუმ მაქსი მეხმარება. საინტერესო იცით რა არის? საწოლში კითხვისას ჩემს ქმარს აღარ
ვაწუხებ. ძალიან კარგია, ამ სათვალეს ყველას ვურჩევ.
გამადიდებელი შუშა კი ადიდებს, მაგრამ რთულია ერთ ხელში
ის გეჭიროთ და მეორეთი საქმე აკეთოთ. და თუ განათება არ არის, შეუძლებელია მისი ხელში
დაჭერა. ფაუერ ზუმ მაქსში გაერთიენაბულია გამადიდებელი შუშა და ორი ლედ განათება, სუფთა
და ნათელი ხედვისთვის. მისი ჩარჩოს დიზაინი კი თანამედროვე და ელეგანტურია. წაი...“
ცერა თითი ტელევიზორის პულტის წითელ ღილაკს აჭერს. საფერფლე ნაცრისფერი, ფხვიერი მასითაა სავსე. ყავის ჭიქის ფსკერზე ნალექი დუმს... საათი მაინც ვერ ისვენებს. გარეთ შეიძლება წვიმს, შეიძლება ქარია, ან სულაც მზე. ოთახის კუთხეში კედელზე მიყუდებული გიტარა სიჩუმის დარღვევას ითხოვს... არადა, შარშან ამ დროს შოსტაკოვიჩის ლენინგრადული სიმფონია ცოცხალი შესრულებით შეეძლო ადამიანს მოესმინა.
Comments
Post a Comment