ელისო ვირსალაძე - 78

ავტორი : კონსერვატორიის კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტის,
მე-2 კურსის სტუდენტი
ელენე ელიოზიშვილი

სულ ცოტა ხნის წინ, კერძოდ 14 სექტემბერს, მთელმა მსოფლიომ და განსაკუთრებით საქართველომ, იზეიმა დიდი პიანისტის, ელისო ვირსალაძის 78 წლის შესრულება. რავისთვის იყო გასაკვირი, რომ 2020 წლის შემოდგომის პანდემიის გამწვავებული სიტუაციის და გამო, მის მიერვე დაფუძნებული თელავის კლასიკური მუსიკის ფესტივალი წელს ვერ შედგებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, დაბადების დღეზე სოციალურ ქსელებში ელისო ვირსალაძის სახელი არაერთხელ გაჟღერებულა. არ შევუშინდები ვთქვა, რომ ის ნამდვილად მსოფლიო მოვლენაა მუსიკალური შემსრულებლობის სფეროში, რადგან ეს არაერთხელ დამტკიცებულა ჩემზე გაცილებით უფრო კომპეტენეტური და ცნობილი მუსიკოსებისა, თუ საზოგადო მოღვაწეების მიერ. 

იოსებ ბარდანაშვილი – ახალგაზრდობის გულშემატკივარი

 ავტორი: ანნა ნიკოლოზიშვილი –  კონსერვატორიის მუსიკოლოგია-კომპოზიციის ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი

პოსტმოდერნისტი იოსებ ბარდანაშვილი (1948, ბათუმი) თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ალექსანდრე შავერზაშვილის მოსწავლე გახლდათ. მისი მუსიკით საზოგადეობა 70-იან წლებში დაინტერესდა, როდესაც მისი შემოქმედება სიახლეების ძიების გზაზე იდგა. თავის შემოქმედებაში კომპოზიტორს არაერთხელ მიუმართავს თანამედროვე საკომპოზიტორო ტექნიკებისთვის (მათ შორის დოდეკაფონია, ალეატორიკა, თუ სონორულ ტექნიკა), თუმცა იგი დღემდე ერთგული რჩება ტრადიციული საკომპოზიტორო მეთოდებისაც.

კანდინსკი და მუსიკა

ავტორი: ვალერი სტერლიგოვი

სტატია თარგმნა და გამოსაცემად გაამზადა მუსიკოლოგიის ფაკულტეტის II კურსის სტუდენტმა: ელენე ელიოზიშვილმა.

ჟურნალისტი: როგორ ფიქრობთ, რამდენად რთულია მოუმზადებელი მაყურებლისათვის თანამედროვე საცეკვაო დადგმის გაგება თუ მას არ განემარტა წინასწარ სიუჟეტი, ამ ტერმინის ჩვეული გაგებით? საჭიროა თუ არა საერთოდ, რისამე დეტალური ახსნა, თარგმნა ცეკვის ენიდან „ადამიანურზე“, თუ გაგება მაინც უსიტყოვდაც და მომზადების გარეშეა შესაძლებელი?

დ. ვიშნევა: მაყურებელს, რასაკვირველია,

საფორტეპიანო ტანგო

 ავტორი - თამარ ჩიკვაიძე
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის,
 საშემსრულებლო (საფორტეპიანო) მიმართულების
 I კურსის სტუდენტი.

დასაწყისი კუბასა და არგენტინაში

როსენდო მონდისაბალი
    ტანგოს ძირითადი რიტმი ამერიკის კონტინენტზე გადმოიტანეს აფრიკელმა მონებმა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. კუბაში რიტმი გახდა "ჰაბანერას" საფუძველი (ძირითადად ნელი ტანგო), ხოლო ბუენოს-აირესში და მონტევიდეოში ის ჩვეულებრივ არგენტინულ ტანგოში გადაიზარდა.
   ადრე გამოქვეყნებული ტანგოები იყო სიმღერები და, საჭიროების შემთხვევაში, ის ასევე სრულდებოდა ცეკვებისთვის მხოლოდ ფორტეპიანოზე.

ფესტივალის დღიურები - დასკვნითი საღამო

დღე VI

მე-15 საიუბილეო ფესტივალი, “აღდგომიდან ამაღლებამდე” 11 ოქტომბერს დასრულდა და დასკვნითი საღმოს შეჯამების დროც დადგა! 

კონცერტი მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ იმით რომ, დაიხურა ფესტივალი და მასში მონაწილეობა მიიღო ისეთმა მუსიკოსებმა, როგორებიც არიან იანო ალიბეგაშვილი (თანხლება - სალომე მოდებაძე) ასევე, თბილისის ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდი, არამედ იმითაც, რომ ერთ საღამოს ორი პრემიერა შედგა:

ფესტივალის დღიურები - ოთარ ტატიშვილი 65

          დღე V

ოთარ ტატიშილი - 65

გრძელდება კონცერტები ფესტივალის - “აღდგომიდან ამაღლებამდე” - ფარგლებში.
დღეს, გია ყანჩელის სახელობის ბაღში გაიმართა კომპოზიტორ ოთარ ტატიშვილის საიუბილეო საღამო — “შორი ბავშვობა მეძახის თითქოს”.

საკონცერტო პროგრამა მრავალფეროვანი იყო - კომპოზიტორის შემოქმედებიდან როგორც ვოკალური, ისე ინსტრუმენტული ნაწარმოებები შესრულდა. კონცერტის მსვლელობისას მსმენელმა სცენაზე ოთარ ტატიშვილიც იხილა, მან შეასრულა ორი პიესა საფორტეპიანო ციკლიდან
“უკანასკნელი რომანტიკოსი”: “ფარვანა” და “ბლუზი”.

ფესტივალის დღიურები - ნატალია ქუთათელაძისა და გიორგი გიგაშვილის სოლო კონცერტი

დღე IV


ვაგრძელებთ რუბრიკას „ფესტივალის დღიურები“

მე-15, საიუბილეო ფესტივალი „აღდომიდან ამაღლებამდე“, კვლავ გია ყანჩელის სახელობის ბაღში, დღეს გიორგი გიგაშვილისა და ნატალია ქუთათელაძის სოლო კონცერტით გაგრძელდა. 

ფესტივალის დღიურები - გიორგი შავერზაშვილი - 70

  დღე III

გიორგი შავერზაშვილი - 70


გრძელდება მე-15, საიუბილეო ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე"

კონცერტების სერია. დღეს, 8 ოქტომბერს, ჩატარდა ფესტივალის მე-3 კონცერტი, რომელიც მიეძღვნა  კომპოზიტორ გიორგი შავერზაშვილის 70 წლის იუბილეს. კონცერტზე შესრულდა კომპოზიტორის ვოკალური და ინსტრუმენტული ნაწარმოებები: 

ფესტივალის დღიურები - "ნაცნობი-უცნობი ანზორ ერქომაიშვილი"


დღე II


“ნაცნობი - უცნობი ანზორ ერქომაიშვილი”


ფესტივალის მეორე დღეც მიიწურა. ისევ სასიამოვნოდ და ისევე წარმატებით, ამჯერად, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეზოში. 


დღევანდელი კონცერტი “ნაცნობი-უცნობი ანზორ ერქომაიშვილი” ეძღვნებოდა ეთნომუსიკოსის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს. საღამოს უძღვებოდნენ მსახიობები: ზაალ ჩიქობავა და ნინო ჩხეიძე, მონაწილეობდნენ: ანსამბლი “რუსთავი” და თამარ გოგოჭური. საღამოს კომპოზიციის ავტორი კი იოსებ ჭუმბურიძე გახლდათ. შესრულდა ანსამბლის ყველაზე ცნობილი და ყველასათვის საყვარელი სარეპერტუარო სიმღერები ანზორ ერქომაიშვილის ბიოგრაფიიდან ცალკეული მონაკვეთების ფონზე. 

ფესტივალის დღიურები - კომპოზიტორ სულხან ცინცაძის დაბადებიდან 95 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო

დღე I

სულხან ცინცაძე - 95

“აღდგომიდან ამაღლებამდე” - ფესტივალი, რომელიც წელს მე-15 საიუბილეო წელს აღნიშნავს, 6 ექტომბერს, 6 საათზე გაიხსნა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენით: “ნოტებად ქცეული გმირობა”. 7 საათზე კი დაიწყო სულხან ცინცაძის 95 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი, რომლის დასასრულსაც შეკრებილი მსმენელისთვის გაიმართა ვიდეოფილმის “სულხან ცინცაძე”  პრემიერა.

"აღდგომიდან ამაღლებამდე"

 

მე-15 საიუბილეო ფესტივალი, “აღდგომიდან ამაღლემაბმდე” იწყება.


ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელები ცნობილი მომღერალი - იანო ალიბეგაშვილი და გამოჩენილი პიანისტი - ალექსანდრე კორსანტია გახლავთ.

ისინი ორგანიზატორებთან ერთად 2006 წლიდან მოყოლებული, წელს უკვე მეთხუთმეტედ სთავაზობენ ქართველ მსმენელს აკადემიური მუსიკის საუკეთესო საღამოებს. ტრადიციულად, ფესტივალი აღდგომის ბრწინვალე შვიდეულის კვირაში იწყება და  ამაღლების დღესასწაულზე სრულდება. თუმცა წელს, საყოველთაო პანდემიის გამო, შეიცვალა ფესტივალის ჩატარების თარიღი და 2020 წელს განსხვავებულ დროს, 6-დან 11-ოქტომბრის ჩათვლით, გია ყანჩელის სახელობის ბაღში (არტოს ბაღი), რეგულაციების სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ გაიმართება.

ს.ს.ს.

მოგესალმებით, მეგობრებო! 

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, აქტიურად უბრუნდება თავის საქმიანობას  სტუდენტური ბლოგიც.

როგორც მოგეხსენებათ, ყოველი სასწავლო წლის პირველი სემესტრი, კერძოდ კი, პირველი რამდენიმე კვირა - ცხრილის, აუდიტორიების, ლექტორების გაცნობის ეიფორიასთან ასოცირდება.  კომპოზიციისა და მუსიკოლოგიის ფაკულტეტზე ახალჩაბარებულ სტუდენტთა

პროექტი "MI RACULUM"

საყოველთაო პანდემიისა და მისგან გამოწვეული პრობლემების ფონზე საკმაოდ რთული აღმოჩნდა მუშაობა და მით უმეტეს სიახლის გამოკვეთა თუ იდეების შეთხზვა, მაგრამ მეორე მხრივ სწორედ ეს ნაბიჯები იყო საჭირო უარყოფითი ენერგიის დადებითად ქცევისათვის. 

„ჟანა დ’არკი კოცონზე“

თეკლა ჯაყელის  მოხსენება თბილისის სახელმწიფო
 კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო
 საზოგადოების  2020 წლის კონფერენციისთვის.
საშემსრულებლო ფაკულტეტი,
 
სოლო აკადემიური სიმღერის მიმართულება, მე-2 კურსი.
ხელმძღვანელი -  მაია სიგუა

                    შესავალი
      არტურ ონეგერი XX საუკუნის I ნახევრის დასავლური მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფრანგი (წარმოშობით შვეიცარიელი) წარმომადგენელია. მისი შემოქმედებითი ჩამოყალიბების პროცესში მასზე დიდი გავლენა მოახდინა ფრანგულმა და ავსტრო-გერმანულმა მუსიკამ, კერძოდ: ვაგნერის, შტრაუსის, რეგერის, დებიუსისა და ფორეს მუსიკამ. მოიაზრებოდა „ექვსეულის“ წევრად, სადაც გამოირჩეოდა გამოკვეთილი შემოქმედებითი ინდივიდუალიზმით.
სწორედ „ექვსეულის“ წევრებთან ურთიერთობამ განსაზღვრა ონეგერის შემოქმედების თავისებურებები. თუმცა, მის ნაწარმოებებში ექვსეულის ესთეტიკა ყველაზე ნაკლებად აისახა.
  ონეგერის მუსიკალური აზროვნება მთლიანად უკავშირდება ტრადიციას. თუ ექვსეულისთვის პრიორიტეტულია მინიატურული ჟანრები,

სოპრანოს რეჩიტატივი და არია #11 ჰენდელის ორატორიიდან „ალექსანდრეს ზეიმი“

თამარ კიკალიშვილის მოხსენება თბილისის სახელმწიფო
 კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო
საშემსრულებლო ფაკულტეტი, აკადემიური სიმღერა, მაგისტრატურის I კურსი. ხელმძღვანელი - რუსუდან თაბაგარი


   ჩემი მოხსენება  ეხება ჰენდელის ორატორია "ალექსანდრეს ზეიმიდან" - სოპრანოს ერთ-ერთ არიას.  მიუხედავად იმისა, რომ  ჰენდელი დაიბადა გერმანიაში და უმეტესად მისი საკომპოზიტორო  საქმიანობა მიმდინარეობდა ინგლისში, ის მაინც იტალიური სტილის კომპოზიტორად ითვლებოდა.  ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ამაზე იმიტომ გავამახვილე ყურადღება, რომ ინგლისის კარზე მსახურებისას,  ჰენდელის შესახებ ყოველთვის არაერთგვაროვანი შეხედულებები იყო.

ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი და მისი „უმნიშვნელო“ ნაწარმოები: ბალეტი "პრომეთეს ქმნილებანი"

ნა ნიკოლოზიშვილის  მოხსენება თბილისის სახელმწიფო
 კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო
კომპოზიცია-მუსიკოლოგიის ფაკულტეტის,პირველი კურსი.
 ხელმძღვანელი  - ქეთევან ბოლაშვილი

                                
 მის მუსიკაში მეოცნებე, თავის ოცნებებს აღმოაჩენს, მეზღვაური ქარიშხალს და მგელი თავის ტყეს“. ასე ახასიათებს ფრანგი მწერალი ვიქტორ ჰიუგო ლუდვივან ბეთოვენის შემოქმედებას. მისი მუსიკა არა მარტო მუსიკოსებისთვის და მელომანებისთვისაა განსაკუთრებული, არამედ ხელოვნების სხვა სფეროების

"მესამე პლასტი" - რაობა, ტერმინები და შესწავლის პრობლემები

ირინა დუმბაძის  მოხსენება თბილისის სახელმწიფო
 კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო
კომპოზიცია-მუსიკოლოგიის ფაკულტეტის,
მუსიკის ისტორიის 
მიმართულება, მე-3 კურსი.
 ხელმძღვანელი  - მარინა ქავთარაძე

    იყო დრო, როდესაც მუზეუმებად გამოქვაბულები, შედევრებად ბიზონების პრიმიტიული ნახატები, საკონცერტო დარბაზებად მოტიტვლებული მინდორ-ველები ხოლო რეპერტუარად და პერფორმანსად ნახევრად შიშველი, ტარზანის მაგვარი პირველყოფილების ცეკვა-შეძახილები ითვლებოდა.

მესიანის ტურანგალილა სიმფონია

ნატალია ჩარკვიანის მოხსენება თბილისის სახელმწიფო
 კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო
 საზოგადოების  2020 წლის კონფერენციისთვის.
საშემსრულებლო ფაკულტეტი, საგუნდო-სადირიჟორო, II კურსი, ხელმძღვანელი - მაია სიგუა

   ოლივიე მესიანი XXს-ის  II ნახ.-ის უმნიშვნელოვანსეი ფიგურაა,რომლის შემოქმედებაც საკუთარი ინდივიდუალურობით  ძალიან გამორჩეულია როგორც მის თანამედროვეებს      შორის,ასევე მთელ მუსიკის ისტორიაში. მესიანი ,,კოსმოპოლიტი’’   კომპოზიტორია, რომელიც საკუთარ მუსიკაში მრავალ საუკუნესა და კულტურას აერთიანებს დაწყებული შუა საუკუნეების არქაული კულტურიდან ინდური კულტურის, საკუთარი სამშობლოს (საფრანგეთი) მიღწევების გავლით მისი თანამედროვე რეალობის ჩათვლით.

2020 წლის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოების კონფერენცია

იუხედავდ იმისა, რომ 2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრი უჩვეულო აღმოჩნდა და მრავალი სირთულის წინაშე დააყენა სრულიად საგანმანათლებლო სივრცე, ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში თბილისის სახელწიფო კონსერვატორიამ შეძლო ყველა გამოწვევის მიღება. ამის დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ წლევანდელი სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და მისი ხელმძღვანელის,
ქ.-ნი ქეთევან ბოლაშვილის მიერ ორგანიზებული
სტუდენტური კონფერენცია, რომელიც წინა წლებისგან განსხვავებით ონლაინ სივრცეში გაიმართა და აღსანიშნავია, რომ არ ჩამოუვარდებოდა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ აღემატებოდა კიდეც გასული წლების საკონფერენციო გამოცდილებას მონაწილეთა რაოდენობისა და მოხსენებების მრავალფეროვნების მხრივ.

„გლახაკთა ოპერის“ ბრწყინვალება და სიღატაკე


მარიამ ჭეიშვილის  მოხსენება თბილისის სახელმწიფო
 კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო
კომპოზიცია-მუსიკოლოგიის ფაკულტეტის,
მუსიკის ისტორიის 
მიმართულება, მე-3 კურსი.
 ხელმძღვანელი  - მარინა ქავთარაძე


 „გლახაკთა ოპერა“  ჯონ გეის   დღეს რომ დაეწერა, დარწმუნებული ვარ ისეთივე პოპულარობას და გამოხმაურებას მოიპოვებდა, როგორც ეს  მე-18 საუკუნის ლონდონში მოხდა. პრემიერის შემდგომაც  არ განელებულა ინტერესი ამ პიესის მიმართ.  საინტერესოა რა გახდა ამის მიზეზი? თანაც არა მხოლოდ მისი მოღვაწეობის პერიოდში და არა მხოლოდ ლონდონში, არამედ ჯერ ევროპის მასშტაბით, შემდეგ კი აშშ-ში. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ასწლეულის შემდეგ, დიდმა დრამატურგმა ბერტოლდ ბრეხტმაც მიმართა  „გლახაკთა ოპერას“, ასევე ვხვდებით მას ვაცლავ ჰაველის,  მის ახალ მუსიკალურ ვერსიებს ქმიან სხვადასხვა კომპოზიტორები. აშშ-ში კი ამ პიესას რასობრივი უთანასწორობის პრობლემის მხილების მისია დაეკისრა და მისი საშუალებით სერიოზული პოლიტიკური განაცხადის გაკეთება გახდა შესაძლებელი.

სემიოტიკური მეთოდის შესაძლებლობები სამუსიკო კვლევებში ბახის შემოქმედების მაგალითზე

ელენე ელიოზიშვილის მოხსენება თბილისის სახელმწიფო
 კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო
 საზოგადოების  2020 წლის კონფერენციისთვის.
კომპოზიციის და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, I კურსი,
ხელმძღვანელი - მარინა ქავთარაძე
გასული ორი საუკუნის განმავლობაში მეცნიერულმა მიღწევებმა და სამყაროს განვითარების სისწრაფემ მრავალი ძველი ნიშან-სიმბოლო თავიდან  აღმოგვაჩენინა და შეგვასწავლა, მეორე მხრივ კი, უამრავი ახალი სიმბოლო მოგვცა, რომელთა აღნუსხვაც და მათ მნიშვნელობებზე მსჯელობა  ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობა აღმოჩნდა სხვადასხვა სფეროს მკვლევართათვის.
მოხსენებისათის არჩეული თემა მრავლისმომცველი და გლობალურია, ამასთანავე საინტერესო და გამოყენებადი, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ისე ფართომასშტაბურ კვლევებშიდაც. იმისათვის, რომ კვლევის სემიოტიკურ მეთოდს უკეთ ჩავწვდომოდი, დავეყრდენი რამდენიმე სტატიასა და კვლევას, რომლებშიც ნათლად არის წარმოჩენილი სიმბოლოების როლი და მნიშვნებლობა მუსიკაში.
მაგრამ ვიდრე მათ განხილვაზე გადავიდოდე, თავად სემიოტიკის რაობასა და წარმომავლობაზე მოგახსენებთ. სემიოტიკა ან/და სემიოლოგია - ეს არის დისციპლინა/მეცნიერება, რომელიც ნიშანთა ფუნქციონირების კანონზომიერებებს შეისწავლის. სხვაგვარად რომ თქვათ, ეს არის მეცნიერება ნიშნებისა და სიმბოლოების შესახებ. ამ მეთოდოლოგიის დაკვირვების ობიექტი კი ყველანაირი ტიპის ნიშანია.   
სემიოტიკა, როგორც მეცნიერება, წარმოიშვა და განვითარდა XIXს-ის მეორე ნახევარში და მის ფუძემდებლად მიჩნეულია ჩარლზ პირსი, ხოლო პირსის იდეები განავითარეს ლვოვ-ვარშავის სკოლის წარმომადგენლებმა და ჩარლზ მორისმა.

                                               

დროისა და სივრცის პრობლემა ნიკო სულხანიშვილის შემოქმედებაში მოკლედ დროსა და სივრცეზე წარმოდგენების შესახებ

შიო აბრახამიას მოხსენება თბილისის სახელმწიფო
 კონსერვატორიის სტუდენტთა სამეცნიერო
 საზოგადოების  2020 წლის კონფერენციისთვის.
კომპოზიციის და მუსიკოლოგიის ფაკულტეტი, მუსიკის ისტორია, დოქტორანტი, ხელმძღვანელი - რუსუდან წურწუმია
   დროისა და სივრცის შესახებ პირველი წარმოდგენები, ჯერ კიდევ, არქაულ საზოგადოებაში ყალიბდება, სადაც დრო და სივრცე განუყოფელ მთლიანობას წარმოადგენდა. მითში ხდებოდა მათი საკრალიზაცია და აუხსნელი, განსაკუთრებული ძალა მიეწერებოდა.  ამ კატეგორიებისადმი დამოკიდებულება სხვადასხვა ეპოქაში განსხვავებული იყო.   ქრონოტოპების შესახებ სამეცნიერო კვლევებით წარმოდგენები შეცვალეს ისეთმა მეცნიერებმა, როგორებიც იყვნენ: ნიუტონი, აინშტაინი[1], კესტლერი.
            პრობლემამ განსაკუთრებული აქტუალობა XX საუკუნეში შეიძინა. ის აქტუალური გახდა, ასევე, სამუსიკო ხელოვნებაში. მეცნიერულ მოსაზრებებს გამოთქვამენ:  ნორდროპი, ასაფიევი, ორლოვი, მარტინოვი, ფედოსოვა, ვასილევა და სხვანი, რომლებიც განიხილავენ მუსიკაში დროისა და სივრცის კატეგორიების როგორც მხატვრულ-ესთეტიკურ, ისე მუსიკალურ-სტრუქტურულ ასპექტებს. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს ქართულ მუსიკოლოგიაშიც გაჩნდა სამეცნიერო პუბლიკაცია მედეა ქავთარაძის ავტორობით, რომელიც პირველად მიეძღვნა დროისა და სივრცის პრობლემას საგუნდო მუსიკაში.[2]

ჰინდემიტის ადრეული საოპერო შემოქმედება, „კარდილიაკის“ და „წმინდა სუსანას“ მიხედვით

                                                       სოფიო ძიძიგურის  მოხსენება 

                                   თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის

                                           სტუდენტთა სამეცნიეროსაზოგადოების 

                     2020 წლის კონფერენციისთვის. 

საშემსრულებლო ფაკულტეტი,

                                                         აკადემიური სიმღერა, II კურსი,

                                                                ხელმძღვანელი - მაია სიგუა


შესავალი 
პაულ ჰინდემიტის მუსიკალური აზროვნება
პაულ ჰინდემიტის შემოქმედებით გზას, იწყებს ბრამსის და რეგერის ტრადიციების გაგრძელებით, რასაც ლოგიკურ დასარულამდე მიჰყავს მათ მიერ დასახული, გერმანული მუსიკალური მიმართულება. მისთვის უცხო იყო, გვიანი რომანტიზმის ის ტენდენციები, რომლმებიც ვაგნერის და მალერის შემოქმედებიდან ამოიზარდა.

შეურაცხყო თუ არა Kordz და Dro-მ ბახი?


ავტორი: ქეთი ალექსიშვილი

ამჟამად შექმნილი საკარანტინო სიტუაციის გამო ცხოვრების თითქმის ყველა სფერო ინტერნეტ სივრცეში და სოციალურ ქსელებში ინაცვლებს, სადაც რა თქმა უნდა მუსიკა უდიდეს ნაწილს იკავებს.  ამან შესაძლებელი გახადა უამრავი არტისტის ლაივით მოსმენა და სხვადასხვა მასტერკლასებზე დასწრება.

"ქალი და მუსიკა"

ყოველწლიურადმსოფლიოს მასშტაბით უამრავი მუსიკალური ფესტივალი იმართება და ამ ყველაფრისგან შორს, რა თქმა უნდა, არც საქართველოა. ჩვენი მუსიკალური საზოგადოება განებივრებულია ფესტივალების სიუხვითა და  მრავალფეროვნებით და თითოეულს უკვე თავისი  ადგილი აქვს დამკვიდრებული ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში. ყველას ჩამოთვლას არ დავიწყებ მაგრამმინდა თქვენი ყურადღება ერთ-ერთ მათგანზე -  ქალი და მუსიკაზე“  შევაჩერო.
 ფესტივალი უკვე რამდენიმე წელია რაც არსებობს. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ძნელი წარმოსადგენი იყო  მისი ჩვეული ფორმატით ჩატარება, მაგრამ ორგანიზატორებმა საინტერესოგამოსავალიიპოვეს, და  „ქალი და მუსიკასულ სხვა, ვირტუალურ სივრცეში შემოგვთავაზეს.. 
ფესტივალის შესახებ კითხვებს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და იდეის ავტორმა, კომპოზიტორმა ეკა ჭაბაშვილმა უპასუხა: