სტუდენტური გაერთიანება

მოგესალმებათ სტუდენტური გაერთიანება!

2021 წლის კონსევატორიის ახალი მოწვევის სტუდენტთა გაერთიანებისა (კ.ს.გ.) და სტუდენტური ბლოგის OPUS 2-ის კოლაბორაციის შედეგად, კ.ს.გ.-ს პროექტებსა და სიახლეებს ახლა უკვე OPUS 2-ის  საშუალებითაც შეიტყობთ.

კონსერვატორიის სტუდენტური გაერთიანება წარმოადგენს ყველა ფაკულტეტის წარმომადგენელი 17 სტუდენტისგან შემდგარ ერთობლიობას, რომლის მიზანიცაა სტუდენტთა ინტერესების დაცვა, მათი საქმიანობისა და იდეების მხერდაჭერა, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება და სხვადასხვა „კლასგარეშე“ აქტივობების წარმართვა.

კ.ს.გ.-ს ახალი მოწვევა სტუდენტებს პირდება ახალ კულტურულ პროექტებსა და სხვადასხვა მიზნობრივ ღონისძიებებს, რომლებშიდაც ვფიქრობთ, ყველა „კონსერვატორიელი“ ეტაპობრივად ჩაერთვება.


სწორედ სტუდენტური გაერთიანების ახალი პროექტებისა და მათი შედეგების თავლსაჩინოდ წარმოჩენისათვის შედგა 2 საზოგადოების (
OPUS 2 და კ.ს.გ.) დაკავშირება. OPUS 2-ზე თანდათანობით ყველა დაინტერესებულს ექნება შესაძლებლობა გაეცნოს და თვალ-ყური ადევნოს ჩვენს სიახლეებს.

 



პატივისცემით, კ.ს.გ.

თავმჯდომარე - თინათინ ღოღობერიძე

მდივანი - მარიამ გაგლოშვილი

წევრები - ირაკლი არეშიძე

         ნია ბატიაშვილი
ქეთო გუგუშვილი

  ელენე ელიოზიშვილი

  ვახტანგ ზაალიშვილი

  ლიკუნა თუთისანი

  არჩილ იმნაძე

  თათუკა მაღლაკელიძე

  მარიამ მინდორაშვილი

  თიკა მუხაშავრია

  რუსუდან საბაძე

  ქეთანა სტურუა

  ნინი ცინცაძე

  სანდრო წიქორიძე

  ლაშა ხარხელაური 











Comments